პირველი SUV ფერარის გულით - Maserati Levante
პირველი SUV ფერარის გულით - Maserati Levante
29.02.2016
ესეც ასე: თავისი SUV უკვე ”მაზერატიმაც” წარმოადგინა. იცნობდეთ: Maserati Levante , რომელიც ”ფერარის” ძრავით იწონებს თავს

ახლა ამას უკვე ყველა აკეთებს. SUV-კლასის ავტომობილებს უკვე ბევრი მდიდრული და სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი აწარმოებს  - ”იაგუარი”, ”ბენტლი”, ”პორშე” თავის თავად და ახლა უკვე ”მაზერატიც”. თუმცაღა იტალიელებს საკმაოდ ბევრი დრო დაჭირდათ. საქმე იმაშია, რომ ”მაზერატიმ” სტუდიური მოდელი Kubang ჯერ კიდევ 2003 წელს გვიჩვენა, 2011 წელს კი იმავე სახელწოდების კონცეპტი ფრანკფურტის ავტოშოუზეც ვნახეთ.

Kubang-ს იმხანად თანაკონცერნელი Jeep-ის ტექნიკა ჰქონდა, ეს ავტომობილი კი, რომელსაც იტალიელებმა Maserati Levante უწოდეს, Ghibli-სა და Quattroporte-ს პლატფორმაზეა შექმნილი. Levante ასპარეზზე სრული ამძრაობით, ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და პნევმატიკური დაკიდებით გამოდის.

Auto Bild
უაღრესად ელეგანტური გვერდითა ხაზი, აი, უკანა ნაწილში კი ახალი ბევრი არაფერია

Levante-მ ძრავებიც Ghibli-სგან მიიღო, თუმცა აგრეგატები Levante-ში გაცილებით მაღალი სიმძლავრით იქნება წარმოდგენილი. სახელდობრ, ბენზინის 3-ლიტრიანი V6 ძრავა სიმძლავრის ორი ვარიანტით იქნება წარმოდგენილი - 350 და 430 ცხენის ძალით. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ეს თანამედროვე Biturbo მარანელოზე, ”ფერარის” საჯინიბოში იწარმოება და მხოლოდ ”მაზერატიში” გამოიყენება. Maserati Levante ასევე წარმოდგენილი იქნება დიზელის 3-ლიტრიანი V6 ძრავით (VM Motori), რომლის სიმძლავრე 275 ცხენის ძალას შეადგენს.

Auto Bild
”მაზერატის” პირველი SUV: Maserati Levante ზომებით Porsche Cayenne-ის იდენტურია

ფოტოები მიგახვედრებთ, რომ ავტომობილის დიზაინიც სწორედ Ghibli-სა და Quattroporte-ს ელემენტებს იმეორებს. ამის მისახვედრად, საკმარისია, დააკვირდეთ რადიატორის ცხაურას დიდი ლოგოტიპით, გვერდითა საჰაეროებს, ან ტიპურ C-საყრდენს. როგორც მოსალოდნელი იყო, ”მაზერატის” ძალიან ელეგანტური SUV გამოუვიდა. ერთადერთი, ავტომობილის უკანა მხარეს ვერ ვატყობთ დიზაინერთა ტიტანურ ინსპირაციებს - უკანა მხრიდან Levante საკმაოდ ჰგავს Porsche Cayenne-ს. ეს უკანასკნელი კი, როგორც იცით, სწორედ Levante-ს უმთავრესი კონკურენტია.
  • MASERATI
”მაზერატი” 1914 წელს ბოლონიაში დაარსდა და თავიდან მხოლოდ სარბოლო ავტომობილებს აწარმოებდა. მე-20 საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში ”მაზერატის” ჰყავდა ისეთი ლეგენდარული სპორტული ავტომობილები, როგორიც იყო მაგალითად 1966 წლის Ghibli, რომელსაც ბევრი ავტომოყვარული ყველა დროის ულამაზეს ავტომობილად მიიჩნევს. ”მაზერატი” 1993 წლიდან ”ფიატს” ეკუთვნის და 1997 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ”ფერარისთან”.

Auto Bild
დიდი ცხაურა, დიდი ლოგო, ცხვირის დიზაინში მაშინვე ამოიცნობთ Maserati Ghibli-ს

დასკვნა
”მაზერატიმ” გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. ამ ბრენდის მოყვარულებსაც სურთ SUV და მიიღეს კიდეც - ისეთი, როგორის შეძენასაც მათ ”იაგუარი” ან ”პორშე” სთავაზობს. ვფიქრობ, Levante საკმაოდ კარგად გამოიყურება და ეს არც არავის უკვირს, რადგან რა, რა და დიზაინი ”მაზერატის” ყოველთვის შესანიშნავი ჰქონდა. აბსოლუტურად სწორია ის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც Levante-მ Ghibli-სა და Quattroporte-ს ტექნიკა მიიღო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
დირკ ბრანკე

ასევე იხილეთ:
პაპარაცებმა განახლებული Maserati Quattroporte გამოიჭირეს
Auto Bild

ახალი Maserati Ghibli:
Mamma Mia, ის მართლა მაგარია!
Auto Bild

ალფა ცოცხალია, გაუმარჯოს ალფას!
Auto Bild

ხომ ლამაზია, ეს მაზერატი...
Auto Bild

მაზერატი ქართულ რეალობაში:
Ghibli და Quattroporte თბილისშია!
Auto Bild

ფერნანდო ალონსოს სიყვარული: მაზერატი
Auto Bild
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ახალი ჰიუნდაი ელანტრა კიდევ უფრო მდიდარია!
2016-03-21 10:28:50
„ჰიუნდაიმ“ ბაქოში ახალი „ელანტრა“ გაგვაცნო.
სრულად
article image
Cat Image
ეს ავტომობილები არაერთ სახლს ჯობია
2016-03-15 09:14:07
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
article image
Cat Image
ინფინიტი მერსედესის ტექნიკით
2016-03-11 11:07:06
Mercedes A-კლასიც მოგწონთ და GLA-ც, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი შეიძინოთ? არსებობს საინტერესო ალტერნატივა:
სრულად
მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით
ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება
ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
ქირავდება თბილისში სასტუმრო
2009 BMW 550
ქირავდება ნომერი ქობულეთში
იყიდება ურეკში სასტუმრო
დავით კაჭარავა: საქართველოში რაგბი ფეხბურთზე პოპულარულია
ვლადიმირ ვაისი: ბიჭებო, ჩვენ სოფლის გუნდებს ხომ არ ვხვდებით? უფრო სწრაფად!
სხვა სიახლეები
ექსკლუზივი: როგორი ავტომობილია ახალი Mercedes GLE?
25.05.2015
”მერსედესმა” M-კლასი გადაამუშავა და GLE დაარქვა. სიახლეა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც
სრულად
ოჯახის მეგობარი BMW
17.04.2015
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!
სრულად
შკოდას ახალი ფლაგმანი
03.04.2015
საინტერესო დიზაინი, თანამედროვე ტექნიკა, მისაღები ფასი - ახალი Superb შეტევაზე გადადის!
სრულად
შვეიცარია - ქვეყანა ყველაზე მაღალი ხელფასით ევროპაში
შაქარი შესაძლოა, 2 ლარამდე გაძვირდეს
ბიზნესის თავგადასავალი ოქროს დასასრულით
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მერსედესის ე კლასისთვის 1991-1998წ.
მანქანას არაფერი არ ჭირს არის
Mercedes-Benz S 420 3000 $
Mercedes-Benz ML 320 4800 $