იტალიური BMW - ალფა რომეო ჯულია
იტალიური BMW - ალფა რომეო ჯულია
13.07.2016
ფოტოები მოგვეწონა, დაპირებებიც მოვისმინეთ, ახლა კი დროა, ახალმა ”ალფამ” რეალურად დაგვიმტკიცოს, რომ მართლა კარგი მანქანაა

ოჰ, მშვენიერო ჯულია! როგორც იქნა! რაღა დაგიმალო და დროც იყო უკვე. ”ალფა რომეოს” ფანებს ლოდინი რომ შეუძლიათ, ეს ვიცით, მაგრამ დაუსრულებელი ლოდინი არავის უყვარს. თვით შენს თავგადაკლულ ფანებსაც კი. ეს მშვენიერი ავტომობილი იტალიელებმა ერთი წლის წინ წარმოადგინეს და ეს მართლაც მშვენიერი რანდევუ იყო, ახლა კი ჩვენს წინაშეა თეთრი ”ჯულია” დიზელის ძრავით და მზადაა სერიოზული ტესტ-დრაივისთვის. 2,2-ლიტრიანი ძრავა, 180 ცხენის ძალა, ავტომატიკა! დიახ, სწორედ ესაა ახალი
ბიზნეს-ალფა. სტარტის ღილაკი კი საჭეზე აქვს და ეს სპორტულობის დაპირებაა.

Auto Bild
იტალიელთა ახალი ფლაგმანი და AUTO BILD-ის ავტორი იოახიმ შტაატი: ”ჯულიას” კლასში ყველაზე გრძელი ბაზა აქვს

ერთნი ამბობენ, იტალიელებს ხანგრძლივი ლოდინიც სპეციალურად ჰქონდათ გათვლილი და ამით მანქანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახადესო. თანაც, ”ალფა რომეოში” ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში ”ჯულიას” კონკურენტები ბევრს არაფერს გეგმავდნენ. Audi A4? უკეთ დადის, ვიდრე გამოიყურება. Jaguar XE? არც ეს გამოირჩევა გულისამაჩუყებელი დიზაინით. აი, ”ალფა რომეო ჯულიას” შემთხვევაში ძალიან მოგვწონს ძლიერი პროპორციები, მოკლე უკანალი და განიერი კაპოტი. მისი ცხვირი კი
ისევ იმდენად ლამაზია, რომ ვერავინ გაბედავს, რომ ამ ქალბატონს სანომრე ნიშანი სკუდეტოზე დააჭედოს. ნომრის ადგილი ისევ გვერდითაა - ბონჯორნო, რაგაცი!

Auto Bild
ახალი Alfa Romeo Giulia და BMW-ს ”მესამე სერია”

BMW-ს ”მესამე სერია”, ძვირფასი საშუალო კლასის ერთ-ერთი ლიდერი, ამ ”ალფას” გვერდით ისე დგას, როგორც დასტინ ჰოფმანი მისის რობინსონის წინაშე. ბავარიელის ინტერიერი (ფეისლიფტის შემდეგაც კი) უფრო ფაქტობრივი და პრაგმატულია, გლამურის გარეშე. ”ალფას” ინტერიერიც ფაქტობრივია, მაგრამ წოტა მეტი პეწი აქვს. იტალიელში შედარებით ვიწროდ ზიხარ, განსაკუთრებით უკან ჯდომის დროს მუხლების წინ ცოტა ადგილი გრჩება. კოკპიტზე რეგულატორ-გადამრთველების სიმცირე და ორი მშვენიერი მრგვალი ინსტრუმენტი (ისრები ისევ რადიკალურად ქვემოთ დგას) სპორტულ სულისკვეთებას აღვიძებს. დიდი დისპლეი დიზაინში ძალიან კარგად ზის, უბრალოდ, მაში ჩამჯდარი მონიტორი ამ მასშტაბებში პატარა მოჩანს.


როცა ნაკლები სინამდვილეში მეტია! გადავხედოთ ”ჯულიას” სალონს: სტარტის ღილაკი საჭეზე, როგორც სპორტქარებშია (მაგალითად, Audi R8). ასეთი ცენტრალური ეკრანი აქაურობას ძალიან უხდება. სავარძლები იდეალურია! სვლის რეჟიმების ასარჩევი მრგვალი ღილაკი (Quadrifoglio-ვერსიაში ემატება Race რეჟიმი).

ახლა დამუშავებას შევხედოთ: აქ თვით პლასტმასებიც კი ისეა შეფუთული, რომ ვერ დაიწუნებ! და ინტერიერი ძალიან სუფთადაა დამუშავებული. თუმცა ძარის განიერი პირაპირები და ფანქრის სიგანე სიცარიელეები ინსტრუმენტებს შორის მიგვახვედრებს, რომ ახალ ქარხანაში, რომელიც კასინოში მდებარეობს, არც მთლად იდეალური ყურადღებით მუშაობენ.

Auto Bild
თავს ზემოთ სივრცე საკმარისია, მუხლების წინ კი - არა

თუმცა ამ ყველაფერზე საუბრისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ”ჯულიას” ფაქტობრივად ყველაფერი ახალი აქვს: ამძრაობა, სავალი ნაწილი, ელექტროობა - როგორც ”ალფას” შეფმა ჰარალდ ვესტერმა თქვა, ამ მანქანაზე მუშაობისას ყველაფერი აბსოლუტურად ”სუფთა ფურცლიდან დაიწყო”. მისივე თქმით, ეს უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანისთვის მართვის სიამოვნების მიმნიჭებელი ავტომობილი ”ალფა რომეოს” იმ დნმ-ით, რომლის გამოც ასე უყვართ ეს მარკა მის ფანებს.

Auto Bild
სპიდომეტრი 330 კმ/სთ-მდე. ისრები სტარტს ქვემოდან იღებენ, რაც ”ალფაში” ტრადიციაა

სავარძლები უბრალოდ გადასარევია. დიზელის 2,2-ლიტრიანი ძრავა გასაგონი ხმით იღვიძებს. სიმძლავრის ოთხი ვარიანტიდან (136-დან 210 ცხენის ძალამდე), ჩვენს განკარგულებაში ყველაზე პოპულარული, 180 ცხენის ძალის მქონე ვერსიაა. მოკლე ტურბო-წამის შემდეგ 4-ცილინდიანი ძრავა ცოცხლად და, ამავდროულად სასიამოვნო სიმშვიდით იწყებს მუშაობას, 6,8 წამის შემდეგ კი მომხიბვლელი ”ჯულიას” სპიდომეტრის ისარი 100-ს აღწევს. ”ალფას” დიზელის ძრავა BMW-ს ძრავაზე ოდნავ უფრო ხმაურიანია, თუმცა მაღალ ბრუნებზე მუშაობას ისევე ბეჯითად ახერხებს, როგორც ბავარიელის აგრეგატი.

Auto Bild
ორი მაყუჩი სპორტული ვიზუალისთვის. უკანა მინიდან ხილვადობა იმაზე უკეთესია, ვიდრე წარმოგვედგინა

”ალფასაც” და BMW-საც ჯერჯერობით აკლიათ სპეციალური SCR-კატალიზატორი, რომელიც დიზელის გამონაბოლქვს ოპტიმალურად ფილტრავს და რომელსაც დამატებითი AdBlue-ავზი სჭირდება. იტალიელებმა ამ კატალიზატორის ჩამატება ”ჯულიაში” 2017 წლის დასაწყისში დაგეგმეს.

”ალფას” მოხვევის სისტემა მის მშვენიერ დიზაინს და სვლის სპორტულ სტილს 100 პროცენტით შეეფერება. უკანა ამძრაობა ავტომოყვარულისთვის ისედაც გადასარევი რამ არის, ამ ავტომობილში კი ორმაგად სასიამოვნოა - არანაირი წვალება, დროული რეაქცია, ღერძებზე სიმძლავრე სრულყოფილადაა დაბალანსებული და მოსახვევებში ”ჯულია” მაგრად გასიამოვნებს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი დუელი, სახელწოდებით ”ალფა BMW-ს წინააღმდეგ”, თავიდან იბადება! და ეს სწორედ ”ჯულიას” დამსახურებაა. მადლობა იტალიელებს, რადგან ეს ნამდვილად ის სასიამოვნო მანქანაა, რომელსაც დაგვპირდნენ და რომელიც მართვის დროს გაცილებით მსუბუქი მოგეჩვენებათ, ვიდრე სინამდვილეშია (1520 კგ).

Auto Bild

ამიტომაცაა, რომ ”ალფას” მძღოლს, სვლის სამი რეჟიმიდან (D N A) მაშინვე სპორტული რეჟიმის, Dinamica-ს არჩევა მოუნდება. D სწორედ Dinamica-ს ნიშნავს. რაც შეეხება N-ს: ეს normal-რეჟიმია - ჩვეულებრივი დღეებისთვის ესპრესოს გარეშე. ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ნებისმიერ რეჟიმში უნაკლოდ მუშაობს.

Auto Bild
Alfa Romeo Giulia-ს საუკეთესო ვერსიას Quadrifoglio ჰქვია და ეს 510-ცხენისძალიანი იტალიელი BMW M3-ის კონკურენტია

ასე და ამგვარად, ”ჯულია” BMW-ს მძაფრ ”მესამე სერიას” თამამად და თავისუფლად ეთამაშება. თუკი BMW ამ შედარებაში უფრო მწიფე და გაწონასწორებულ ავტომობილად გვეჩვენება, პირველ რიგში იმის გამო, რომ გაცილებით კომფორტულია. ფაქტია, რომ ბავარიელის დაკიდება გზის უსწორმასწორობებს მნიშვნელოვნად უფრო სოლიდურად ყლაპავს, ვიდრე ხისტი ”ჯულია”, რომლის ღერძები შედარებით უფრო ხმაურიანია. ესეც რომ არ იყოს, გამოცდილი ბავარიელი უფრო დიდ არჩევანსაც გვთავაზობს - 313 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავამდე. ამას ემატება ჰიბრიდი, კუპე და ევროპისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი კომბიც. აი, ”ალფა რომეო ჯულიას” შემთხვევაში კი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომბი ნაღდად გამორიცხულია.

Auto Bild
მეტი ღილაკი და ”დასმული” ეკრანი. BMW-ს კოკპიტი უფრო გადატვირთულია

თუმცა იტალიელები დეკემბრიდან 210-ცხენისძალიან დიზელსაც დაუმატებენ და იქნება 2-ლიტრიანი ტურბოც (280 ცხენის ძალა). ზოგადად, ”ჯულიას” შემთხვევაში არჩევანი 136-ცხენისძალიანი სიმძლავრით იწყება და 510 ცხენის ძალამდე ადის (Quadrifoglio - იხილეთ ქვემოთ). 180 ცხენის ძალის მქონე ”ჯულიას” საწყისი ფასი 37 400 ევროა (სერიულად მექანიკა, 17-დუიმიანი დისკები) და არცისე იაფია. Super და Quadrifoglio ვერსიები კი, ცხადია, უფრო ძვირია, მაგრამ ძალიან კარგი და სასურველიც! დეკემბერში კი ”ალფა რომეოს” SUV-იც გამოვა. როგორც ხედავთ, ”ალფა რომეოს” ფანები ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან.

დასკვნა
”ალფა ჯულია” ძალიან სასიამოვნო მანქანაა!

დიახ, ”ალფა რომეოს” ჯერ კიდევ შეუძლია კარგი მანქანების წარმოება! ”ჯულია” ალფისტებისა და ზოგადად სპორტული ავტომობილების მოყვარულთა უმთავრეს სურვილს ასრულებს: ეს არის მანევრული, სასიამოვნო სამართავი და მართლაც ძალიან ლამაზი მანქანა, რომელიც, შესაძლოა, BMW-ს ძველი სკოლის ზოგიერთ მოყვარულს უფრო მეტად მოეწონოს, ვიდრე ახალი ”მესამე სერია”. ”ჯულიას” მინუსი ისაა, რომ უფრო არაკომფორტულია. ერთი სიტყვით, ეს ”ალფა” ძალიან მოგვეწონა და იმედი გვაქვს, რომ სპორტული გენები ”ალფას” SUV-საც ექნება, რადგან ”ალფა რომეოს” მომავლისთვის მომავალი SUV კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს მშვენიერი სედანი.
იოახიმ შტაატი
  • Alfa Romeo Giulia 2.2 JTDm
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 2143 სმ3; სიმძლავრე: 132 კვტ (180 ცხ. ძ.)/3750; მაბრუნი მომენტი: 450 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 230 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 6,8 წამში; ამძრაობა: უკანა/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 52 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4643/1860/1436 მმ; საბარგულის მოცულობა: 480 ლ; წონა: 1520 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 4,2 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 109 გ/კმ; ფასი (EU): 39 650 ევროდან
  • BMW 320d Autom.

BMW-ს უფრო სედანური ვიზუალი აქვს, მისი საბარგულის მოცულობა ”ჯულიას” საბარგულის მოცულობის იდენტურია (480 ლიტრი)

ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1995 სმ3; სიმძლავრე: 140 კვტ (190 ცხ. ძ.)/4000; მაბრუნი მომენტი: 400 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 230 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,2 წამში; ამძრაობა: უკანა/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 57 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4633/1811/1429 მმ; საბარგულის მოცულობა: 480 ლ; წონა: 1525 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 4,0 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 106 გ/კმ

ასევე იხილეთ:
ALFA ROMEO QUADRIFOGLIO
M3-ის კონკურენტი სუპერ-მოჭიდებით



ალფა დიდ რომეოს ამზადებს, სახელწოდებით ALFETTA!
Auto Bild

იტალიელი გერმანელების წინააღმდეგ:
Alfa Romeo Giulia Quadrifoglio vs. BMW M3 vs. Mercedes-AMG C 63



ალფა რომეო BMW-ს უმიზნებს - როგორი იქნება Alfa-ს SUV?
Auto Bild

იტალიის პოლიციის ახალი, 510-ცხენისძალიანი ალფა


მანქანები ისეთი კაცებისთვის, რომლებიც
მკერდზე თმას არ იპარსავენ...



ალფა ცოცხალია, გაუმარჯოს ალფას!
Auto Bild

ძრავის სიმფონია: Alfa Romeo 8C (+ VIDEO)


თვით სიყვარული - Bella Italia!
Auto Bild

60 წელი იქით, 60 წელი აქეთ

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
article image
ახალი პრადო საქართველოშია! რა შეიცვალა ტოიოტას ბესტსელერში?
2017-11-08 07:01:23
”ტოიოტა კავკასიამ” ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა. საქართველოში სეგმენტის ბესტსელერი მოდელის ახალი ვერსიის პრეზენტაცია 7 ნოემბერს, შატო მუხრანის ტერიტორიაზე გაიმართა.
სრულად
article image
Cat Image
380 და ნაღდი - ოპელის ჩემპიონი ელექტრომობილი!
2017-10-31 07:27:13
როდესაც “ოპელმა” ელექტრომობილი Ampera-e წარმოადგინა, გერმანელებმა თამამად განაცხადეს, რომ მას ბაზარზე არსებულ ელექტრომობილებში, ერთი დამუხტვით ყველაზე მეტი მანძილის გავლა შეეძლებოდა.
სრულად
article image
Cat Image
ყველაზე იაფი ფერარი - გაიცანით ახალი Ferrari Portofino
2017-10-29 06:38:36
„ფერარიმ“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე თავისი ახალი კუპე-კაბრიოლეტი, „პორტოფინო“ წარადგინა, რომელიც მომავალი წლიდან მოდელ „კალიფორნიას“ შეცვლის
სრულად
”ზუსტად ვიცი, იტირებდა სიხარულისგან...” - პაპის მარანი, რომელიც შვილიშვილებმა გააცოცხლეს და ტურისტულ ობიექტად აქციეს
დაათვალიერეთ მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის სახლი არგვეთში და უნიკალური ნივთები
როგორ შეიძლება გამოიყენოთ ხის კუნძი სახლის დეკორსა და აგარაკზე
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
119500
იყიდება 3 ოთახიანი ბინა სამგორში
200000
იყიდება 6 ოთახიანი ბინა ორთაჭალაში
92000
იყიდება 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
შერმადინის 16 ქულა და "უნიხაკას" დამაჯერებელი გამარჯვება "ესტუდიანტესთან" [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXII ტური: "სამტრედია“ სახლში "საბურთალოსთან“ დამარცხდა [VIDEO]
10 საინტერესო ფაქტი გურამ კაშიას შესახებ
სხვა სიახლეები
მერსედესის ახალი უნივერსალი ლამბორგინიზე სწრაფია! (+ ვიდეო)
13.11.2017
უნივერსალები დიდი ხანია აღარ არის მოსაწყენი და უშნო. მას მერე, რაც ე.წ. კომბი კლასის ავტომობილები გალამაზდნენ და აღარც სიმძლავრე აკლიათ,
სრულად
ჰემილტონის გმირობა ბრაზილიაში, ფეტელი თითქმის ვიცე-ჩემპიონია (+ ვიდეო)
13.11.2017
სებასტიან ფეტელმა ბრაზილიის გრანპრი მოიგო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა.
სრულად
ახალი G-კლასის ინტერიერის პირველი ფოტოები
13.11.2017
როგორც იცით, “მერსედესი” ახალ გელენდევაგენს ამზადებს, რომელსაც საავტომობილო სამყარო 2019 წელს ელოდება.
სრულად
ყველაზე კითხვადი
თვითმფრინავის დაჯდომა ქარიშხალში - დრიფტი გიგანტური AIRBUS-ით
თვითმფრინავის დაჯდომა ქარიშხალში - დრიფტი გიგანტური AIRBUS-ით
როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავები
როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავები
როგორ შევამოწმოთ საბურავის ასაკი
როგორ შევამოწმოთ საბურავის ასაკი
გაზგასამართი სადგურები - ნელი მოქმედების ბომბები
"ლარის გაუფასურებით დროა პროკურატურა დაინტერესდეს"
ზარაფხანა იყიდება
N94 ნოემბერი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
რამდენად გამძლე და ხარისხიანია მეორადი Tesla Model S?
რამდენად გამძლე და ხარისხიანია მეორადი Tesla Model S?
როლს-როისი, რომელსაც უნდა დაუჩოქო - არის თუ არა ახალი ფანტომი საუკეთესო მანქანა?
როლს-როისი, რომელსაც უნდა დაუჩოქო - არის თუ არა ახალი ფანტომი საუკეთესო მანქანა?
მერსედესის F1-ის ძრავის ეფექტურობამ სტენდზე 50%-ს მიაღწია
მერსედესის F1-ის ძრავის ეფექტურობამ სტენდზე 50%-ს მიაღწია
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ვიღებ შეკვეთებს ტურისტულ მომსახურებაზე. ტრანსფერებზე.
Toyota Highlander 11000 $
Toyota Land Cruiser Prado 80 $
Toyota Land Cruiser Prado 50 $
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მესამე მარცხი იწვნია [VIDEO]
სენსაცია კატალონიაში - "ჟირონამ" "რეალი" დაამარცხა [VIDEO]
101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება
დღიურად 2 ოთახიანი ბინა, საბურთალო
დღიურად 1 ოთახიანი ბინა, საბურთალო