”სუბარუმ” თავისი ორი მოდელი, Subaru Forester და Subaru Outback განაახლა. ”ფორესტერის” შემთხვევაში შეიცვალა წინა მხარე და გაუმჯობესდა ინტერიერი, ხოლო Outback-მა კი ახალი ასისტენტ-სისტემები მიიღო.
”ფორესტერის” განახლებაში პირველ რიგში, ცხაურის, წინა ბამპერისა და მაშუქების მოდიფიკაცია იგულისხმება, რომლებიც ახლა უკვე სრულიად LED-ტექნიკითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, ”ფორესტერის” უკანა მაშუქებიც ოდნავ შეიცვალა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინტერიერიც, სადაც ახლა უფრო უკეთესი ხარისხის მასალებია გამოყენებული. მაჩვენებელთა დაფაზე კი ახალი ეკრანი გამოჩნდა.
ასევე იხილეთ:
ახალი სუბარუ უცნაური სახელით
კარგი სუბარუ მისაღებ ფასად
სუბარუს ახალი ექსტრემისტი
Subaru Impreza 1.6i: შეუმჩნეველი უპირატესობა