ABARTH 124 SPIDER
რას წარმოადგენს: ეს გახლავთ Fiat 124 Spider-ის მძაფრი ვერსია, რომელიც ტრადიციული შავი კაპოტით, თავის იაპონელ ტყუპისცალ Mazda MX-5-ს ფაქტობრივად გვავიწყებს.
რას გვთავაზობს: აღჭურვილია ბენზინის 1,4-ლიტრიანი ტურბო-აგრეგატით, რომლის სიმძლავრე 170 ცხენის ძალაა. გამოირჩევა ჩვეულებრივ ვერსიაზე მეტი მაბრუნი მომენტით, მეტი სისწრაფითა და სპორტულობით. სასტარტო ვერსიაში მოყვება სპორტული სავარძლები, ალკანტარა, 17-დუიმიანი დისკები, სპორტული სავალი ნაწილი, დიფერენციალის ბლოკირება და Brembo-მუხრუჭები.
რა ღირს: Abarth 124 Spider-ის საწყისი ფასი დაახლოებით 37 000 ევროა.
► ხმის მიცემა
PORSCHE 718
რას წარმოადგენს: 4-ცილინდრიანი ძრავები 6-ცილინდრიანების ნაცვლად, Turbo ატმოსფერული აგრეგატების ნაცვლად და, მიუხედავად ამისა, ან სწორედ ამის გამო, 718 Boxster და 718 Cayman მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და აქტიური სპორტქარებია.
რას გვთავაზობს: როდსტერშიც და კუპეშიც, 4-ცილინდრიანი ტურბო-ბოქსერის მოცულობა 2 ან 2,5 (S-ვერსია) ლიტრია და 300 და 350 (S-ვერსია) ცხენის ძალა აქვს.
რა ღირს: საწყისი ფასი: 46 247 ევროდან.
► ხმის მიცემა
BMW M2
რას წარმოადგენს: ეს არის ნაღდი M საუკეთესო გაგებით! ”მეორე სერიის” კუპეს უმძაფრეს ვერსიას 370 ცხენის ძალა აქვს და კაპოტის ქვეშ 6-ცილინდრიანი Turbo-აგრეგატი უძგერს.
რას გვთავაზობს: შესანიშნავი მაბრუნი მომენტი, სიმსუბუქე, მანევრულობა, ძრავის ბრწყინვალე ჟღერადობა. BMW-ს მოყვარულები განსაკუთრებით 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით ისიამოვნებენ.
რა ღირს: BMW M2-ის საწყისი ფასი 40 700 ევროა.
► ხმის მიცემა
INFINITI Q60 Coupe
რას წარმოადგენს: ”ნისანის” ძვირფასი ქვებრენდი სწორედ ამ სპორტული კუპეთი ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს ისეთ შედევრებს, როგორებიცაა BMW-ს მეოთხე სერია, Audi A5 და Mercedes C-კლასი კუპე. ამისათვის ”ინფინიტი” სედან Q50-ის ტექნიკას იყენებს.
რას გვთავაზობს: ხელმისაწვდომია ორი ძრავით: ”მერსედესის” 4-ტურბო-ცილინდრიანით, რომელსაც 211 ცხენის ძალა აქვს და Twin-Turbo-V6-ით (405 ცხ. ძ.). 7-საფეხურიანი ავტომატიკა და Bose-ის აუდიო-სისტემა 13 დინამიკით სერიულია.
რა ღირს: დაახლოებით 45 000 ევროდან 50 000 ევრომდე.
► ხმის მიცემა
CHEVROLET CAMARO
რას წარმოადგენს: ამერიკელებმა თავიანთი საამაყო Muscle Car ევროპის ბაზრისთვის მოამზადეს და, შესაბამისად, 453-ცხენისძალიან V8-სთან ერთად, ”კამარო” 275-ცხენისძალიანი და 4-ცილინდრიანი ძრავითაც გახდა ხელმისაწვდომი.
რას გვთავაზობს: გააჩნია, რომელ ძრავა მუშაობს მისი გრძელი კაპოტის ქვეშ. 6,2-ლიტრიანი V8 გადასარევი აგრეგატია, 2-ლიტრიანი ტურბო კი ნამდვილად ვერ გასიამოვნებთ ისე, როგორც ამას ”კამაროსგან” ელოდებით.
რა ღირს: ”კამაროს” საწყისი ევროპული ფასი 39 000 ევროა და თუ ამ თანხას 6000 ევროს დაუმატებთ, მაშინ V8-ძრავიან ვერსიას მიიღებთ.
► ხმის მიცემა
AUDI A5 Coupe
რას წარმოადგენს: ახალი A5 Coupe არც ისე ახლად გამოიყურება, მაგრამ მასში უამრავი ახალი ტექნიკაა გამოყენებული.
რას გვთავაზობს: ხელმისაწვდომია ბენზინისა და დიზელის 3-3 ძრავით. ბენზინის აგრეგატების სიმძლავრე 190-დან 354 ცხენის ძალამდეა (S5), ხოლო დიზელის ძრავების სიმძლავრე კი - 190-დან 286 ცხენის ძალამდე.
რა ღირს: დაახლოებით 40 000 ევროდან 60 000 ევრომდე.
► ხმის მიცემა
ოქროს საჭე 2016-ის ყველა კატეგორია და კანდიდატი
► მცირელიტრაჟიანები და კომპაქტები
► კომპაქტური SUV-ები
► დიდი SUV-ები
► საშუალო და მაღალი კლასი
► სპორტული ავტომობილები
► ჰიბრიდები და ელექტრომობილები