შევროლემ ჟენევაში კორვეტის სუპერ-ვერსია წარმოადგინა
შევროლემ ჟენევაში კორვეტის სუპერ-ვერსია წარმოადგინა
02.03.2016
”შევროლემ” ჟენევის ავტოშოუზე, ევროპის ავტოსაზოგადოებას პირველად წარუდგინა ახალთახალი Corvette Grand Sport , რომელიც ისეთი ადამიანებისთვის შეიქმნა, სარბოლო ტრეკებზე გართობა რომ უყვართ.

Auto Bild

ჯენევის ავტოსალონის ”შევროლეს” სტენდზე ყურადღების ცენტრში ახალი Corvette Grand Sport გახლავთ, რომელიც ისეთ ავტოდრომებზე გასართობად შეიქმნა, როგორებიცაა ნიურბურგრინგი, ჰოკენჰაიმრინგი, ზახსენრინგი, უნგარორინგი, ან თუნდაც ჩვენი, რუსთავის ავტოდრომი.

Auto Bild

ამერიკელებმა 6,2 ლიტრი მოცულობის 466-ცხენისძალიანი ძრავა ხელუხლებელი დატოვეს. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული აეროდინამიკა და ეს ”კორვეტი” მოსახვევებში ჩვეულებრივ ვერსიაზე გაცილებით მაღალ სისწრაფეს განავითარებს, რაშიც Michelin Pilot Sport საბურავებიც დიდად ეხმარება. Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა კი მის პილოტს საჭირო კონტროლის საშუალებას მისცემს. უკეთესი აეროდინმიკა, სტაბილიზატორები, Z06-ის დაკიდების სისტემა და დიფერენციალის ბლოკირებაც ასეთი ავტომობილისთვის აუცილებელი ატრიბუტებია. ამასთან, Corvette Grand Sport საბაზო ვერსიაზე მსუბუქიცაა.

Auto Bild

”შევროლეს” ამ ავტომობილის ფასის შესახებ არაფერი უთქვამს და ამერიკელებმა ჯერ არც მისი შესაძლებლობები გაამხილეს დეტალურად. თქვეს მხოლოდ ის, რომ Grand Sport კუპესა და კაბრიოლეტის სახით იქნება ხელმისაწვდომი და მისი შეკვეთა სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
კორვეტი თუ მაკლარენი? სრული სიამოვნება ნახევარ ფასად!
Auto Bild
article image
როცა მანქანა ჯობია სახლს...
2016-03-15 09:14:07
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
article image
Cat Image
ინფინიტი მერსედესის ტექნიკით
2016-03-11 11:07:06
Mercedes A-კლასიც მოგწონთ და GLA-ც, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი შეიძინოთ? არსებობს საინტერესო ალტერნატივა:
სრულად
article image
Cat Image
როგორი ავტომობილია ახალი Ford EcoSport?
2016-03-11 10:40:47
ფეისლიფტი? თითქმის შეუმჩნეველია. თუმცა მაინც მნიშვნელოვანი რამ მოხდა
სრულად
როგორ მოვაწყოთ საზაფხულო ვერანდა
როგორ უნდა გააკეთოთ პატარა აუზი ეზოში - ყველაზე პრაქტიკული და მარტივი რჩევები
რობერტ დე ნიროს 25-მილიონიანი ბინა
იყიდება 4-ოთახიანი ვაკეში
იყიდება 3-ოთახიანი ვაკეში
2002 Nissan Wingroad
იყიდება რიზოგრაფი TR
ნიკა ქუთათელაძე - ფრანგული "ლილიდან" საქართველოს ნაკრებში
დავით თარგამაძეს ფეხი მოსტეხეს
სხვა სიახლეები
როგორი იქნება მაზდას SUV-კუპე?
16.03.2016
ე.წ. SUV-კუპეებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, ამ სეგმენტში თავისი ადგილის დაკავება „მაზდასაც“ უნდა.
სრულად
16.03.2016
„მერსედესის“ პირველი პიკაპი შემოდგომაზე, პარიზის ავტოშოუზე იქნება წარმოდგენილი.
სრულად
15.03.2016
დასაძინებელი განყოფილება მეფური საწოლით, გიგანტური უჯრა ”პორშესთვის” და ეს ყველაფერი ერთ მანქანაში
სრულად
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის შეძენით ქართველი კერძო პირია დაინტერესებული
რომან გოცირიძე - 8 მიზეზი, რის გამოც ლარი გამყარდა
თბილისის ყველაზე მოთხოვნადი სკოლები
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Skyline 35 $
Subaru Forester 1550 $
Hyundai Santa Fe 35 $
Ford Tourneo 180 $