ბავარიელთა მდიდრული სედანის ამ ზონდერის მთავარი ვიზუალური ეფექტები 20-დუიმიანი დისკები და განსაკუთრებული ფერია ("Centennial Blue"). გაცილებით ეფექტიანია ინტერიერი: საიუბილეო ვერსიას აქვს თეთრი ტყავის სალონი შავი აქცენტებით და ტყავის Individual-საჭე ხის აპლიკაციებით.

ვისაც ამ ზონდერის შეძენა უნდა და შესაბამისი თანხაც აქვს, უნდა იჩქაროს, რადგან ბავარიელები ზუსტად 100 ეგზემპლარის გაყიდვას აპირებენ. ამიტომაცაა ცენტრალურ კონსოლზე წარწერა ”1 of 100” (ერთი ასიდან). გარდა ამისა, წარწერას ”The next 100 years” ნახავთ როგორც B-საყრდენებზე, ასევე ინტერიერშიც - სახელთათმანის ზემოთ და თავის მისაყრდნობებზე.

BMW-ს ზონდერი სამი ძრავითაა ხელმისაწვდომი: 750Li-ს 4,4-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს (450 ცხენის ძალა, 650 ნმ) და 100 კმ/სთ-მდე 4,7 წამში ჩქარდება, საწვავის საშუალო ხარჯი კი, ოფიციალური დაპირებით, 8,3 ლიტრია.
გაცილებით ეკონომიური იქნება Plug-in-ჰიბრიდული ვერსია 740Le iPerformance, რომელშიც ბენზინის 4-ცილინდრიანი ძრავისა და ელექტრომოტორის კომბინაციით სიმძლავრე 326 ცხენის ძალას შეადგენს. ამ ორივე ვერსიის შემთხვევაში ხელმისაწვდომია სრული ამძრაობა xDrive.
აი, საუკეთესო ვერსია M760Li xDrive-ს კი სრული ამძრაობა სერიულად მოყვება, აქვს 6,6-ლიტრიანი V12 აგრეგატი და 610 ცხენის ძალა. აჩქარება 100 კმ/სთ-მდე? 3,7 წამში!

ასევე იხილეთ:
ეს BMW ყველა საგანში ხუთოსანია!

BMW-ს ფანატებისთვის: ძველი M5 გარბენის გარეშე!
BMW იუბილარია - მართვის სიამოვნების 100 წელიწადი

ლეგენდა, რომელმაც BMW კინაღამ გააკოტრა

BMW წიწაკით

ელვის პრესლის BMW (+26 ფოტო)

BMW-ს ახალი, ლიმიტირებული ზონდერი

გაიცანით: BMW-ს ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი

გაიცანით: Alpina B7 – BMW-ს მეშვიდე სერიის სპეც-ვერსია

BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)

ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი

იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?

BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)

გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4

BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
