როგორი იქნება ფოლკსვაგენის მომავალი?
28.03.2016
ეს არის ელექტრომობილი ვენი, რომლითაც ”ფოლკსვაგენმა” გვიჩვენა, როგორი შეიძლება იყოს კონცერნის მომავალი

”ფოლკსვაგენში” 2015 წელს დიდი სიამოვნებით დაივიწყებდნენ, ან სულაც ისტორიიდან წაშლიდნენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ნაცვლად იმისა, რომ ”ტოიოტასთვის” და General Motors-ისთვის გადაესწრო და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი კონცერნი გამხდარიყო, რისი საუკეთესო შანსი ჰქონდა ზაფხულში, ”ფოლკსვაგენს” შემოდგომაზე დიზელის სკანდალი დაატყდა თავს და ვოლფსბურგელებს ახლა სულ სხვა პრობლემები აქვთ.

კონცერნს მათიას მიულერის სახით ახალი შეფი ჰყავს, რომელმაც სისტემა უნდა შეცვალოს და ”ფოლკსვაგენის” მომხმარებლებს უჩვენოს, როგორი იქნება ამ მარკის და მთლიანად კონცერნის მომავალი. ჰოდა, გერმანელებმა თავიანთი მომავლის პირველი კონტური ამერიკის უდიდეს ავტოშოუზე, დეტროიტში კი არ გვიჩვენეს, არამედ უფრო ადრე - ლას ვეგასის გამოფენაზე, ანუ, Consumer Electronics Show-ზე (CES). ეს არის ტექნიკის გამოფენა, რომელიც ავტომწარმოებლებმა სათავისოდ მხოლოდ ორიოდე წლის წინ აღმოაჩინეს.


ახალი პროპორციები: აკუმულატორი იატაკის ქვეშაა, რამაც ტევადობაზე უაღრესად პოზიტიურად იმოქმედა

მიულერმა და კონცერნის განვითარების ახალმა შეფმა ფრანკ ველშმა მარკის მომავლის სიბოლოდ ახალი VW Bus-ის სტუდიური მოდელი შეარჩიეს. ეს გახლავთ VW Budd-e, რომლის სახელწოდებაც გამოითქმის როგორც ინგლისური Buddy, როგორც მეგობარი, ძმაკაცი) და ეს ვენი სადღაც Touran-სა და T6-ს შორის უნდა იყოს პოზიციონირებული. თუმცა იმის გამო, რომ სრულიად ახალ პლატფორმაზეა აწყობილი, თითქმის ისეთივე ტევადობა უნდა ჰქონდეს, როგორიც მასზე დიდ მოდელს აქვს.

აღსანიშნავია, რომ ”ფოლკსვაგენმა” კონცერნის მომავალი ელექტრომობილებისსთვის სრულიად ახალი პლატფორმა და ტექნიკური ბაზა შექმნა და კომპონენტები ერთ სტანდარტში მოაქცია, რაც, რა თქმა უნდა, ეკონომიის მიზნით გაკეთდა. ცხადია, რომ ”ფოლკსვაგენი” უკვე სერიოზულ აქცენტს აკეთებს ელექტრომობილებზე, რაც, პრინციპში, აუცილებელიც იყო.

ფოლკსვაგენი აქცენტს ელექტროამძრაობაზე აკეთებს: Budd-e პირველი ”ფოლკსვაგენია”, რომელიც კონცერნის ახალ, ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ ბაზაზე (MEB) შეიქმნა. ორი ელექტრომოტორის სიმძლავრე ჯამში 306 ცხენის ძალაა.

იმისათვის, რომ Budd-e მომხმარებელს რეალურად მოეწონოს და სერიული მოდელის გამოსვლის შემდეგ მის შეძენაზე სერიოზულად იფიქროს, გერმანელებმა ბევრი იშრომეს. ელექტროვენის წარმატებისთვის ყველაზე მთავარი მისი პრაქტიკულობა და ყოველდღიუს ხმარებაში უპრობლემობაა. 92,4-კვ/სთ-იანი აკუმულატორები ავტომობილის იატაკის ქვეშაა მოთავსებული, რაც ავტომობილის ტევადობისთვისაც კარგია და მისი სვლის მანერისთვისაც. აკუმუატორების დიდი ტევადობა კი იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ მანქანამ დამუხტვის შემდეგ დიდი მანძილი გაიაროს. ელექტრომობილისთვის ეს ფაქტობრივად გადამწყვეტი კრიტერიუმია და ვოლფსბურგელები გვპირდებიან, რომ ევროპის ქვეყნების პირობებში Budd-e დამუხტვის შემდეგ 533 კილომეტრს გაივლის. რეალობა კი ალბათ მაქსიმუმ 500 კილომეტრი იქნება. სწრაფი დამუხტვის სადგურებზე ელექტროვენი ნახევარ საათში 80 პროცენტამდე დაიმუხტებაო, დასძენენ ვოლფსბურგელები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მაჩვენებლები ჩვენ დღემდე მხოლოდ Tesla-სგან ვიცით, ”ფოლკსვაგენის” მხრიდან კი ამგვარი დაპირებები აბსოლუტური სიახლეა.


ტექნიკა ისეა განთავსებული, რომ დიდი სივრცე დარჩეს

რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინტერნეტკავშირს და თანამედროვე გასართობ-საინფორმაციო სისტემებს. სტუდიურ Budd-e-ს შეუძლია ავტოპილოტით გადაადგილება, ცნობს ჟესტებს, შედის ინტერნეტში და სივრცის დამზოგავი ელექტროამძრაობის დამსახურებით, შეუძლია იყოს მშვენიერი ლაუნჯი - 34-დუიმიანი ეკრანით. მოკლედ, Budd-e-ის ამბავი პოზიტიურად იწყება და თუ ასე გააგრძელებენ, ”ფოლკსვაგენი” ისევ გახდება ყველას მეგობარი და ძმაკაცი...

დასკვნა
”ფოლკსვაგენის” ახალმა შეფმა პირობა დადო, რომ კონცერნის მომავალი მეტ ინოვაციასთან და ”ნაკლებ ვოლფსბურგთან” იქნება დაკავშირებული. Budd-e-ის სახით ის გვიჩვენებს, თუ როგორ წარმოუდგენია ამ მარკის მომავალი გამონაბოლქვის გარეშე და სრული მულტიმედიით. ახლა მთავარია, რომ სერიულ მოდელში ყველა დაპირება შესრულდეს და ეს მოდელი მალე გამოვიდეს. თუ არა და არაფერი გამოვა.
შტეფან ფოსვინკელი

ასევე იხილეთ:
დათა ქაჯაია ამ სუპერ-გოლფით იასპარეზებს!


საკუთარი პრიუსი ფოლკსვაგენსაც ეყოლება!
Auto Bild


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი თბილისის ზღვზე
იყიდება კერძო სახლი გლდანში
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
ვლადან ივიჩი: ჯგუფურ ეტაპზე ფიქრი ადრეა - ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ მეორე მატჩია!
თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე პაოკ-თან განადგურდა
რიო 2016: ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მე-5 ადგილი დაიკავა [VIDEO]
სხვა სიახლეები
მევლუდ მელაძის სამყარო - როცა შენს საქმეში პირველი ხარ!
05.08.2016
არიან ადამიანები, რომლებიც პირველები არიან თავის საქმეში და მევლუდ მელაძე სწორედ ასეთია.
სრულად
უბრალოდ მარია მაიამიდან
05.08.2016
მისი სახელი და გვარია ჯენა მარია ბალსლი და ის არ არის უბრალოდ მარია მაიამიდან, არამედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფოტომოდელი
სრულად
პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
02.08.2016
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2017 წლის ბოლოს ახალ, რუსეთში წარმოებულ ლიმუზინს მიიღებს.
სრულად
ყველაზე კითხვადი
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
იცავენ თუ არა სუპერმარკეტებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურულ რეჟიმს?
6-მეტრიანი ელეგანტური კუპე - Mercedes-Maybach
რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველი სტუდენტები სასწავლებლად
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
რამდენად კარგია ჩვენი მანქანები? ავტომობილების სანდოობის ახალი რეიტინგი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
17 თიანებია
Volkswagen Golf 1600 $
Toyota Voxy 50 $
იყიდება Mercedes-Benz-E კლასის უკანა ფარები.