ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
15.03.2016
ყველა დროის ყველაზე პატარა ავტომობილი, 1964 წელს გამოშვებული Peel P50 აუქციონზე დაუჯერებელ ფასად გაიყიდა.

აუქციონის ორგანიზატორ კომპანიაში (RM Sotheby's) ელოდებოდნენ, რომ ეს ციცქნა მანქანა მინიმუმ 75 000 და მაქსიმუმ 100 000 დოლარად გაიყიდებოდა, მაგრამ რეალობამ მოლოდინს ძალიან გადააჭარბა! საბოლოო ჯამში, წითელი ფერის Peel P50-ის სანაცვლოდ, რომელიც 1964 წელსაა გამოშვებული, ახალმა მფლობელმა არც მეტი, არც ნაკლები, 176 000 დოლარი გადაიხადა!

Auto Bild

60-იანი წლების დასაწყისში ეს მანქანა შეიქმნა როგორც აბსოლუტურად მინიმალისტური ავტომობილი და სულ მხოლოდ 120 ეგზემპლარი გამოვიდა. დღემდე კი მხოლოდ 48 ეგზემპლარმა მოაღწია. ზემოთ ხსენებული მოდელი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა, შასის ასეთი ნომრითაა წარმოდგენილი: D535. ეს მანქანა აქამდე მიკრო-ავტომობილების კოლექციონერს, ამერიკელ ბრიუს ვაინერს ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი მანქანას იდეალურად უვლიდა და არაერთხელ გაუკეთა რესტავრაცია.

Auto Bild

Peel P50-ს ძრავის მოცულობა მხოლოდ და მხოლოდ 49 სმ3 გახლავთ. მოტორი, რა თქმა უნდა, 1-ცილინდრიანია და მისი სიმძლავრე სულ რაღაც 4,2 ცხენის ძალა გახლავთ. Peel P50-ს ერთადერთი უკანა ბორბალი ძრავს! გადაცემათა კოლოფი 3-საფეხურიანია, ოღონდ მანქანა მხოლოდ წინ დადის. უკან სვლა არ აქვს და არც სჭირდება - თუ მძღოლს უკან სვლა სჭირდება, მანქანიდან უნდა გადმოვიდეს, მანქანას უკან, სპეციალურ სახელურზე ხელი წაავლოს და გააგოროს. როგორც ჩემოდანი! თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ Peel P50 სულ რაღაც 62 კილოგრამს იწონის, მისი ხელით წათრევა პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს. მანქანის მაქსიმალური სისწრაფე 70 კმ/სთ-ია.

Auto Bild

მთავარი პლუსები? საწვავის ავზი მხოლოდ და მხოლოდ 8-ლიტრიანია, 8 ლიტრი საწვავით კი თითქმის 300 კილომეტრს გაივლი. ცხადია, Peel P50-ს დასაპარკინგებელ ადგილს ყველგან ნახავ - ავტომობილი ხომ ძალიან პატარაა, იმდენად პატარა, რომ შეგიძლია, ოფისშიც შეიტანო, როგორც ეს Top Gear-ის ყოფილმა მოდერატორმა, ჯერემი კლარკსონმა გააკეთა. Top Gear-ის სიუჟეტს Peel P50-ის შესახებ ქვემოთ ნახავთ:

იხილეთ ვიდეო
Top Gear-ის სიუჟეტი ყველა დროის ყველაზე პატარა ავტომობილის შესახებ



ასევე იხილეთ:
შესანიშნავი შვიდეული? ვინ არიან Top Gear-ის ახალი წამყვანები
Auto Bild

ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი
Auto Bild


კლარკსონი: მეგონა, რომ კიბო მქონდა!
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Top Gear, კლარკსონი, ჯერემი კლარკსონი,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
ლეგენდა, რომელმაც BMW კინაღამ გააკოტრა
30.04.2015
BMW 507 არის ”როდსტერი”, რომელიც 1956-1959 წლებში იწარმოებოდა.
სრულად
აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
02.02.2015
გაიცანით 1906 წელს გამოშვებული Mercedes Simplex, რომელიც თანამედროვე „G-კლასს“ შევახვედრეთ
სრულად
სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
24.12.2014
ავტომობილს ყოველთვის 4 ბორბალი უნდა ჰქონდეს? რა სისულელეა! ინგლისური Reliant Robin ამტკიცებს, რომ სამიც საკმარისია
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /
Nissan Rogue 9000 $
Opel Vectra 450 $
იყიდება ორთქლის ქვაბი ფასი შეთანხმებით.