აშშ-ის საავტომობილო ასოციაციის (American automotive association, AAA) უკანასნელი კვლევის თანახმად, ბოლო 12 თვეში ამერიკელებმა პრემიუმ-ბენზინში აბსოლუტურად ტყუილად დახარჯეს თითქმის 2 მილიარდი დოლარი. ცუდი არაფერია იმაში, რომ ავტომფლობელს სურდეს, თავისი მანქანა კარგი ხარისხის საწვავით გამოკვებოს, მაგრამ ხსენებული ასოციაციის დასკვნაში წერია, რომ ”პრემიუმის” ამერიკელ მომხმარებელთა 84 პროცენტი ფულს ტყუილად ხარჯავს. მიზეზი ის გახლავთ, რომ იმ ავტომობილებიდან, რომლებიც აშშ-ში იყიდება, მხოლოდ 16 პროცენტს სჭირდება ”პრემიუმი”, დანარჩენ შემთხვევებში ამ საწვავის გამოყენებას მათთვის უბრალოდ აზრი არ აქვს.
AAA-ს დასკვნაში ნათქვამია, რომ თუ ავტომობილს პრემიუმ-ბენზინი არ სჭირდება, ასეთი საწვავის ჩასხმა არ ზრდის ავტომობილის სიმძლავრეს და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ამცირებს საწვავის ხარჯს. თანაც, ასეთი საწვავი აშშ-ში ჩვეულებრივზე 23 პროცენტით ძვირია. გამოდის, რომ ამერიკელმა ავტომოყვარულებმა ორი მილიარდი დოლარი ტყუილად დახარჯეს.
ქართველმა მომხმარებლებმა იციან, რომ ამერიკიდან ჩამოყვანილი მეორადი ავტომობილების უმეტესობას პრემიუმ-ხარისხის საწვავი არ სჭირდება, მაგრამ მაინც: ყველას ვურჩევთ, გადაამოწმეთ ავტომობილის ქარხნული მოთხოვნები საწვავის შესახებ, რადგან ხშირად ჩვენს მანქანას მართლაც მხოლოდ ”პრემიუმი” სჭირდება (ეს უმეტესად ევროპიდან და იაპონიიდან ჩამოყვანილ მეორად ავტომობილებს ეხება) და ასეთ დროს მართლაც აუცილებელი და მომგებიანია პრემიუმ-ბენზინის გამოყენება.
ასევე იხილეთ:
მაღალტექნოლოგიური პრემიუმ ზეთი ჯი-ენერჯი
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?

უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები

როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი

რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?

ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს

რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ

მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

საბურავი არ გაპატიებთ!

ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!

8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის

რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს
