ნახეთ, რა გააკეთა შკოდამ!
31.03.2016
4,70 მეტრი! ”შკოდას” SUV ”ფოლკსვაგენ ტიგუანზე” 21 სანტიმეტრით გრძელია. Skoda Kodiak შემოდგომაზე სავარძლების სამი რიგით გამოვა და მისი საწყისი ფასი დაახლოებით 22 000 ევრო იქნება

ღრმად პატივცემულო ”ფოლკსვაგენის” კონცერნო, ქალბატონებო და ბატონებო ვოლფსბურგიდან, ახლა უკვე გვაბნევთ! VW Tiguan, Seat Ateca და ახლა უკვე Skoda Kodiak-იც. სად ვეძებოთ განსხვავებები? ზომებში! სიგრძეში! ნუ გეწყინებათ, თუ ასე ვიტყვით: ესპანელებს ყველაზე მოკლე აქვთ, გერმანელებს - საშუალო, ჩეხებს კი - ყველაზე გრძელი!

4,70 მეტრი! დიახ, 4,70 მეტრია კონცეპტი სახელწოდებით Vision S, რომელიც ”შკოდამ” ჟენევის ავტოშოუზე წარმოადგინა. იკითხავთ, ალბათ: Vision S, ანუ, კიდევ რაღაც ახალი? არა, ეს Skoda Kodiak გახლავთ, რომელიც შემოდგომაზე გამოვა.


Kodiak-ის სტუდიური ვერსიის სიგრძე 4,70 მეტრია - ანუ, ”ტიგუანზე” გრძელია

მოდი, ცოტა მოკლედ ვთქვათ: MQB. ეს ”ფოლკსვაგენის” კონცერნის მაგიური აბრევიატურაა - იმ პლატფორმული სისტემის სახელწოდება, რომელზეც იწყობა ”გოლფი”, ”პასატი” და ახალი ”ტიგუანიც”. ჰოდა, რაკი ”შკოდა” და ”სეატიც” საკმაოდ ”ფოლკსვაგენები” არიან, მათი შესაბამისი ავტომობილებიც სწორედ MQB პლატფორმაზე იწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ იდენტურია ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ამძრაობის კომპონენტების არქიტექტურა და პოზიცია. სხვა დანარჩენი კი შეიძლება მოდელების მიხედვით იცვლებოდეს. მათ შორის სიგრძეც. ანუ, ”ფოლკსვაგენის” კონცერნის სამი კომპაქტური SUV-ის სიგრძეები ასეთია: Seat Ateca - 4,36 მეტრი, VW Tiguan - 4,49 მეტრი, Skoda Kodiak - 4,70 მეტრი.

დავუბრუნდეთ ”შკოდას” SUV-ს. ჟენევაში ნანახი სტუდიური მოდელი გვიჩვენებს პირველ ”შკოდას” ექვსი სავარძლით და სამი რიგით, რომლის თვლების ბაზა 2,79 მეტრია, სიგანე - 1,91 მეტრი, ხოლო სიმაღლე - 1,68 მეტრი. ეს ყველაფერი ჯამში დიდ ზომას ნიშნავს. კონკრეტულად ამ საჩვენებელ მოდელს ორი ”გული” აქვს - ერთი ბენზინის ძრავაა, მეორე კი ელექტრომოტორი. თუმცა ”შკოდას” 3 ”გულის” ჩვენებაც შეუძლია - 225-ცხენისძალიანი სისტემური სიმძლავრით. Plug-in-ჰიბრიდს აქვს 1,4-ლიტრიანი TSI აგრეგატი 156 ცხენის ძალითა და 250-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით, რომელიც 40-კვ-იან და 220-ნიუტონმეტრიან ელექტრომოტორთან თანამშრობლობს. ელექტრ-აგრეგატი 6-საფეხურიან DSG-შია ინტეგრირებული, რომელიც ძალას წინა თვლებს გადასცემს. აი, მესამე გული კი უკანა ღერძზე ძგერს და წინა ამძრაობისგან დამოუკიდებლად მუშაობს: ეს არის ელექტრომოტორი (85 კვ) 270-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მაქსიმალური მომენტით, რომელიც იმაზე ზრუნავს, რომ საჟენევე სტუდიურ მოდელს სრული ამძრაობა ჰქონდეს. სრული დამუხტვის შემდეგ Plug-in-ჰიბრიდული ვერსია 50 კილომეტრამდე მანძილის მხოლოდ ელეტრო-სვლით გაივლის. ”შკოდაში” იფიცებიან, რომ საწვავის სავსე ავზით გარბენი 1000 კილომეტრი იქნება, საწვავის დაპირებული ხარჯი კი - 1,9 ლიტრი.


Skoda Kodiak იმავე პლატფორმაზე დგას, რომელზეც Seat Ateca და VW Tiguan

აი, რეალობაში, ანუ, შემოდგომაზე, ცოტა სხვა რამეს ველოდებით. ჯერ ერთი: Kodiak ექვსი კი არა, შვიდი სავარძლით გამოვა - ორი ადგილი წინ, სამი შუაში და ორიც საბარგულში. მეორე: მისი საწყისი ფასი დაახლოებით 22 000 ევრო იქნება და, რა თქმა უნდა, Tiguan-ზე იაფი ეღირება. და მესამე: სამი გულის ამბავი მხოლოდ შოუა, რომელმაც ჟენევის ავტოშოუზე ჩვენი გულები უნდა გაათბოს. თუმცა რეალურად, Kodiak შეიძლება მართლაც იყოს პირველი ”შკოდა”, რომელიც ნამდვილად მიიღებს Passat GTE-ს ტექნიკას - შიგაწვის ძრავას პლუს ელექტრომოტორი 221-ცხენისძალიანი სისტემური სიმძლავრით.

და ჰო, მართლა, მეოთხეც: ის რეალობაში უფრო გრძელი იქნება. კერძოდ, 4,75 მეტრი. ანუ, იმხელა, რამხელაც VW Tiguan XL 2017 წლიდან. როგორც ჩანს, ”ფოლკსვაგენში” მთლად ბოლომდე ვერ ეგუებიან იმას, რომ ყველაზე გრძელი ამ სეგმენტში ”შკოდას” ჰქონდეს...

დასკვნა: შკოდას SUV საოჯახო ვენის როლსაც იტვირთავს
სტუდიური მოდელი სიგრძეში 4,70 მეტრია და რეალური Skoda Kodiak, რომელიც შემოდგომაზე გამოვა, სულაც 4,75 მეტრი იქნება. შესაძლებელი იქნება სავარძლების სამი რიგის შეკვეთა და მანქანაც 7 მგზავრს დაიტევს. ვის სჭირდება ასეთი რამ? ოჯახებს! ისეთ ოჯახებს, რომლებიც აქამდე ვენებით და უნივერსალებით დადიოდნენ. რაც მთავარია, Skoda Kodiak-ს მისაღები ფასი ექნება.
ანდრეას მაი


ასევე იხილეთ:
ჩეხური მარკის საინტერესო ისტორია: შკოდა 110 წლისაა!


შკოდას ამბიციები SUV-კლასში


რამდენად სუპერია შკოდას ახალი Superb?
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Skoda, შკოდა,
ოპელის ახალი ელექტრომობილი
2016-08-24 11:19:51
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად
Cat Image
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
2016-08-01 12:17:55
ფრთხილად, გერმანულო ბრენდებო! SUV-კლასში Jaguar F-Pace-ის სახით სერიოზული მატებაა. მოდი, ვნახოთ, რას გვთავაზობს ეს ინგლისელი
სრულად
Cat Image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
ნინო გაჩეჩილაძის დახვეწილი თანამედროვე ბინა
სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - ვლადიმერ ჟირინოვსკის ქონება (+ფოტოები)
ამ ქალაქებში ხალხს იმაში უხდიან ფულს, რომ იქ იცხოვრონ!
იყიდება კერძო სახლი წყნეთში
ბიგლის ლეკვები იმპორტი ხარისხის
ქირავდება სასაწყობე და საწარმოო ფართი გლდანში
იყიდება 2-ოთახიანი დიდ დიღომში
ლა ლიგა. II ტური: "რეალი" ტონი კროოსმა იხსნა [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ტორპედო" ქუთაისში შერცხვა
ჟამი შედეგების დათვლისა - როგორ უნდა შეფასდეს რიოში საქართველოს გამოსვლა
სხვა სიახლეები
რუსები ახალ ავტომობილებს ამზადებენ
26.08.2016
რუსული ავტომწარმოებელი ”ლადა” მოსკოვის მოტორშოუზე რამდენიმე ახალ კონცეპტს გვიჩვენებს
სრულად
ვერ გამოიცნობთ, რა მანქანაა...
24.08.2016
მართალია, წარწერა ”750 Li” სწორედ BMW-ს მარკის ლუქს-ავტომობილზე მიუთითებს, მაგრამ ეს ის არ არის
სრულად
ოპელის ახალი ელექტრომობილი
24.08.2016
”ოპელი” 2017 წლიდან ახალ ელექტრომობილს შემოგვთავაზებს. ეს გახლავთ Opel Ampera-e, რომელსაც BMW i3-ზე მეტი ძალა აქვს, აჩქარებით კი ”ოპელის” სპორტულ მოდელებსაც კი გაუწევს კონკურენციას.
სრულად
ყველაზე კითხვადი
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
რა პრობლემებს აწყდებიან ყველაზე ხშირად აჭარაში ჩასული ტურისტები
საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლის ნახვა 15-20 ლარად შეგიძლიათ
სინგაპურში პირველი უპილოტო ტაქსი ჩაუშვეს
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
ოქროს საჭე 2016: მიეცით ხმა თქვენს ფავორიტებს!
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მოგემსახურებით TOYOTA-ს ფირმის მინივენით
Alfa Romeo 147 2300 $
იყიდება OPPLE-ს განათება. ფასი 10