ავტოდიზაინის საიდუმლო სამყარო
29.03.2016
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიზაინის სამყაროში! ეს არის სივრცე, სადაც ფანტაზიებს არ აქვს შეზღუდვები, სადაც იდეა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია და სადაც ფორმა ისტორიის ნაწილია.

თანამედროვე ავტოსამყაროში ავტომობილის წარმატებას ყველაზე მეტად დიზაინი განსაზღვრავს. სანამ თქვენი მომავალი ავტომობილის ტექნიკურ დეტალებს გაარკვევდეთ, მანამდე ვიზუალურად უნდა მოგეწონოთ, მისი ფლობის სურვილი უნდა გაგიჩნდეთ. ტრანსპორტი, რომელსაც აირჩევთ, ხაზს უსვამს თქვენი ხასიათის დეტალებს და სტატუსს. თუმცა პირველი კითხვა მაინც ასეთია: რა არის დიზაინი?

ადამიანების უმეტესობას დიზაინი ნივთის მხოლოდ გარეგნული მხარე, გარსი, შეფუთვა ჰგონია. უპირველესყოვლისა დიზაინი არის ფილოსოფია! ეს არის კავშირი ადამიანებს და ნივთებს შორის. ყველა ავტომობილი გარკვეული ცხოვრების სტილის და სხვადასხვა სტატუსის მქონე მომხმარებელს მოსწონს.

ტრანსპორტის დიზაინი სხვა დანარჩენი სფეროებისგან ყველაზე გამორჩეულია. ეს მისი სირთულიდან გამომდინარეობს. წარმოიდგინეთ: ცნობილი კომპანიები ახალი მოდელის დიზაინზე მუშაობას მისი სერიულ წამოებამდე 3 წლით ადრე იწყებენ. იდეების დამუშავების პროცესს დაახლოებით ერთი წელი სჭირდება, დანარჩენი ორი წელი კი ტექნიკური სამუშაოებისთვის არის. ნებისმიერი დიზაინერისთვის ან დიზაინერთა გუნდისთვის გამოწვევაა, რომ შექმნან ისეთი ავტომობილი, რომელიც წარმოებაში ჩაეშვება ესკიზის შესრულებიდან სამი წლის შემდეგ და მერე საშუალოდ 5-7 წელი წარმოებაში დარჩება. ამასთან ერთად წამოების პერიოდში ავტომობილმა აქტუალურობა არ უნდა დაკარგოს. ადვილი მისახვედრია, რამდენად შორს უნდა გაიხედოს დიზაინერმა წარმატებული პროდუქტის შესაქმნელად. ავტომობილზე მუშაობას ართულებს ტექნიკური შეზღუდვებიც, რადგან ყველა იდეის განხორციელება ან შეუძლებელია ანაც - ძალიან ძვირი.

მაგალითად: დიზაინის თვალსაზრისით, ავტომობილის დაპროექტება გაცილებით რთულია, ვიდრე თვითმფრინავის. ეს ბევრს გააკვირვებს, მაგრამ თვითმფრინავის შემთხვევაში მთავრია, მან თავის ფუნქცია წარმატებით და უსაფრთხოთ შეასრულოს. ამასთან, თვითმფრინავი ისეთი ტირაჟით არ იყიდება, როგორც ავტომობილები. ეს კი გადამწყვეტი საკითხია ტრანსპორტის დიზაინში. ავტომობილმა ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული მომხმარებლის გემოვნება უნდა დააკმაყოფილოს - ანუ, ის გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ტექნიკურად რთული თვითმფრინავი. სწორედ ამიტომ, პირველი ბლოგისთვის ყველაზე საინეტერესო თემა შევარჩიეთ – როგორ იქმნება ავტომობილის დიზაინი?



როგორც წესი ცნობილ კომპანიებში დიზაინ-სტუდია ყველაზე დახურული სივრცეა. შესაძლოა, რიგითმა თანამშრომელმა წლები იმუშავოს და ვერასდროს მოხვდეს იქ, სადაც მომავლის ავტომობილები იქმნება. მიზეზი მარტივია: დიზაინერების და უშუალო ხელმძღვანელების გარადა არავინ უნდა იცოდეს, როგორი იქნება ახალი მოდელის დიზაინი, რადგან გასაიდუმლოება მისი წარმატების ერთ-ერთი გარანტიაა. ამას გარდა, ეს საწარმოო შპიონაჟთან ბრძოლის უკვე გამოცდილი ხერხია. ეს ტერმინი შესაძლოა ბევრისთვის უცხო იყოს, მაგრამ კორპორაციებისთვის დიდი პრობლემების მომტანია. კონკურენტები ბაზარზე პირველობისთვის ერთმანეთის ნამუშევრების საკმაოდ დიდი ყურადღებით იკვლევენ.

ყველაფერი იწყება ”ბრიფით”, რომელსაც ადგენს კომპანიის ხელმძღვანელობა და მარკეტინგის სამსახური. ”ბრიფი” არის ერთგვარი ტექნიკური რუკა, სადაც არის ყველა ის მონაცემი, რომელიც დიზაინერმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პროექტირების დროს. შემდეგ ეტაპზე ყველა დიზაინერი თავის შთაგონებას, ანუ ინსპირაციას ეძებს. მათი ფოტოები ერთად გროვდება სპეციალურ დაფაზე. მაგალითად, იტალიურ Lamborghini–ში ასეთ დაფას ”გონების შტურმს” უწოდებენ. ის ეხმარება დიზაინერს მრავალფეროვანი იდეების განვითარებაში. შემდეგ გრძელდება ესკიზების პროცესით. სხვა სამუშაო პროცესებისგან განსხვავებით, ესკიზების კეთება ყველაზე კრეატიული სამუშაოა. ამ დროს დიზაინერები თავისი იდეების ფურცელზე გადმოტანას ცდილობენ. ესკიზები კეთდება როგორც ხელით, ასევე კომპიუტერის ან პლანშეტის დახმარებით.

თანამედროვე საავტომობილო სამყაროში ხატვის ტექნიკა საკმაოდ დახვეწილია. ამ დროს ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი – იდეის ფორმირება და მისი კონცეპტუალური განხილვა. ესკიზების შესრულების დროს მთავარია, დიზაინერმა იპოვოს სწორი ბალანსი, ჰარმონიული ფორმები, რომელიც იქნება თანამედროვე და მიმზიდველი. ყველა ბრენდს აქვს თავისი დიზაინის ენა, ანუ საიდენტიფიკაციო დეტალები. ისინი ან საერთოდ არ იცვლებიან, ანაც მსუბუქად იხვეწებიან. მათი ერთობლიობა ქმნის ბრენდის დიზაინის დნმ-ს. ასეთი დიზაინერული დეტალები გამოყოფს ავტომობილებს ერთმანეთისგან და აყალიბებს თვითმყოფად სტილს.

ახალ პროექტზე მუშაობის შემდეგი ეტაპი არის ლენტით ხატვა (Tape Drawing). ამ დროს ყველა ტექნიკური დეტალი სრულ მასშტაბში გადადის სპეციალურ კედელზე. ამ ეტაპზე დიზაინერები აფასებენ ავტომობილის ძარაზე ნებისმიერი ხაზის მნიშვნელობას, რადგან წარმოება ძალიან მაღალ თანხებთანაა დაკავშირებული - ამიტომ შეცდომის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინერული და ინჟინერული იდეების თანხვედრა. სწორედ ამიტომ, დიზაინერები აქტიურად თანამშრომლობენ ინჟინრებთან, რადგან ამ ორი გუნდის ერთობლივი მუშაობის გარეშე შეუძლებელია წარმატებული პროდუქტის შექმნა და მისი სერიულ წარმოებამდე მიყვანა.



მომდევნო პროცესი 3D მოდელირებაა. დიზაინერებს საკუთარი იდეები ვირტუალურ სივრცეში გადააქვთ. 3D მოდელირება საკმაოდ კარგი საშუალებაა პროექტში ნებისმიერი ცვლილების შასატანად, ან მოდელის დასახვეწად. შემდეგი ეტაპი მცირე მასშტაბში შესრულებული მაკეტებია. საუკეთესო იდეებიდან რამდენიმეს არჩევის შემდეგ მათი მაკეტები მზადდება, რომელთა რაოდენობაც შესაძლოა ათეულობით იყოს. სანამ სკულპტორები სრულ მასშტაბში ააგებენ მაკეტს, დეტალური განხილვა მიდის ყველა მცირე ზომის მაკეტის. ზოგიერთ კომპანიაში ეს პროცესი მთლიანად ამოღებული აქვთ საპროექტო დროის და თანხების შემცირების მიზნით. მაგალითად: Lamborghini უკვე დიდი ხანია, არც მცირე და არც სრული ზომის მაკეტებს აღარ აკეთებს. ესკიზების და 3D მოდელირების შემდეგ იტალიელები უკვე ფინალურ პროექტს არჩევენ.



მცირე ზომის მაკეტებს მოყვება სრული მასშტაბის მაკეტი. ასეთი უნიკალური ნიმუში იქმნება სპეციალური ტექნიკით და მაღალი დონის სკულპტორების მრავალ საათიანი მუშაობით. ზოგჯერ სხვადასხვა იდეების ერთმანეთან შედარების და საუკეთესოს ამორჩევის მიზნით სკულპტორები ავტომობილის ძარის მაკეტის ერთ მხარეს ერთ იდეას ახორციელებენ, ხოლო მეორე მხარეს - მეორე იდეას.

ეს საშუალებას იძლევა, ორი დიზაინერული იდეა ერთმანეთს შეადარონ. პროექტირების ამ ეტაპზე ავტომობილის ძარაზე საბოლოო შესწორებები შედის, იხვეწება ყველა ხაზი და ყველა დეტალი. შემდეგ პლასტერინში შესრულებულ მაკეტს სპეციალურ რბილ ზედაპირს აკრავენ, რომელსაც ”დინოს” უწოდებენ. მისი მთავარი და გამორჩეული თვისებაა, გამოიყურებოდეს ისე, როგორც მეტალი. ამ მეთოდით დიზაინერები ავტომობილის ძარაზე განათებას აკვირდებიან.

გარდა ამისა, "დინო" მაკეტს საოცრად რეალურ იერს აძლევს. რამდენიმე მეტრის მანძილიდან მისი გარჩევა ნამდვილი ავტომობილისგან ძალიან რთულია. დასრულებული მაკეტი თავისი არსით და იდეიით უნიკალურია, რადგან არ არსებობს მეორე ასეთი. შერჩეული მაკეტები შეფასებისათვის და გადაწყვეტილების მისაღებად ხელმძღვანელობასთან იგზავნება.



დიზაინერისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ფორმების და ახალი იდეების ძიება. ყველაზე ამოუწურავი შთაგონება არის ბუნება, რომელიც ქმნის უნიკალურ ფორმებს. ამიტომ დიზაინერი გამუდმებით უნდა ეძებდეს სიახლეებს და მრავალფეროვნებას. თუმცა ის ინოვაციები, რომელიც იდება პროექტში უნდა დაიხვეწოს ისე, რომ საბოლოო მომხმარებელმა ის ნახოს როგორც ფუნქციონალურად დახვეწილი, მიზანშეწონილი და ვიზუალურად მყარი. სუფთა ფურცლიდან დაწყებული პროექტი სერიულ წარმოებამდე კიდევ ბევრ ტექნიკურ ეტაპს გადის. დიზაინერის იდეა კიდევ ბევრჯერ შეფასდება და ბევრ კრიტიკასაც გაივლის. სწორედ ამაშია ამ პროფესიის ხიბლი და გამოწვევა. თუმცა ნებისმიერი ავტომობილისათვის ყველაზე რთული დროის გამოცდაა. მხოლოდ დრო გამოავლენს შედევრებს!
გიორგი თედორაძე
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
ნინო გაჩეჩილაძის დახვეწილი თანამედროვე ბინა
სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - ვლადიმერ ჟირინოვსკის ქონება (+ფოტოები)
ამ ქალაქებში ხალხს იმაში უხდიან ფულს, რომ იქ იცხოვრონ!
იყიდება კერძო სახლი დიღომი 1-9-ში
იყიდება კერძო სახლი თბილისის ზღვზე
2006 Nissan Fuga
კომპიუტერული კომპანია გთავაზოთ ძლიერ
რიო 2016: გენო პეტრიაშვილმა საქართველოს მეშვიდე მედალი მოუტანა
რიო 2016: სანდრო ამინაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ჯანო ანანიძე: სინამდვილეში, სულაც არ ვარ ტრავმებისადმი მიდრეკილი
სხვა სიახლეები
გოგონა არ ჩამოდიოდა
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
ზაპოები
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად
მუსიკალური სიზმარი კადილაკში
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი
სრულად
ყველაზე კითხვადი
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
Airbus-ის მფრინავი ტაქსი მგზავრებს პილოტის გარეშე მოემსახურება
რომელ ქვეყნებში მიდიან ქართველები ყველაზე ხშირად სამუშაოდ
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 70% გაუმართავია
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
რამდენად კარგია ჩვენი მანქანები? ავტომობილების სანდოობის ახალი რეიტინგი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მანქანა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში
იყიდება საბურავები - დისკები! DOTZ-ის
Volkswagen Passat 2500 $
იყიდება MAZDA MPV უკანა მარცხენა