ამიერიდან Tesla Model S მხოლოდ ზრდასრული ადამიანების ექსკლუზივი აღარ არის. სათამაშოების ამერიკულმა მწარმოებელმა Radio Flyer-მა Model S საბავშვო ელექტრო-მობილის სახით გამოუშვა.
აღსანიშნავია, რომ პატარა Tesla-ს დიდთან იმაზე მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საქმე ისაა, რომ საბავშვო ვერსიასაც ლითიუმ-იონური ელემენტები აქვს - შესაბამისად, უფრო სწრაფად იმუხტება და უფრო დიდხანს დადის, ვიდრე სხვა საბავშვო ელექტრო-ავტომობილები.
საბავშვო Tesla-ს სისწრაფის სხვადასხვა რეჟიმები აქვს - მართალია, მის სისწრაფეს დიდი Model S-ისას ვერ შევადარებთ, მაგრამ 4-დან 8 კმ/სთ-მდე სისწრაფე საბავშვო მანქანისთვის კარგია. ამასთან ერთად, საბავშვო Tesla სხვადასხვა კომპლექტაციებითაა ხელმისაწვდომი. მაგალითად, დამატებითი ოფციებია უფრო ხანგრძლივი ელემენტები, ნამდვილი Model S-ის იდენტური ფერი, პერსონალური სანომრე ნიშანი და ვერხლისფერი დისკები. სერიულად კი მოყვება წინა საბარგული, აუდიო-სისტემა MP3-Player-ისა და USB პორტებით და მაშუქები.
მინი-Tesla 3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ბავშვი მაქსიმუმ 36,5 კილოგრამს უნდა იწონიდეს. საბაზო მოდელის ფასი 599 ევროა.
იხილეთ ვიდეო:
ასევე იხილეთ:
საბავშვო მაკლარენი სმარტფონის ფასად