TESLA MODEL X
რას წარმოადგენს: და აი, ისიც: Tesla-ს პირველი SUV, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით სედან Model S-ის სრულამძრავიანი ვერსიის იდენტურია. საერთო ჯამში 539 ცხენის ძალამდე სიმძლავრის მქონე, სიგრძეში 5,04-მეტრიანი 7-ადგილიანი ავტომობილი დამუხტვის შემდეგ მაქსიმუმ 489 კილომეტრს გადის.
რას გვთავაზობს: ერთი რამ 100 პროცენტით გარანტირებულია: ამ მანქანით სადაც არ უნდა გამოჩნდეთ, ყველგან ყურადღების ცენტრში მოექცევით.
რა ღირს: Tesla Model X-ის საწყისი ფასი 85 000 ევროა. ტოპ-ვერსიის ფასი კი 125 000 ევრომდე ადის.
► ხმის მიცემა
FORD EDGE
რას წარმოადგენს: აშშ-ში უკვე დიდი ხანია, ხელმისაწვდომია, ახლა კი, სიგრძეში 4,81 მეტრი Ford Edge-ის მეორე თაობა ევროპაში გამოჩნდა და ჩვენთანაც სურს თავის დამკვიდრება.
რას გვთავაზობს: პირველყოვლისა, გვთავაზობს ძალიან გაწონასწორებულ, კომფორტულ სავალ ნაწილს, რომელსაც ზუსტად ესადაგება დიზელის 2-ლიტრიანი ძრავა, რომლის სიმძლავრე საბაზო ვერსიაში 180 ცხენის ძალაა, Biturbo-ვერსიის სიმძლავრე კი 210 ცხენის ძალა გახლავთ. სერიულ კომპლექტაციაშია სრული ამძრაობა, Sync2-მულტიმედია სენსორული ეკრანით და კლიმატკონტროლი. ავტომატიკა მხოლოდ ტოპ-ვერსიაში.
რა ღირს: საწყისი ფასი დაახლოებით 40 000 ევროა, ტოპ-ვერსიის ფასი კი 50 000-მდე ადის.
► ხმის მიცემა
SKODA KODIAQ
რას წარმოადგენს: ეს ფაქტობრივად იგივე ”ტიგუანია”, ოღონდ ჩეხური და, უბრალოდ, ”ტიგუანზე” 20 სანტიმეტრით გრძელია.
რას გვთავაზობს: უკანა სავარძელზე ჯდომისას, მუხლების წინ იმდენი სივრცე რჩება, რამდენიც Skoda Superb-ში, საბარგულის მოცულობა 720-ლიტრიანია და Kodiaq-ში არის სავარძლების მესამე რიგიც. ამ ყველაფერს ემატება ხარისხიანი მასალები და ტექნიკა ”ფოლკსვაგენის” თაროდან - LED-მაშუქები, ციფრული კოკპიტი, ინლაინ-სერვისები და ა.შ. გაყიდვები ახალი წლიდან დაიწყება და სტარტზე ხელმისაწვდომი იქნება ბენზინის სამი (150-220 ცხენის ძალა) და დიზელის ორი აგრეგატი (150 და 184 ცხ. ძ.).
რა ღირს: ფასი ჯერ არ არის დადგენილი. სავარაუდოდ: 22 000 ევროდან.
► ხმის მიცემა
LEXUS RX
რას წარმოადგენს: NX-ის შემდეგ, Lexus RX-მაც კანტები გამოაჩინა. ამ ახალი, სიგრძეში 4,89 მეტრი ”ლექსუსის” დიზაინი საკმაოდ ექსტრემალურია.
რას გვთავაზობს: ძვირფასი SUV-ის მეოთხე თაობა ამძრაობის ორი ვარიანტით გამოდის: ჰიბრიდული 450h ბენზინის V6 ძრავითა და ელექტრომოტორით 313 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ბენზინის ახალი 2-ლიტრიანი ტურბო კი - 238 ცხენის ძალას (6-საფეხურიანი ავტომატიკა).
რა ღირს: ფასი დაახლოებით 46 000 ევროდან იწყება და 73 000 ევრომდე ადის.
► ხმის მიცემა
CADILLAC XT5
რას წარმოადგენს: მიუხედავად 4,82 მეტრი სიგრძისა და 68 კილოგრამით ნაკლები წონისა, SRX-ის შემცვლელი აგრესიული ცხვირით და დაკუთხული ფორმებით საკმაოდ მასიურად გამოიყურება.
რას გვთავაზობს: გამოირჩევა სრულფასოვანი კომპლექტაციით, თანამედროვე ასისტენტსისტემებითა და მულტიმედიით. დიზელის ძრავა ხელმისაწვდომი არ არის, ბენზინის 3,6-ლიტრიანი V6-ს კი 314 ცხენის ძალა აქვს, რაც 2-ტონიანი ავტომობილისთვის საკმარისია.
რა ღირს: 46 000 ევროდან 64 000 ევრომდე
► ხმის მიცემა
JAGUAR F-PACE
რას წარმოადგენს: ეს არის ”იაგუარის” პირველი SUV, რომლითაც ბრიტანელებმა Porsche Macan-ისა და BMW X4-ის ლიგაში შეაბიჯეს.
რას გვთავაზობს: მსუბუქი შასი და სავალი ნაწილი სედან XF-დან, ციფრული კოკპიტი, სენსორული ეკრანი, სმარტფონების სრული ინტეგრაცია. ბენზინის V6 ძრავა F-Type-დანაა და ხელმისაწვდომია 340 ან 380-ცხენისძალიანი სიმძლავრით. V6-ტურბოდიზელს 300 ცხენის ძალა აქვს. იწარმოება 4-ცილინდრიანითაც, რომლის სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა.
რა ღირს: 43 500 ევროდან 76 000 ევრომდე
► ხმის მიცემა
MASERATI LEVANTE
რას წარმოადგენს: სპორტული მანქანები გუშინ იყო, დღეს SUV-ებზეა მოთხოვნა! შესაბამისად, SUV-კლასის ავტომობილი თვით ”მაზერატიმაც” კი წარმოადგინა. მოდელით Levante, რომელიც Ghibli-სა და Quattroporte-ს პლაფორმაზე აღმოცენდა, იტალიელებს გაყიდვების გაორმაგება სურთ.
რას გვთავაზობს: სერიულ პნევმატიკურ დაკიდებას, განსაკუთრებით სპორტულ შესაძლებლობებს, კარგ ტევადობას და უძვირფასეს მასალებს ინტერიერში. დიზელის V6 ძრავას 275 ცხენის ძალა აქვს, ბენზინის V6-ს კი - 430 ცხენის ძალა.
რა ღირს: დაახლოებით 69 000 ევროდან 86 000 ევრომდე
► ხმის მიცემა
ოქროს საჭე 2016-ის ყველა კატეგორია და კანდიდატი
► მცირელიტრაჟიანები და კომპაქტები
► კომპაქტური SUV-ები
► დიდი SUV-ები
► საშუალო და მაღალი კლასი
► სპორტული ავტომობილები
► ჰიბრიდები და ელექტრომობილები