გაიცანით: ახალი პორშე ”პანამერა” (+ VIDEO)
გაიცანით: ახალი პორშე ”პანამერა” (+ VIDEO)
29.06.2016
”პორშემ” ახალი, მეორე თაობის ”პანამერას” პრეზენტაცია გამართა - Panamera II წელსვე გამოდის და სრულიად ახალი მოდელია.

”პორშეს” წარმომადგენლები ახალ ”პანამერაზე” საუბრისას შეგნებულად იყენებენ ტერმინს ”4-კარიანი კუპე” - და პრეზენტაციის დროს ერთხელაც არ უხსენებიათ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა ”სედანი” ან ”ლიმუზინი”. გარდა ამისა, გერმანული ავტომწარმოებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს სრულიად ახალი მოდელია, რაშიც მაშინვე დარწმუნდებით, როდესაც ფოტოებს თვალს გადაავლებთ.

Auto Bild

”პორშეს” დიზაინერებმა ავტომობილის წინა მხარეს სერიოზულად არ შეუტიეს - ოფციური LED-Matrix-მაშუქები მინიმალურად დაიკუთხა, საჰაეროები გაიზარდა და კაპოტიც ახლებურადაა კონტურირებული. როგორც ხედავთ, ავტომობილის წინა მხარე რადიკალურად არ შეცვლილა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ”პანამერა” წინიდან ბოლო მომენტამდე ყველას მოსწონდა.

Auto Bild

ამას ვერ ვიტყვით ავტომობილის უკანალზე და სწორედ ამიტომ, ”პორშემ” ”პანამერას” უკანა მხარე უფრო მნიშვნელოვნად შეცვალა და დახვეწა. თვალში გვხვდება უფრო ვიწრო, სამგანზომილებიანი უკანა მაშუქები - ისეთი, როგორსაც ”მაკანიდან” და აქტუალური 911-დან ვიცნობთ. ახალ ”პანამერაში” უკანა მაშუქები ერთმანეთთან LED-ხაზითაა დაკავშირებული. ”პანამერას” ყველა მოდელი სერიულად მიიღებს ავტომობილის ფერის შესაბამის ფერში შესრულებულ და საბარგულის კარში ინტეგრირებულ უკანა სპოილერს. Panamera Turbo-ს შემთხვევაში კი, ეს უკანასკნელი, ტრადიციულად ორადაა გაყოფილი.

Auto Bild

ახალი ”პანამერა” ზომაში მინიმალურადაა გაზრდილი - სიგრძე: 5,05 მეტრი, სიგანე: 1,94 მეტრი, სიმაღლე: 1,42 მეტრი. სამაგიეროდ, სახურავი უკან 20 მილიმეტრით უფრო ძლიერადაა დახრილი, ვიდრე აქამდე იყო. სახურავის მეტად დახრის შედეგად, ახალი ”პანამერა” უფრო სპორტულად გამოიყურება და ”პორშეში” იფიცებიან, რომ უკან მჯდომ მგზავრს თავს ზემოთ არ ექნება იმაზე ნაკლები სივრცე, ვიდრე წინამორბედ მოდელში. კაპოტი, საბარგულის კარი, სახურავი და ფრთები ახალ ”პანამერაში” ალუმინისაა.

Auto Bild

უდიდესი პროგრესი და დახვეწილობა იგრძნობა ახალი ”პანამერას” ინტერიერში: კლასიკური ღილაკებისა და გადამრთველების დიდი ნაწილი სენსორულმა ზედაპირებმა შეცვალა და ღილაკების ნაცვლად ახლა აქ თითის შეხებაზე მგრძნობიარე ზედაპირებს ვხვდებით. რაც მთავარია, მაჩვენებელთა დაფაზე კვლავ ის ხუთი შესანიშნავი მრგვალი ინსტრუმენტია, ოღონდ, მხოლოდ ცენტრში განთავსებული ტახომეტრიღაა ანალოგური! მარჯვნივ და მარცხნივ ახლა 7-დუიმიანი ეკრანებია. გასართობ-საინფორმაციო სისტემის ეკრანი 12,3-დუიმიანია და, ცხადია, სენსორული გახლავთ (ონლაინ-ნავიგაცია, Porsche-Connect, Apple CarPlay და ა.შ.).

Auto Bild
Auto BildAuto Bild
Auto Bild
Auto Bild

სიახლეა ასისტენტ-სისტემებშიც: ახალია ღამის ხილვადობის ასისტენტი, რომელიც ღამით ადამიანებს და ცხოველებს ადრევე აფიქსირებს და მძღოლს აფრთხილებს. ”პორშე” პირველად გვთავაზობს სრულიად ახალ Porsche InnoDrive-ს დისტანციის რეგულირების კონტროლით, რომლის მეშვეობითაც ავტომობილი ავტომატურად გამოითვლის აჩქარებისა და შეყოვნების ოპტიმალურ დოზას მომდევნო სამი კილომეტრისთვის! კომფორტის არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალებია პანორამული ჭერი, მასაჟორი სავარძლები, Burmester-ის აუდიო-სისტემა და ა.შ.

Auto Bild
AUTO BILD-ის ავტორმა შტეფან ფოსვინკელმა ახალი ”პორშე პანამერა” უკვე მოინახულა და მის შთაბეჭდილებებს ჟურნალის ქართული გამოცემის აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ

მეორე თაობის ”პანამერას” გაყიდვები 2016 წლის ნოემბრიდან იწყება და ავტომობილი გაყიდვების სტარტზე სამი სრულიად ახალი ძრავით იქნება წარმოდგენილი. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება Panamera 4S, Panamera 4S Diesel და Panamera Turbo. სამივე ვერსია სერიულად სრული ამძრაობით გამოდის. წინასწარ Turbo-მოდელში 4,8-ლიტრიანი V8 ძრავის ნაცვლად, ახლა ახალი 4-ლიტრიანი V8-Biturbo იმუშავებს. ამ ახალ აგრეგატში ტურბოდამბერები შუაშია ინტეგრირებული - ზუსტად ისე, როგორც Mercedes-AMG GT-ში. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ძრავა უფრო კომპაქტურია და უფრო ღრმადაა ჩადგმული. სიმძლავრე 520-დან 550 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაბრუნი მომენტი კი - 700-დან 770 ნიუტონმეტრამდე.

Auto Bild

”პორშეს” დაპირებით, ოფციური Sport Chrono პაკეტით ეს ”პანამერა” 100 კმ/სთ-მდე 3,6 წამში ჩქარდება. რაც შეეხება მაქსიმალურ სისწრაფეს - ”პორშეს” დაპირებით ის 306 კმ/სთ-ია. გარდა ამისა, ახალი Panamera Turbo პირველი ”პორშეა”, რომელსაც ცილინდრების გათიშვის ფუნქციაც აქვს - დროთა განმავლობაში, 8-ცილინდრიანი 4-ცილინდრიანად გადაიქცევა ხოლმე. ”პორშე” გვპირდება, რომ ეს პროცესში აბსოლუტურად შეუმჩნეველია და ცილინდების გათიშვა ძალიან ცოტა ხნით ხდება. ”პორშეს” დაპირებით, Panamera Turbo-ს საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 9,3 ლიტრია.

ყველაზე სწრაფი დიზელი!

Panamera 4S-მა 2,9-ლიტრიანი V6-Biturbo მიიღო. სიმძლავრე: 440 ცხენის ძალა და 550 ნმ (მანამდე: 420 ცხ. ძ. და 520 ნმ). 4S 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,4 წამში ახერხებს (4,2 წამში Sport Chrono პაკეტით) და მისი მაქსიმალური სისწრაფე 289 კმ/სთ-ია. ”პორშეს” ინფორმაციით, Panamera 4S-ის საწვავის საშუალო ხარჯი 8,1 ლიტრია.

Panamera 4S Diesel-ში კი ”პორშეს” ყველაზე მძლავრი სერიული დიზელის ძრავა მუშაობს! ეს გახლავთ 8-ცილინდრიანი აგრეგატი 422 ცხენის ძალით და 850-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით. Panamera 4S Diesel Sport Chrono პაკეტით 100 კმ/სთ-მდე 4,3 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმუმი 285 კმ/სთ-ია. ამრიგად, ახალი Porsche Panamera 4S Diesel ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული დიზელისძრავიანი ავტომობილია! საწვავის საშუალო ხარჯის გრაფაში ”პორშემ” ამ ვერსიას 6,7 ლიტრი ჩაუწერა.

Auto Bild

აქვე ვთქვათ, რომ ”პორშე პანამერამ” პირველად მიიღო უკანა ღერძის მოხვევის სისტემა, რომლის ადაპტირება Porsche 918 Spyder-იდან და 911 Turbo-დან მოხდა.

ახალი ”პორშე პანამერას” უკვე შესაძლებელია ”პორშეს” თბილისის ცენტრშიც, პირველი ეგზემპლარები კი 5 ნოემბრიდან გაიცემა. მეორე თაობის ”პანამერას” საწყისი ფასები საქართველოში ასეთია: Panamera 4S: 97 437 ევროდან; Panamera Turbo: 131 906 ევროდან; Porsche Panamera 4S Diesel: 100 822 ევროდან.

იხილეთ ვიდეოები: ახალი პორშე ”პანამერა”





ასევე იხილეთ:
პორშეს ლექცია ბენტლის (+ VIDEO)
Auto Bild

არის ახალი რეკორდი!
17 475 კილომეტრი 8 დღეში და 21 საათში

Auto Bild

პორშეს საოფისე სკამი ერთი კარგი მანქანის ფასი ღირს
Auto Bild

ავტომობილი მათთვის, ვინც უკვე დარგო ხე,
ააშენა სახლი და მისცა დასაბამი ახალ სიცოცხლეს

Auto Bild

მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის სუპერ-SUV-ების შედარება
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Panamera, porsche, Porsche Panamera, პანამერა, პორშე, პორშე პანამერა,
article image
იტალიელი გერმანელების წინააღმდეგ: Alfa Romeo Giulia Quadrifoglio vs. BMW M3 vs. Mercedes-AMG C 63
2016-06-29 10:25:44
2 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, მანამდე კი საავტომობილო იტალია-გერმანია ვნახოთ!
სრულად
article image
Cat Image
გაიცანით: ახალი პორშე ”პანამერა” (+ VIDEO)
2016-06-29 09:08:09
”პორშემ” ახალი, მეორე თაობის ”პანამერას” პრეზენტაცია გამართა - Panamera II წელსვე გამოდის და სრულიად ახალი მოდელია.
სრულად
article image
Cat Image
როგორ დადის განახლებული Audi A3? (+ VIDEO)
2016-06-29 06:06:37
უსაფრთხოების ახალი ასისტენტები, ბევრი მულტიმედია, ახალი 3-ცილინდრიანი ძრავა - აუდიმ A3 გაარემონტა
სრულად
ვისი სახლების დათვალიერებას შეძლებთ ჟურნალ "შინის" ზაფხულის ნომერში
სტალინის აგარაკი აფხაზეთში - ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი და უნიკალური ინტერიერი
რუსეთის პატრიარქის დაუჯერებელი ფუფუნება - სასახლეები, იახტები და ოქროში ჩასმული ნივთები (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი სანზონაში
იყიდება კერძო სახლი თბილისის ზღვზე
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
იყიდება 3-ოთახიანი დიდუბეში
ევრო 2016. 1/4 ფინალი. გერმანია-იტალიის წინ: დიდი მატჩი ბორდოში
ყოველგვარი პროგრესულის მტერია შტამპი - ზურაბ სამხარაძე ბავშვთა კალათბურთზე
სხვა სიახლეები
ნაკლები წონა, მეტი სიამოვნება: ლამბომ Huracán Superleggera დააანონსა!
01.07.2016
წონის დაკლებითა და სიმძლავრის მომატებით, ”ლამბორგინიმ” თავისი Huracán-ის გაძლიერება გადაწყვიტა.
სრულად
ტესლას ავტოპილოტის პირველი მსხვერპლი
01.07.2016
ცუდი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ავტოპილოტის იდეა მოსწონს ამ იდეის განვითარებას ქომაგობს: Tesla-ს ელექტრომობილის ავტოპილოტის რეჟიმით სარგებლობისას პირველი ადამიანი დაიღუპა.
სრულად
გერმანია, იაპონია, თუ ამერიკა? სამი მონსტრი დრაგზე! (+ VIDEO)
30.06.2016
აშშ, იაპონია, თუ გერმანია? უფრო კონკრეტულად: Dodge Challenger Hellcat Nissan GT-R-ისა და Porsche 911 Turbo S-ის წინააღმდეგ. სამი მონსტრის ბრძოლა დრაგზე.
სრულად
"ემიგრანტები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობენ, არ უნდა იღებდნენ პენსიას"
პანამის არხის ადმინისტრაციამ გემის გატარებისთვის რეკორდული თანხა მიიღო
რა დაგიჯდებათ საქართველოს ცნობილ კურორტებზე დასვენება წელს
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Suzuki Grand Vitara 55 $
Chevrolet Cruze. 2000 $
Nissan Serena 600 $
მაქვს X5-ის კარობკები 4.4-ის. მონიტორი.