როგორ ერთობიან სატვირთო მანქანებზე გადარეული იაპონელები
როგორ ერთობიან სატვირთო მანქანებზე გადარეული იაპონელები
09.03.2016
ეს იაპონური სატვირთოები ჩვეულებრივი მანქანებია - უბრალოდ, ორმაგი ცხოვრება აქვთ. დღისით ვირებივით მუშაობენ, მზის ჩასვლის შემდეგ კი წვეულებებს აწყობენ

როცა მზე ზღვაში იძირება, იშინომაკის სანაპიროზე კი არ ბნელდება, არამედ ნათდება, ჭრელდება და ხმაური ისადგურებს. წარმოიდგინეთ: ერთბაშად 200 ძრავა იქოქება, მძღოლები კი თავიანთ სამუშაო მაგიდებზე უამრავ ღილაკს აჭერენ, ჩამრთველს ჩამრთველზე მიჯრით რთავენ და ნათურას ნათურაზე ანთებენ. და მათი დეკორაციული სატვირთოებიც ისე ანათებენ, როგორც არსად და არასდროს. ანათებენ და ბრწყინავენ ათასგვარი ფერებით. ასეთ დროს თითოეული სატვირთოს ძრავა თავისუფალ რეჟიმშიც კი 2000 ბრუნზე ადის - მიუხედავად თანამედროვე LED-ტექნიკისა, ასეთ წარმოდგენას ბევრი ენერგია ჭირდება.

Auto Bild
თითქმის ვერ იცნობთ: Mazda Titan, რომელიც 18 წლის წინ გადააკეთეს. ეს სპექტაკლი ორსაათნახევარი გრძელდება ხოლმე და მასში 200 სატვირთო მონაწილეობს

ასეთ დროს ამ სატვირთოებს რომ შეხედოთ, თავი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში გეგონებათ. ზოგიერთი მათგანი კი ღამით ისე გამოიყურება, თითქოს სხვა გალაქტიკიდან იყოს.

ტერუჰიკო იტო თავისი აღკაზმულობით სულაც ასტრონავტს გვაგონებს - ისიც ერთ-ერთ გამორჩეულ სატვირთოს მართავს. უფრო ზუსტად, Mitsubishi Fuso-ს, 355-ცხენისძალიან მანქანას, თუმცა მარკა, მოდელი და სიმძლავრე აქ მეორეხარისხოვანია. მთავარი მანქანის ნიღაბი და მისი განათებებია. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 38 წლის იაპონელი ამ მანქანას ვირივით ამუშავებს, ქვიშაზე, გზებზე, უგზოობაზე, საცობებში, წვიმაში, თოვლსა და ყინულზეც კი დადის. აი, შაბათ-კვირას კი, იტოს თავისი ერთგული მეგობარი, საკვირაო კოსტუმში გამოწყობილი მისნაირთა წვეულებაზე მიჰყავს - იქ, სადაც სატვირთოები ათასფერებად ანათებენ. ”ამ მანქანას, რა თქმა უნდა, არასდროს გავყიდი,” - ამბობს იტო, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც ამ ჯგუფის სრულფასოვანი წევრია და სატვირთოების ”ივენთებზე” ბევრი ახალი მეგობარი გაიჩინა. რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი დაჯგუფებები იაპონიაში უამრავია და ისინი ასეთ ღონისძიებებს უქმე დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა წერტილებში აწყობენ.

Auto Bild
ცხოვრება სატვირთოში: კოიჩი დოისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტია

სატვირთოების ამგვარ ბრჭყვიალ-ბრდღვიალს საფუძველი 70-იან წლებში ჩაეყარა. მაშინ იაპონიის ტელეეკრანებზე გამოჩნდა კომედიური ჟანრის მინი-სერიალი სახელწოდებით Torakku Yaro (”სატვირთო მანქანების ბიჭები”), რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცს სწორედ ასეთ სტილში გადაწყვეტილი სატვირთო ჰყავდა და ასე განათებულ-გაბრდღვიალებული დადიოდა. ნამდვილმა მძღოლებმა მას მალევე მიბაძეს. ცნობისათვის, იმხანად არც ამდენი განათება იშოვებოდა და, მით უმეტეს, არც მზა ავტონაწილები. ანუ, მაშინ ყველაფერს ხელით აკეთებდნენ!

Auto Bild
როგორც დისკოთეკაზე: ყველა განათების ყველა ჩამრთველი ერთადაა თავმოყრილი

სწორედ ამ ფილმიდანაა ჰიროში ეძურეს სატვირთოც, რომელიც 1977-დან 1979 წლამდე გადააწყვეს - ეს მანქანა ნამდვილი ვარსკვლავია! ამიტომაცაა, რომ ყველაზე დიდ პატივს ამ კომპანიაში სწორედ ამ Mitsubishi Fuso-ს სცემენ - მიუხედავად იმისა, რომ იშინომაკის სანაპიროზე მასზე უფრო გრანდიოზული მოდელებიცაა წარმოდგენილი. მაგალითად, ათი წლის Mazda Titan, რომელიც ტადაში მურატას საკუთრებაა. ეს უკანასკნელი 47 წლისაა და სატვირთოების წვეულებებზე თავის 25 წლის ქალიშვილთან, მისატოსთან ერთად დადის ხოლმე და დღესაც ტრაიდიულ იაპონური მოტივების მიხედვითაა გამოწყობილი. ტადაში ამბობს, წელიწადში ათჯერ მაინც ვიკრიბებით ხოლმეო.

Auto Bild
სარკიდან დანახული: ვატანაბე იაჯი და მისი ”მაზდა”

”ეს სატვირთო ჩემი მეორე სახლია,” - ეს უკვე კოიჩი დოის სიტყვები გახლავთ, რომელიც თავის მანქანას დღეში 12 საათი დაატარებს, ძირითადად თევზი გადააქვს და თვეში მინიმუმ 10 000 კილომეტრს გადის. ერთ მშვენიერ დღეს კოიჩიმ თავისი სატვირთოს საზეიმოდ გამოწყობა გადაწყვიტა და მას მერე ეს გადაწყვეტილება ერთხელაც არ უნანია. ამდენი განათების დამონტაჟება და პატარა სატვირთო-ოაზისის მოწყობა მას დაახლოებით 2500 ევრო დაუჯდა. ამბობს, რომ წელიწადში ოთხჯერ მაინც დადის ამგვარ შეკრებებზე. აი, ტეცურო კოჯიმი კი წელიწადში 20 ასეთ ღონისძიებას მაინც სტუმრობს. მისი არც არავის უკვირს, რადგან თავის Mitsubishi Canter-ს აღარ ამუშავებს და, შესაბამისად, ბევრი თავისუფალი დრო აქვს. 50 წლის ტეცურო ამიტომაც ამბობს თამამად, რომ ეს მისთვის მხოლოდ ჰობია. 2-ტონიანი სატვირთო მან ათი წლის წინათ, მეორადის რანგში შეიძინა და მას მერე ქრომსა და განათებებში 11 000 ევროზე მეტი დახარჯა.

Auto Bild
ტერუჰიკო იტო და მისი სატვირთო თითქოს სხვა გალაქტიკიდან არიან

ბრჭყვიალა სატვირთოები მათთვის გამოყოფილ ადგილს ნელ-ნელა, დაუჯერებელი ორგანიზებით ავსებენ და ზომების მიხედვით დგებიან. პატარა პატარის გვერდით, საშუალო - საშუალოსი და ა.შ. იაპონიაში ყველას და ყველაფერს, ყველგან და ყოველთვის თავისი წესი და წესრიგი აქვს. ამ უჩვეულო სპექტაკლის ბოლოს კაცები სოსისებსა და ლიმონათებს მიირთმევენ, ერთმანეთს და სტუმრებს დიდ სტიკერებს ჩუქნიან. სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე საღამოს წამყვანი რამდენიმე მანქანას გამოარჩევს, რამდენიმე მფლობელს სიტყვას გადასცემს, აი, გამარჯვებულები და დამარცხებულები კი არ არსებობენ. მათთვის მთავარი ერთმანეთის ნახვა ყურადღების ცენტრში ყოფნაა. რაც უფრო ექსტრემალურია წარმოდგენა, მით უკეთესი. მაგალითად, ტეცურო კოჯიმის ვეფხვი, რომელიც მისი მანქანის უკანა კარებზეა გამოსახული და ამ კარების უკან კი იდეალურად მოწყობილი მისაღები ოთახია, სადაც 50 წლის იაპონელი სტუმრებს მასპინძლობს და ღამის გათევაც შეუძლია.

Auto Bild
ზოგიერთი სატვირთო მხოლოდ შოუსთვისაა მომზადებული

თუმცა ამ საღამოს კოჯიმი თავის სატვირთოში დაძინებას არ აპირებს - დღეს ის სახლში მიდის, რადგან ხვალ დილას სამსახური აქვს. სხვა სამსახური - სატვირთოები კი მისთვის მხოლოდ ჰობია.

სადღაც საღამოს 20 საათისთვის წესიერი იაპონელები ერთმანეთს ემშვიდობებიან. ბრჭყვიალა სატვირთოები ავტობანისკენ იღებენ გეზს და იშინომაკის სანაპიროს ამ მონაკვეთზეც უკვე ნამდვილი წყვდიადი ისადგურებს.
კლაუდიუს მაინტცი

ასევე იხილეთ
პინკ ფლოიდის დრამერის „წმინდა გრაალი“
Auto Bild

60-იანი წლების ლეგენდარული კუპე: Mercedes 250 SE Coupé
Auto Bild


BMW 507 Roadster
Auto Bild


40 მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს!
Auto Bild


25 საუკეთესო გზა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის
Auto Bild


ეს მაიბახი თითქმის ტანკია!
Auto Bild
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ნახეთ, რა გააკეთა შკოდამ!
2016-03-31 06:04:48
4,70 მეტრი! ”შკოდას” SUV ”ფოლკსვაგენ ტიგუანზე” 21 სანტიმეტრით გრძელია. Skoda Kodiak შემოდგომაზე
სრულად
article image
Cat Image
მაღალი, თუ დაბალი - ტიგუანი, თუ გოლფი?
2016-03-30 06:00:31
ევროპის ბესტსელერი კომპაქტი ბესტსელერი SUV-ის წინააღმდეგ
სრულად
article image
Cat Image
ახალი ვოლვოს ტესტი: პატარა ძრავა, დიდი ამბავი!
2016-03-29 06:12:19
”ვოლვოს” დიდ SUV-ს უკვე კარგად იცნობთ, მაგრამ როგორია ის ბენზინის პატარა ძრავით?
სრულად
მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით
ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება
ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
ქირავდება თბილისში სასტუმრო
2009 BMW 550
ქირავდება ნომერი ქობულეთში
იყიდება ფოთში სასტუმრო
თორნიკე ოქრიაშვილის გოლი 90min.com-ის ტოპ-ათეულში მოხვდა [VIDEO]
ალეკო ამისულაშვილი: გულშემატკივრისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი
ტოპ-5 ლიგა. სტატისტიკა: ფინიშის სწორამდე ნეიმარი საუკეთესოა
სხვა სიახლეები
06.04.2015
ნახევარი საუკუნე სიცარიელეში - პაკარდის ქარხნის ნანგრევები დეტროიტში
სრულად
BMW-ს ელექტრომობილით კახეთში
06.04.2015
თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა შტუტგარტიდან თელავამდე
სრულად
სმარტი საოცრებათა ქვეყანაში
16.02.2015
ყველაზე დიდი მაკეტი მსოფლიოში, რომელსაც ახალი ”სმარტიც” დაემატა
სრულად
მთავრობამ ონლაინ აზარტული თამაშები საგულდაგულოდ მიივიწყა
რატომ უნდა დავაფინანსოთ სტარტაპი
როგორ დაიწყო ქართველმა მამაკაცმა ციმბირში ხის კოშკების მშენებლობა
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mitsubishi i 2500 $
იყიდება ევროპული წარმოების კოშკურა ამწეები.
Mercedes-Benz CLS 55 AMG 17800 $
3.5 ბ ბ შეფასებით!!!! გამოცვლილი