BMW პორშე 911-ის კონკურენტს ქმნის!
BMW პორშე 911-ის კონკურენტს ქმნის!
25.05.2016
როგორი უნდა იყოს BMW-ს მომდევნო ”მეექვსე სერია”? ისევ ელეგანტური GT, თუ ნაღდი სპორტქარი? ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ახალი BMW 6er-ის ორკარიანი კუპე ნაღდი სპორტქარი იქნება - მიუნხენში Porsche 911-ის კონკურენტის შექმნაზე მუშაობენ!

Auto Bild

სიმართლე უნდა ითქვას: BMW-ს ყოფილი შეფი ნორბერტ რაიტჰოფერი თავის დროზე აქტუალურ ”მეექვსე სერიასაც” Porsche 911-ის სერიოზულ ალტერნატივად აანონსებდა, მაგრამ ამ მოდელმა ფანებს იმედები გაუცრუა. საქმე იმაში იყო, რომ ეს დიდი და მძიმე კუპე იმად დარჩა, რაც იყო - ავტობანის ელეგანტური კრუიზერი სპორტული მიდრეკილებებით.

ახლა კი, უფრო სწორად, 2017 წელს ახალი მოდელის გამოშვება იგეგმება და ბავარიელებს მაშინდელი დანაპირების შესრულება სწორედ ამ მოდელით აქვთ გადაწყვეტილი. ამისათვის კი აუცილებელია, რომ კუპემ წონაში დაიკლოს.

ავტომობილი ახალ, ე.წ. CLAR-პლატფორმაზე შეიქმნება, რომლის უპირატესობა ნაკლები ხარჯის გარდა ისიცაა, რომ ინოვაციური ტექნიკის ინტეგრირება უფრო მარტივად და უკეთაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ახალ ”მეექვსე სერიაში” ვიხილავთ გაცილებით მეტ ალუმინს და კარბონს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ახალი 6er არა მარტო გაცილებით მსუბუქი, არამედ მნიშვნელოვნაც მცირე ზომისაც იქნება.



ნაკლები წონა და უკეთესი აეროდინამიკა უკვე კარგი დაპირებაა. ამას გარდა, BMW-ს ახალ მოდელში უფრო მძლავრი ძრავების ჩადგმა აქვს გადაწყვეტილი. 640i-ს შემთხვევაში გათვალისწინებულია სიმძლავრის ზრდა 347 ცხენის ძალამდე, დიზელის ვერსია 640d-ს კი 333 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს. აი, 650i-ს სიმძლავრე კი 476 ცხენის ძალა უნდა იყოს.

600 ცხენის ძალა M6-ში!

რაც შეეხება მომავალ M6-ს - მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალა იქნება და ის სრული ამძრაობითაც იქნება ხელმისაწვდომი. გადაცემათა კოლოფი კი ისევ 8-საფეხურიანი იქნება (M6). ჰიბრიდული ვერსია არ იგეგმება.

ასევე იხილეთ:
ასე ხედავს BMW საკუთარ მომავალს (+ VIDEO)
Auto Bild

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სერიული 6-ცილინდრიანი დიზელი BMW-სგან!
Auto Bild

BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

Auto Bild

ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild

იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
Auto Bild


BMW-ს ახალი ხულიგანი M2
თავის მოკვლა რომ გინდოდეს, გადაგაფიქრებინებს...

Auto Bild

BMW-ს ”მესამე სერიის” ისტორია ერთ ვიდეოში (+ VIDEO)
Auto Bild

BMW-ს ახალი ზონდერი: ლიმიტირებული ”მეშვიდე სერია”
Auto Bild

ეს BMW ყველა საგანში ხუთოსანია!
Auto Bild

BMW-ს ფანატებისთვის: ძველი M5 გარბენის გარეშე!


BMW იუბილარია - მართვის სიამოვნების 100 წელიწადი
Auto Bild

ლეგენდა, რომელმაც BMW კინაღამ გააკოტრა
Auto Bild

BMW წიწაკით
Auto Bild

ელვის პრესლის BMW (+26 ფოტო)
Auto Bild

BMW-ს ახალი, ლიმიტირებული ზონდერი
Auto Bild

გაიცანით: BMW-ს ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი
Auto Bild

გაიცანით: Alpina B7 – BMW-ს მეშვიდე სერიის სპეც-ვერსია
Auto Bild

BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
Auto Bild

BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)
Auto Bild

გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4
Auto Bild

BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
ფორდის კომფორტული გოლიათი (+ VIDEO)
2016-06-21 07:33:12
SUV ასე იშიფრება: Sport Utility Vehicle. მაგრამ ახალ Ford Edge-ს სპორტთან ბევრი არაფერი აკავშირებს
სრულად
article image
Cat Image
BMW-ს სიამაყე: M4 GTS (+ VIDEO)
2016-06-21 07:15:09
წყლის შეფრქვევა, Trackday-სპოილერი, სარბოლო სავალი ნაწილი - ეს M4 სასწაულია!
სრულად
article image
Cat Image
მდიდრებო, მდიდრებო, სად ხართ?
2016-06-14 13:06:15
600 კილომეტრი SUV-კაბრიოლეტით ლიონიდან მონტე-კარლომდე: ეს ავტომობილი არავის სჭირდება, მაგრამ
სრულად
მარკ ცუკერბერგის 10-მილიონიანი სახლი საინტერესო ისტორიით
ქვის კალათები ბაღისთვის – როგორ იქმნება ეზოს ნამდვილი მშვენება
ნაბდის ქუდები "ნამუსის შესანახად"
აპარატი არის გაუხსნელი, სრულიად
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
2005 Subaru Tribeca
იყიდება კერძო სახლი საბურთალოზე
მამუკა კვარაცხელია: ის იყო, მარსელის ვაგზალზე ბილეთი ავიღე, რომ აფეთქების ხმა გაისმა...
"შახტარის" ახალმა მწვრთნელმა გიორგი არაბიძე ჰოლანდიურ შეკრებაზე არ წაიყვანა
არდა თურანი: მათ დედაჩემი ატირეს, ამის გამო ისინი პასუხს აგებენ
სხვა სიახლეები
ფორდის კომფორტული გოლიათი (+ VIDEO)
21.06.2016
SUV ასე იშიფრება: Sport Utility Vehicle. მაგრამ ახალ Ford Edge-ს სპორტთან ბევრი არაფერი აკავშირებს
სრულად
BMW-ს სიამაყე: M4 GTS (+ VIDEO)
21.06.2016
წყლის შეფრქვევა, Trackday-სპოილერი, სარბოლო სავალი ნაწილი - ეს M4 სასწაულია!
სრულად
რეტრო-ჟიგული - რუსები ახალ ”კაპეიკას” გამოუშვებენ?
20.06.2016
”ავტოვაზში” ნოსტალგიურ ხასიათზე არიან და ჩვენი რუსი კოლეგების ინფორმაციით, ახალი, რეტრო-სტილში შესრულებული ”კაპეიკის”, ანუ, ვაზ 2101-ის გამოშვებას გეგმავენ.
სრულად
ლარის კურსი - დაბრუნება წარსულში!
10 ყველაზე პოპულარული ადგილი უცხოელ ტურისტებს შორის
Mitsubishi Motors-ის სუფთა წაგება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
N79 ივნისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ძველი წარმოების (საბჭოთა) ქანჩები
Mitsubishi Pajero IO 3150 $