
GS ძველებურად ხელმისაწვდომია 300h-ის სახით (223 ცხენის ძალა, 45 000 ევრო) და ახლა უკვე 450h-ის სახითაც (345 ცხენის ძალა (52 000 ევრო). როგორც ყველა ჰიბრიდი, ეს მანქანაც უფრო მშვიდია, ვიდრე აგრესიული, მძღოლი კი მონიტორზე ელექტრომოტორის, შიდაწვის ძრავის, ბატარეებისა და გენერატორის თავგადასავლებს ათვალიერებს.

ჰიბრიდული სისტემა ტრადიციულად უნაკლოდ მუშაობს. 450h ფაქტობრივად ჩუმად, შთამბეჭდავად უხმაუროდ დადის.
დასკვნა
GS-ს ყველაზე მეტად ის უხდება, რომ სოლიდური ჰიბრიდია, ძალიან ჩუმი და, ამ კლასის მანქანის კვალობაზე, მაქსიმალურად ეკონომიური. ეს ავტომობილი მაღალ კლასში საყურადღებო ალტერნატივაა.
დირკ ბრანკე

- Lexus GS 450h
ასევე იხილეთ:
ახალი RX: ლექსუსის Update

Lexus NX: მდიდრულობა ჰო, მაგრამ დინამიკა?
