
„მერსედეს-ბენცის“ პიკაპის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი. ნანახი გვაქვს მხოლოდ ერთადერთი ოფიციალური სკეტჩი და ვიცით ისიც, რომ საუბარია სახელწოდება „X-კლასზე“. თუმცა დაარქმევენ თუ არა „მერსედესის“ პიკაპს „X-კლასს“, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი და დადასტურებული.
ცნობილია ისიც, რომ „მერსედესის“ პიკაპი „ნისანთან“ თანამშრომლობით იქმნება და რომ ის ახალი თაობის Nissan Navara-სგან არაერთ დეტალს მიიღებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ავტომობილი მხოლოდ დიზელის ძრავებით იქნება წარმოდგენილი - საუბარია 188-ცხენისძალიან 4-ცილინდრიანზე (450 ნმ) და 6-ცილინდრიან აგრეგატზე 255 ცხენის ძალით (550 ნმ).
ასევე შეგვიძლია გითხრათ, რომ ”მერსედესის” პიკაპის წარმოება ორ ქარხანაში დაიგეგმა: პირველი ქარხანა არგენტინის ქალაქ კორდობაში მდებარეობს და ”რენოს” ეკუთვნის, მეორე ქარხანა კი ბარსელონაშია და ”ნისანის” საკუთრებაა. შტუტგარტელები „X-კლასის“ სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ.
ასევე იხილეთ:
ახალი ამერიკული მონსტრი: Dodge Ram

ნისანის მონსტრი პიკაპი დიზელის 8-ცილინდრიანით!

Ford F-150 Raptor Supercrew - ამერიკის სიამაყე

პიკაპის ტიუნინგი ამერიკულად - Ford F-150

8 ცილინდრი და ალილუია

გონივრული პიკაპი: ახალი Mitsubishi L200

მონსტრი ჯიპები ამერიკიდან (+ ფოტოგალერეა)

როგორი იქნება მერსედესის პიკაპი?

რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
