წიგნი, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა წაიკითხოს!
წიგნი, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა წაიკითხოს!
04.03.2016
ქართველი მძღოლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ავტომანქანის მართვის ხელოვნებას სრულყოფილად ფლობს და არანაირი «მრჩეველი» არ სჭირდება. სინამდვილეში კი, გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ საცობების მიზეზები სწორედ ჩვენივე «განსწავლულობაში» უნდა ვეძებოთ. ჟურნალ „Auto Bild საქართველოს» ამ ნომერთან ერთად, მკითხველს შეუძლია შეიძინოს წიგნი «ავტომრჩეველი» (პირველი ნაწილი), რომელშიც სასარგებლო, უფრო სწორად, საკუთარი და სხვისი სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინფორმაციას დამწყებებიც იპოვიან და «გზაზე ჭიპმოჭრილი» მძღოლებიც.Auto Bild

დიახ, ეს არის ინფორმაცია, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს! «უსაფრთხო მოძრაობის პრინციპები», «ინტერვალი, დისტანცია, შემხვედრი მანქანის არიდება», «დიალოგი სანათებით და ხმოვანი სიგნალები», «გასწრება», „საცობი“, «მუხრუჭები - როდის არ გამოვიყენოთ და როდის გამოვიყენოთ», «გაჩერება, პარკირება, ეზოდან გამოსვლა», «მოძრაობა ბინდში და ღამით» - ეს არის იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რომელთა შესახებაც «ავტომრჩეველის» პირველ ნაწილში წაიკითხავთ.

ამ წიგნს შეიძლება დავარქვათ «მძღოლის ანბანი». მასში მოყვანილი ფაქტები ჩვეულებრივი ავტომფლობელების გამოცდილების გაზიარებაა. იქვე მოყვანილია ტერმინები და დაუწერელი წესები იმ მიზნით, რომ ეს ცოდნა ყველა ავტომფლობელს დააკავშირებს და შესაძლებლობას მისცემს მათ, ისაუბრონ «გზის ენაზე». გთავაზობთ რამდენიმე თემატურ ამონარიდს ბროშურიდან:

► ნუ დაალაგებთ საგნებს მძღოლის სკამის ქვეშ. მაგალითად, წყლით სავსე პატარა ბოთლს შეუძლია შეგორდეს მუხრუჭის სატერფულის ქვეშ და დაბლოკოს იგი კრიტიკულ მომენტში.

► ნუ დაამუქებთ უკანა მაშუქებს ფირით. პირველ რიგში ფირი ნაკლებად ატარებს შუქს. მეორეც: მაშუქი აღარ ირეკლავს უკან მომავალი ავტომობილის განათებას. შედეგად, თქვენი მანევრები ნაკლებად შესამჩნევი ხდება თქვენს უკან მომავალი მძღოლისთვის და იქმნება საშიში საავარიო სიტუაცია.

► საცობში ყოფნისას ყოველთვის გვეჩვენება, რომ გვერდითა რიგებში მოძრაობა უფრო სწრაფია. ასეთი წარმოდგენა უმეტესწილად მცდარია. ნუ შეიცვლით რიგს საჭიროების გარეშე, ამით მხოლოდ დამატებით დაბრკოლებებს შექმნით ყველასთვის.

► თუ მაჩვენებელი განიშნებთ, რომ ძრავის გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა იწევს, გააღეთ ყველა ფანჯარა და ჩართეთ გათბობა უმაღლეს საფეხურზე. სალონის გათბობის რადიატორი დაეხმარება ძრავას გაგრილებაში. უმჯობესია, ცოტა ხნით სიცხის ატანა, ვიდრე მწყობრიდან გამოსული მანქანით მოძრაობის შეფერხება და დახმარების ლოდინი.

Auto Bild

► საცობში მყისიერი აჩქარება არასასურველია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა თქვენ წინ მიმავალი ტრანსპორტი ინტენსიურად ჩქარდება, იგი მალევე შეანელებს სვლას, ხოლო თქვენ შესაძლოა ვერ მოასწროთ დროულად შეჩერება. სწორედ ასე ხდება საცობებში ავარიების 90%.

► «მწოლიარე პოლიციელის» ან სხვა სახის შემაღლების გავლა შემდეგნაირადაა რეკომენდებული: დაბრკოლების დანახვისას წინასწარ დაამუხრუჭეთ და უშუალოდ დაბრკოლების წინ აუშვით მუხრუჭს ფეხი. ავტომანქანის წინა ნაწილი ინერციით განიტვირთება და დაბრკოლება უჩვეულოდ მსუბუქად გადაილახება.

► როცა აღმართს უახლოვდებით, გახსოვდეთ, იმ შემთხვევაში, თუ აღმართის უმაღლეს წერტილში გამოჩნდება შემხვედრი ავტომანქანა, მისი შუქი ყველა შემთხვევაში გამოიწვევს თქვენს დაბრმავებას, მზად იყავით ამისთვის. ასევე გახსოვდეთ, დაღმართზე დაშვებისას იგივე პრობლემა ექმნება შემხვედრი ავტომობილის მძღოლს.

► წვიმის დაწყებიდან პირველი 10 წუთი იყავით განსაკუთრებით ყურადღებით. მშრალ ამინდში გზა იფარება მტვრისა და ფისის მასით, ხოლო წვიმის დაწყებისას ეს მასა იხსნება წყალში და ყინულის ფენასავით სრიალა ხდება.

► გუბეები გზაზე შესაძლებელია უსიამოვნო სიურპრიზად გექცეთ. შესაძლოა გუბეში იმალებოდეს ქვები და სხვა საშიში ბალასტი. ასევე გუბეში გავლისას შესაძლოა საბურავმა დაკარგოს მოჭიდება და წარმოიშვას ე. წ. «აკვაპლანირების» ეფექტი (საბურავები კარგავენ მყარ ზედაპირთან მოჭიდებას, ავტომანქანა «დგება» წყალზე და მძღოლი მთლიანად ან ნაწილობრივ კარგავს მართვის შესაძლებლობას, რაც ხშირად ავარიით მთავრდება).
რატი შელეგია

► AUTO BILD-ის მარტის ნომერთან ერთად: "ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს" (I ნაწილი)

► წიგნის სპეციალური ფასი - 2 ლარი; ჟურნალთან ერთად - 5 ლარი

► იკითხეთ პრესის გამავრცელებლებთან

ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ნახეთ, რა გააკეთა შკოდამ!
2016-03-31 06:04:48
4,70 მეტრი! ”შკოდას” SUV ”ფოლკსვაგენ ტიგუანზე” 21 სანტიმეტრით გრძელია. Skoda Kodiak შემოდგომაზე
სრულად
article image
Cat Image
მაღალი, თუ დაბალი - ტიგუანი, თუ გოლფი?
2016-03-30 06:00:31
ევროპის ბესტსელერი კომპაქტი ბესტსელერი SUV-ის წინააღმდეგ
სრულად
article image
Cat Image
ახალი ვოლვოს ტესტი: პატარა ძრავა, დიდი ამბავი!
2016-03-29 06:12:19
”ვოლვოს” დიდ SUV-ს უკვე კარგად იცნობთ, მაგრამ როგორია ის ბენზინის პატარა ძრავით?
სრულად
მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით
ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება
ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
იყიდება 5+-ოთახიანი ვაკეში
2004 Mercedes-Benz E 350
იყიდება კერძო სახლი ვერაზე
punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ
ოფიციალურად: კახა ცხადაძე ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელია!
ანდრეი კირილენკოსთვის ერთხელ ღალატი მოსულა
სხვა სიახლეები
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
22.09.2015
რჩევები მათთვის, ვისაც უნდა, რომ ავტომობილი ეკონომიურად მართოს
სრულად
15.01.2015
რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა. ხუთი ნაბიჯი ავტომობილის წარმატებულ გასხვისებამდე
სრულად
საბურავი არ გაპატიებთ!
12.01.2015
საბურავი უყურადღებობას არავის პატიობს და შურისძიებაც სჩვევია...
სრულად
"პუტინის კაფე"
Maroon 5 ბათუმში კონცერტს გამართავს
თბილისის ცენტრში გასაყიდი მიწა აღარ დარჩა
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მიწოდება საქართველოში... ზემოთ აღნიშნულ ფასში.
მიწოდება საქართველოში... ზემოთ აღნიშნულ ფასში.
Opel Astra 2399 $
მიწოდება საქართველოში. თქვენს მიერ შერჩეულ