ასეთი იქნება ახალი Honda CR-V
17.10.2016
”ჰონდა” თავისი ბესტსელერი SUV-ის, უაღრესად პოპულარული CR-V-ს ახალ მოდელს ამზადებს. ეს იქნება CR-V-ს რიგით მეხუთე თაობა , რომლის შეძენაც 2017 წლიდან იქნება შესაძლებელი - ოღონდ, ჯერ ამერიკაში.

ერთი რამ თავიდანვე უნდა განვმარტოთ: ”ჰონდა” ახალ CR-V-ს თავიდან მხოლოდ აშშ-ში წარადგენს და ავტომობილი დასაწყისისთვის მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი. თქვენ აქ ახალი CR-V-ის სწორედ ამერიკულ ვერსიას ხედავთ. ევროპულ ვერსიასთან შედარებით, რომელიც მოგვიანებით გამოვა, განსხვავება მხოლოდ მცირე დეტალებში და ძრავებში იქნება.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ახალი, მეხუთე თაობის Honda CR-V წინამორბედზე დიდი ავტომობილია. უფრო დიდი ზომებითა და ბაზით, ახალი CR-V მოშორდა Honda HR-V-ს და მიუახლოვდა Honda Pilot-ს. იაპონელები ინტერიერში მეტ სივრცეს და უფრო დიდ საბარგულს გვპირდებიან.



აღსანიშნავია, რომ ახალი Honda CR-V ახალი Honda Civic-ის პლატფორმაზეა აწყობილი. სერიულად წინა ამძრაობით იწარმოება, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი იქნება სრულამძრავიანი ვერსიაც. ძრავების თვალსაზრისით ავტომობილს აშკარად Downsizing შეეხო. ბენზინის ძრავებიდან აშშ-ში საწყისი ვერსია (როგორც ”სივიკში”) ახალი 1,5-ლიტრიანი ტურბო-აგრეგატია, რომლის სიმძლავრეც ამერიკულ CR-V-ში 190 ცხენის ძალა იქნება. აშშ-ში ამ ძრავის ერთადერთი ალტერნატივა 2,4-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავა იქნება. გადაცემათა კოლოფი ორივე შემთხვევაში CVT გახლავთ. ევროპული ვერსიისთვის კი, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, 1,6-ლიტრიანი ტურბოდიზელია ჩაფიქრებული.



ახალმა CR-V-მ მოდერნიზებული ცხაურა და ახალი მაშუქები მიიღო. გვერდიდან თვალშისაცემია ფანჯრების ახალი ზედა ხაზი, რომელიც C-საყრდენში უფრო ზემოდან შედის. უკან ”ჰონდას” ლოგო უფრო ღრმადაა ჩამჯდარი და შეიცვალა უკანა მაშუქების დიზაინიც.



ინტერიერში იაპონელებმა ახალი, უფრო მაღალი ხარისხის მასალები გამოიყენეს. მძღოლის მაჩვენებლები TFT-ეკრანზე გამოისახება. განახლდა გასართობ-საინფორმაციო სისტემაც. ხელმისაწვდომია 7-დუიმიანი სენსორული ეკრანი, საიდანაც ნავიგაციას, აუდიო და სხვა სისტემებს მართავთ. ავტომობილი სმარტფონებს Apple Carplay-სა და Android Auto-ს მეშვეობით უკავშირდება.

გარდა ამისა, ახალ Honda CR-V-ში შეხვდებით პარკირების ელექტრონულ მუხრუჭს, ელ. სავარძლებს გათბობის ფუნქციით და უამრავ USB-პორტს. ცხადია, ავტომობილი აღჭურვილია არაერთი თანამედროვე ასისტენტ-სისტემით - მათ შორის ავარიული დამუხრუჭების ასისტენტით, შეჯახების განგაშის ფუნქციით, ზოლიდან უნებლიე გადასვლის შეტყობინების ფუნქციით, ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლით, საცობის ასისტენტით, შორსმაშუქი განათების ასისტენტით და ა.შ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ახალი Honda CR-V მხოლოდ იაპონიაში იწარმოება. ცნობისათვის, აქამდე ამერიკული მოდელი სწორედ აშშ-ში იწარმოებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:
მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild

ასევე იხილეთ:
სივიკი სამი მაყუჩით - ჰონდამ მომავალი Type R გვიჩვენა


გაიცანით ახალი სივიკი - ჰონდა ტრადიციებს არ ღალატობს!


10 იაპონური სპორტქარი, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ!
Auto Bild

ავტომობილის 10 საუკეთესო ინტერიერი ამერიკელების აზრით
Auto Bild

წლის ყველაზე შთამბეჭდავი ავტოები,
მე-12 ადგილი: Honda Civic Type R

Auto Bild

ქალის მიერ შექმნილი სუპერქარი: ახალი Honda NSX!


9 წლის შემდეგ: ახალი Honda HR-V!


ეს სივიკი ყველას გაასწრებს?


მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild

სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
Auto Bild

ჰონდას ახალი გმირები: ახალი Fit,
ახალი HR-V და სუპერ-სივიკი

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
კიამ ახალი პიკანტო გაგვაცნო
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სრულად
Cat Image
ჰეჩბექის უკანალი, დახრილი სახურავი, რა არის ამაში კარგი?
2016-12-20 08:01:49
მათ ზოგი სისულელეს უწოდებს, ზოგი კი - ძალიან მაგარ საავტომობილო მოდას. SUV-კუპეებმა ავტომოყვარულები ორ ბანაკად გაყო.
სრულად
Cat Image
მერსედესის ახალი E-ლეგანტური კუპე
2016-12-15 07:56:40
„მერსედეს-ბენცი“ დეტროიტის ავტოშოუზე ახალი „E-კლას კუპეს“ წარადგენს. მანამდე კი, ერთი თვით ადრე, თავისი ახალი ავტომობილი ინტერნეტით გაგვაცნო.
სრულად
სტუმრად ჯუმბერ პატიაშვილის ეზო-კარში
რა­ტომ გაც­ვა­ლა ანა კო­შა­ძემ პრეს­ტი­ჟუ­ლი უბა­ნი ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ზე?
როგორ მოვაშოროთ ლამინატს ნაკაწრები - მარტივი და ეფექტური საშუალებები
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 3-ოთახიანი ვაკეში
იყიდება 2-ოთახიანი ბაკურიანში
მატჩის საუკეთესო მომენტი - დურანტის ჩაჭრა, ფაჩულიას პასი და კარის ჩაგდება [VIDEO]
ლა ლიგა. XVII ტური: "სევილია" უკვე მეორეა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 10 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დაბოღმილ" "საკრამენტოსთან" [VIDEO]
სხვა სიახლეები
ექსკლუზივი: როგორი ავტომობილია ახალი Mercedes GLE?
25.05.2015
”მერსედესმა” M-კლასი გადაამუშავა და GLE დაარქვა. სიახლეა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც
სრულად
ოჯახის მეგობარი BMW
17.04.2015
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!
სრულად
შკოდას ახალი ფლაგმანი
03.04.2015
საინტერესო დიზაინი, თანამედროვე ტექნიკა, მისაღები ფასი - ახალი Superb შეტევაზე გადადის!
სრულად
ყველაზე კითხვადი
საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
გააძვირებს თუ არა სავალდებულო ეტიკეტირება საქონლის ხორცს
"ერთ-ერთ ბანკს დიდი პრობლემა აქვს"(?!)
Citigroup-ის სავალუტო სტრატეგი დოლარის მკვეთრად გამყარებას პროგნოზირებს
N85 იანვარი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
ყველაზე ეკონომიური ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
სამაგალითო ხალხი: როგორ გადაადგილდება სამთავრობო კორტეჟი იაპონიაში
ჰეჩბექის უკანალი, დახრილი სახურავი, რა არის ამაში კარგი?
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
BMW - E39 -ის კაპოტის
BMW X5 M 2500 $
Mercedes-Benz E 320 5700 $
ქირავდება თეთრი ფერის მიკრო