ვეირონი გუშინ იყო, გაიცანით ახალი Bugatti Chiron!
ვეირონი გუშინ იყო, გაიცანით ახალი Bugatti Chiron!
01.03.2016
”ბუგატის” შეფი ვოლფგანგ დიურკჰაიმერი ამბობს, ამ ავტომობილმა ფიზიკის საზღვრები გადაწიაო. ”ბუგატის” შეფ-დიზაინერი ახიმ ანშაიდტი კი დასძენს: ”ამ მომენტს 10 წელი ველოდით. Chiron ერთდროულად ურჩულიცაა და მზეთუნახავიც!”

Auto Bild

ორივე მათგანი მართალია, რადგან ის, რაც მათ ჟენევის ავტოშოუზე წარმოადგინეს, ნამდვილად საუკეთესო ეპითეტებს იმსახურებს. იმიტომ, რომ ეს მართლაც გრანდიოზული ავტომობილია: ახალი Bugatti Chiron!

Auto Bild

სიმძლავრე? 1500 ცხენის ძალა! ბრუნის მაქსიმალური მომენტი? 1600 ნიუტონმეტრი! აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2,5 წამზე ნაკლებ დროში!!! მაქსიმალური სიჩქარე? 420 კმ/სთ. და უნდა გითხრათ, რომ ასეთ მონაცემებს სხვა ვერცერთ სუპერსპორტულ ავტომობილში ვერ ნახავთ!

Auto Bild

ძირითადად კარბონისგან და ალუმინისგან დამზადებულ კუპეს წინ 8 სახასიათო LED-მაშუქი აქვს, მისი უმთავრესი ღირსება კი მაინც ძრავაა: 16-ცილინდრიანი მონსტრი აგრეგატი, რომელიც სავარძლების უკანაა ჩადგმული. Bugatti Chiron, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობით იწარმოება. ძრავის მოცულობა 8 ლიტრია, 4 ტურბოდამბერი ემსახურება და მაქსიმალური აქსელერაციის დროს იმდენ საწვავს მოიხმარს, რომ თუ მაქსიმუმით ივლი, 100-ლიტრიანი ავზი 8 წუთში დაიცლება. ”ბუგატის” ჯერ არ უთქვამს, რამდენია საწვავის საშუალო ხარჯი ჩვეულებრივ რეჟიმში, მაგრამ განა ეს ვინმეს აინტერესებს?

Auto Bild
Auto Bild

რამდენადაც ექსტრემალურია თითქმის 2-ტონიანი Chiron-ის მონაცემები, იმდენად ექსტრემალურია მისი ფასიც. ჯერ მარტო შეკვეთის დროს 200 000 ევრო უნდა გადაიხადო, მერე კი, ხელით შექმნილ ავტომობილს დაახლოებით ნახევარ წელიწადში რომ ჩაგაბარებენ, ფასი მინიმუმ 2,86 მილიონ ევრომდე აიწევს. სწორედ ეს არის ახალი ”ბუგატის” მინიმალური ფასი.

Auto Bild

მიუხედავად ამისა, 4,54 მეტრი სიგრძისა და 2 მეტრზე ოდნავ მეტი სიგანის მქონე მანქანას უკვე რიგები დაუდგა. ”ბუგატის” ინფორმაციით, წინასწარ 500 ეგზემპლარის შექმნა დაიგეგმა და აქედან ერთი მესამედი უკვე გაყიდულია! სუპერ-ავტომობილის პირველ ეგზემპლარებს, რომელსაც სახელწოდება Chiron ცნობილი ავტომრბოლის, ლუი შირონის პატივსაცემად დაარქვეს, ბედნიერი მფლობელები შემოდგომაზე მიიღებენ.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

ასევე იხილეთ:
1500 კილომეტრი ბუგატით
Auto Bild

შეიხების უძვირფასესი მანქანები (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild

ვემშვიდობებით ბუგატი ვეირონს!
Auto Bild

2000-ცხენისძალიანი დუელი: ფერარიმ ბუგატის გაასწრო! (+VIDEO)
Auto Bild

მესის, რონალდოს და სხვა ვარსკვლავების მანქანები
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
article image
ახალი ჰიუნდაი ელანტრა კიდევ უფრო მდიდარია!
2016-03-21 10:28:50
„ჰიუნდაიმ“ ბაქოში ახალი „ელანტრა“ გაგვაცნო.
სრულად
article image
Cat Image
ეს ავტომობილები არაერთ სახლს ჯობია
2016-03-15 09:14:07
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
article image
Cat Image
ინფინიტი მერსედესის ტექნიკით
2016-03-11 11:07:06
Mercedes A-კლასიც მოგწონთ და GLA-ც, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი შეიძინოთ? არსებობს საინტერესო ალტერნატივა:
სრულად
მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით
ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება
ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
ქირავდება თბილისში სასტუმრო
2009 BMW 550
ქირავდება ნომერი ქობულეთში
იყიდება ურეკში სასტუმრო
U19. ინგლისი-საქართველო 2:1 - მარცხი ბლიცკრიგით
თბილისის გრან-პრი. I დღის ანონსი: მარგველაშვილის რთული გზა
სხვა სიახლეები
23.03.2016
დაიმლერმა ნიუ იორკში GLE Coupe-ს პატარა ძმა, Mercedes GLC Coupe წარმოადგინა.
სრულად
22.03.2016
”ჯიპი” განახლებული Grand Cherokee Trailhawk-ის ოფიციალურ პრეზენტაციას თვის ბოლოს, ნიუ იორკის ავტოშოუზე გეგმავს,
სრულად
21.03.2016
SMS, WhatsApp, Facebook: საჭესთან ტექსტების კრეფა უკვე მთელ მსოფლიოში მოდებული, სასიკვდილო სენია
სრულად
თბილისი არქიტექტორების თვალით
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება
ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანიების წილი იზრდება
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz ML 320 4800 $
Suzuki Grand Vitara 65 $
BMW 330. 3800 $
იყიდება მერსედესის ე კლასისთვის 1991-1998წ.