ეს კია კარგად სრიალებს! (+ VIDEO)
ეს კია კარგად სრიალებს! (+ VIDEO)
28.02.2016
AUTO BILD-მა ახალი, მეოთხე თაობის Kia Sportage საციგურაო მოედანზე გატესტა

ვინ უფრო სწრაფია ყინულზე - ახალი Kia Sportage 185 ცხენის ძალით და ელექტრონული სრული ამძრაობით თუ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი და 100 და 500-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მოციგურავე ჯენი ვოლფი? AUTO BILD წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ დუელს: ახალი Kia Sportage 2.0 CRDi ჯენის წინააღმდეგ. და რამდენიმე მეტრის შემდეგვე ცხადი ხდება, რომ უახლეს ”კიას” პროფესიონალ ქალ სპორტსმენთან შანსი არ აქვს. 500-მეტრიანი დისტანცია 36 წლის ჯენიმ 10 წამით ადრე დაფარა და მშვენიერ ”კიას” ხელიც დაუქნია.



ოკეი, ახალი Sportage ციგურებით ჩქაროსნული სრიალის ჩემპიონს რომ ვერაფერს დააკლებდა, ეს მანამდეც ვიცოდით. ”კიას” ეს არც მოეთხოვება. სამაგიეროდ, მეოთხე თაობის კორეული SUV თავის საქმეში მშვენიერი მანქანაა. 2.0 CRDi მშვიდად მუშაობს და მძღოლს სამაოდ ასიამოვნებს, 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფიც კარგია. ერთი სიტყვით, ახალი Sportage წინამორბედზე მნიშვნელოვნად უკეთესი ავტომობილია. სავალი ნაწილი აღარ რახრახებს და Sportage მოსახვევებში სწრაფად შესვლის დროსაც გაცილებით უკეთესად იქცევა. მოხვევაც უკეთესი გახდა, მაგრამ უფრო მეტი რეაქტიულობაც არ აწყენდა.



ინტერიერში კი ძველი პლუსები ისევ სახეზეა: სივრცე საკმარისზე მეტია. ხელებსაც თამამად გაშლი და უკან მუხლების წინ დიდი ადგილი რჩება. თუმცა თუ ძალიან მაღალი ხარ, უკანა სავარძელზე მაინც მჭიდროდ იქნები. რაც შეეხება საბარგულს: თუ სათადარიგო საბურავზე უარს იტყვი, მინიმალური მოცულობა 491 ლიტრია, მაქსიმუმი - 1492 ლიტრი. პლუს 12-ლიტრიანი სათავსო სხვა რაღაცებისთვის.

ცენტრალური კონსოლი ახლა უფრო მეტადაა მძღოლისკენ ორიენტირებული და გამოყენებული მასალებიც უფრო ხარისხიანია, ვიდრე წინამორბედში. GT კომპლექტაციაში მოსაწონია ისეთი დამატებითი ოფციები, როგორებიცაა უკანა ხედვის კამერა, ავარიული მუხრუჭის ასისტენტი, ქრომირებული დეტალები, ტყავის სპორტული სავარძლები და 8-დუიმიანი ეკრანი.


საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 1492 ლიტრია

ახალი Kia Sportage-ის საწყისი ფასი დაახლოებით 18 500 ევროა - ბენზინის ძრავით და წინა ამძრავით. აი, ტოპ-მოდელი კი, დიზელის 2.0 CRDi ძრავით, 185 ცხენის ძალით, ავტომატიკით, სრული ამძრაობით და სრული კომპლექტაციით, ორჯერ მეტი ღირს.



დასკვნა
წინა Sportage-მა ”კიას” დიდი სახელი და ბევრი ფული მოუტანა. ორი აზრი არ არსებობს: ახალი მოდელიც უაღრესად წარმატებული იქნება. თანამედროვე ასისტენტ-სისტემებით აღჭურვილი, გამძაფრებული დიზაინის მქონე Sportage, რომელიც კლასში საუკეთესო გარანტიასაც გვთავაზობს, ახალ VW Tiguan-ს ბევრ კლიენტს წაართმევს.
ულრიხ ზაფერლინგი
  • Kia Sportage 2.0 CRDi AWD
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1995 სმ3; სიმძლავრე: 136 კვტ (185 ცხ. ძ.)/ 4000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 400 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 201 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 9,5 წამში; ამძრაობა: სრული/6-საფ. მექანიკა; ავზი: 62 ლ.; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4480/1855/1635 მმ; საბარგულის მოცულობა: 491-1492 ლიტრი; წონა: 1587 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 5,9 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 156 გ/კმ.

იხილეთ ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო:


იხილეთ ჩვენი უკრაინელი კოლეგის ვიდეო-მიმოხილვა:


ასევე დაგაინტერესებთ:
მშვიდი ადამიანების მანქანა
Auto Bild

შრაიერი: კიას უკვე ევროპული ალღო აქვს!
Auto Bild

ახალი სორენტო სრული სვლით
Auto Bild

ჯერ არასდროს არ ყოფილა კია ასე იტალიური
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
ორიგინალი IPHONE 4 საზაფხულო
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება აგარაკი საგურამოში
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ჯანო ანანიძე - "სპარტაკის" თავისუფალი მხატვარი
იურაი იარაბეკი: ჩვენი ამოცანაა, თბილისში ვითამაშოთ სწრაფად და აგრესიულად
ჯანო ახლა ნამდვილი "მუჟიკია" - ანანიძის რუსული შეფასებები
სხვა სიახლეები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
01.08.2016
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
ჟიგულის უკრაინული ტიუნინგი იაპონურად...
01.08.2016
იაპონიაში ტიუნინგის უამრავი სახეობა არსებობს. Shakotan ერთ-ერთი ასეთი სახეობაა და ”დაბალ ავტომობილს” ნიშნავს. არსებობს კიდევ Bosozuku, Dekotora და ა.შ.
სრულად
კობი ბრაიანტი სტუმრად ფერარის სახლში
01.08.2016
რა უნდა აკეთოს კაცმა, თუკი მან კალათბურთელის კარიერა ახლახან, NBA-ს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის რანგში დაასრულა? ცხადია: ამ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღოს.
სრულად
VW -მა გაყიდვებით Toyota-ს გაუსწრო
რა ბედი ელის რიყეზე თეატრის უჩვეულო შენობას?
როგორ გამოიყურება ახალი 7–ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mitsubishi Pajero IO 2300 $
Nissan Rogue 9000 $
Suzuki SX4 4200 $
იყიდება ორთქლის ქვაბი ფასი შეთანხმებით.