ორი წელია, რაც AMG თავის საამაყო GT-ს აწარმოებს. ახლა კი, შვაბებმა ეს შესანიშნავი ბოლიდი როდსტერის სახითაც წარმოადგინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მდიდრებისთვის მომდევნო ზაფხული უკვე ძალიან საინტერესოა. AMG GT Roadster ”ქუდს” 50 კმ/სთ სისწრაფემდე, 11 წამში იხდის და სახურავი შავ, წითელ და ჩალის ფერშია ხელმისაწვდომი.

თავად კუპეც განუმეორებლად გამოიყურება და ”მერსედესის” დიზაინერებმა ეს გზა როდსტერშიც უნაკლოდ გააგრძელეს. ულამაზესი პანამერიკანა-ცხაურა, ექსტრემალურად გრძელი კაპოტი, მოხდენილი ფლანგები და განიერი კიჩო თავის სათქმელს კარგად ამბობს: ავტომობილს არც სიმძლავრე აკლია და არც სპორტულობა.

ის, რასაც ამ ავტომობილის ვიზუალი გვპირდება, მის შესაძლებლობებშიც უშეცდომოდ აისახება. როდსტერსაც იგივე 4-ლიტრიანი V8 ძრავა უძგერს, რაც კუპეს. თუმცა როდსტერში მაინც ორი ვარიანტია: GT Roadster-ს 476 ცხენის ძალა აქვს, ხოლო GT C Roadster-ს კი - 557 ცხენის ძალა. ორივე 7-საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან თანამშრომლობს. GT-ს მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 630 ნიუტონმეტრია (1700 ბრ/წთ) და ის 100 კმ/სთ-მზე 4 წამში ჩქარდება, მაქსიმუმ კი 302 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. მართალია, ესეც გრანდიოზული მონაცემებია, მაგრამ ამ ავტომობილს მეტიც შეუძლია!

GT C ვერსია 680-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით გამოირჩევა, 100 კმ/სთ-ს 3,7 წამში ავითარებს და მაქსიმუმ 316 კმ/სთ-ს ახერხებს. ტექნიკური თვალსაზრისით GT C-ს საკმაოდ ახლო ნათესაური კავშირი აქვს 585-ცხენისძალიან GT R-თან, რადგან უკანა ღერძის აქტიური მოხვევით, ელექტრონულად დარეგულირებული უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირებითა და ადაპტირებადი ამორტიზაციით გამოირჩევა.

ამ რრრრროდსტერის გაყიდვები გაისად იწყება, ფასების შესახებ კი AMG-ში ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. მათთვის, ვისაც დაახლოებითი ფასის გაგება უნდა, ვიტყვით, რომ AMG GT Coupe-ს საწყისი ფასი (462 ცხენის ძალა) 110 000 ევროა...
დასკვნა
მდიდრებს ამ ავტომობილის გამოჩენა ძალიან გაახარებთ, რადგან AMG GT როდსტერის სახითაც გადასარევად გამოიყურება. დაუმატეთ ამას უახლესი, საუკეთესო ტექნიკა და მიხვდებით, რატომ მიგვაჩნია, რომ ”მერსედესმა” ისევ ათიანში მოარტყა.
დირკ ბრანკე

ასევე იხილეთ:
ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!

როგორი იქნება ახალი Mercedes GLE?

ასევე იხილეთ:
მერსედესის ახალი SUV-კუპე AMG-ის სიმძლავრით

რას უპირებს მერსედესი A-კლასს?

როგორი იქნება ახალი G-კლასი?

მიესალმეთ: ბრუტალური G-კლასი Mansory-სგან

ახალი მერსედესი BMW-დან ნაცნობი უკანალით...

ბრაბუსმა Mercedes-AMG GLE 63 გააძლიერა

საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)

მერსედესის ახალი სუპერსპორტული ავტომობილი:
AMG GT R (+ VIDEO)

ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი ბრაბუსისგან!

გერმანელებმა ყველაზე უბრალო G-კლასი დააბრუნეს!

მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის
სუპერ-SUV-ების შედარება

მერსედესი, როგორც თევზი წყალში (+ ვიდეო)

მერსედესის პიკაპი უკვე იტესტება

ბრაბუსის ახალი სიამაყე: G-კლასი 700 ცხენის ძალით

არის თუ არა მერსედესი ისევ მისაბაძი?

ავტომობილის 10 საუკეთესო ინტერიერი ამერიკელების აზრით

ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი

2016 წლის საუკეთესო 4x4 ავტომობილები

ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა

ახალი ცნობები მერსედესის პიკაპის შესახებ

ახალი E-კლასის AMG ვერსია

ეს მაიბახი თითქმის ტანკია!

გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard

ირინა შეიკს მერსედესი და ლამბორგინი უყვარს

ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!

ახალი, სამხედრო Mercedes G-კლასი

”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!

ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]

როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...

”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები

G-კლასების ტიუნინგი Mansory და Mcchip-dkr-სგან

მომხმარებლებმა ბრაბუსი საუკეთესოდ დაასახელეს

ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!

ბიზნეს-ბრაბუსი: ოფისი 800 ცხენის ძალით!

რევოლუცია ახალ Mercedes E-კლასში! (+ VIDEO)

ქალწული ბენცი

ერთი დღე ნახევარმილიონიან მერსედეს-მაიბახში

S-კლასი ყველგანმავლებში: Mercedes GLS

ყველაზე მდიდრული და უსაფრთხო გელენდევაგენი

მერსედესმა GLE-ს ტოპმოდელი გაგვაცნო

G-კლასი მეტი სიმძლავრით და მეტი კომფორტით (+ VIDEO)
