BMW-ში ახლახან წარმოდგენილ ”მესამე სერიის” Gran Turismo-ს მნიშვნელოვნად განახლებულ მოდელად მოიხსენიებენ, ჩვენ კი მსუბუქად გალამაზებული უნდა ვუწოდოთ. შევეცადეთ, 190-ცხენისძალიან 320d GT-ში წინამორბედ მოდელთან შედარებით, მნიშვნელოვანი განსხვავებები გვეპოვნა.
უკანა ნაწილი ახალი LED-მაშუქებით, შეცვლილი საშხეფარი და მაყუჩები - ამ ყველაფერს ახლა საბაზო მოდელებშიც (318d/320d/320i) მიიღებთ. ახალი წინა LED-მაშუქებიც სერიულია და ამით ყველა GT-ს პილოტი ისიამოვნებს. თანაც, ეს მაშუქები იმდენად ბრწყინვალედ ანათებენ, რომ თამამად ვიტყვით, ღამეს დღედ გადააქცევენ. გარდა ამისა, ასევე ყველასათვისაა განკუთვნილი აქტიური უკანა სპოილერი, სისწრაფის რეგულირება დამუხრუჭების ფუნქციით კი, მხოლოდ 325d-დან და 330i-დან ზევით. ხოლო 320d-ში, რომელმაც ფეისლიფტამდე, AUTO BILD-ის ხანგრძლივ ტესტში კარგი შეფასება დაიმსახურა, 300 ევრო ღირს.
მულტიმედია-სისტემა ახალი გრაფიკული გამოსახულებით, დამუშავების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია
შარშან დამატებული დიზელის 2-ლიტრიანი ძრავა 190 ცხენის ძალით საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, აკუსტიკური თვალსაზრისით კი ჯერ კიდევ ბავარიული ჟღერადობა ახასიათებს - სხვამხრივ უაღრესად კომფორტულ და გაწონასწორებულ სამოგზაურო ავტომობილში დიზელის ხმა ნამდვილად ისმის.
სამაგიეროდ, გაცილებიტ გაუმჯობესდა ინტერიერი. ხარისხი გაცილებით მაღალი კლასისაა, ზედაპირები კი ლამის ”მეშვიდე სერიისას” მიუახლოვდა. WLAN-ჰოთსფოთი და უკაბელო დამუხტვაც სერიულია, მულტიმედიის ჟესტებით მართვის ფუნქცია კი არ აქვს და, სიმართლე გითხრათ, არც მოვისაკლისეთ.
ფეისლიფტის შემდეგ განსაკუთრებით უკანა ნაწილი შეიცვალა
ბავარიელები ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე 320d GT-ს სანაცვლოდ 40 000 ევროს ითხოვენ. ანუ, ფეისლიფტის შემდეგ მანქანა ოდნავ, დაახლოებით 800 ევროთი გაძვირდა.
BMW 320d Gran Turismo
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1995 სმ3; სიმძლავრე: 140 კვ (190 ცხ. ძ.)/4000; მაბრუნი მომენტი: 400 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 226 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,7 წამში; ამძრაობა: უკანა; გად. კოლოფი: 8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 57 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4824/1828/1508 მმ; საბარგულის მოცულობა: 520-1600 ლიტრი; წონა: 1595 კგ; საწვავის ხარჯი (EU): 4,3 ლ. დიზელი/100 კმ; გამონაბოლქვი: 113 გ/კმ; ფასი: 40 000 ევრო
უკანა მაშუქები LED-სისტემით და ახალი გრაფიკით
დასკვნა
მართალია, ”მესამე სერიის” GT-ს ფეისლიფტი საკმაოდ მოკრძალებულია, მაგრამ სერიული LED-მაშუქები გადასარევად ანათებენ და საერთო ჯამში, ავტომობილის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 320d-ს დიზელის ძრავის ხმა კი შემაწუხებელი ნამდვილად არ არის - ტიპურ ბავარიულია.
ჯერალდ ჩაიკა
იხილეთ ვიდეო:
ასევე იხილეთ:
BMW-ს ახალი მე-5 სერია
რა შეუძლია ბავარიულ ბიზნეს-სედანს (+ VIDEO)

ასევე დაგაინტერესებთ:
ასეთი იქნება BMW X2

ულამაზესი ვიდეო: BMW M6-ის დრიფტი ტუნდრაში

რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?

ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!

BMW-ს პირველი სედანი წინა ამძრაობით!
BMW-ს სიამაყე: M4 GTS (+ VIDEO)

BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)

მორიგი ზონდერი ბავარიიდან: საიუბილეო BMW M3
BMW პორშე 911-ის კონკურენტს ქმნის!

ასე ხედავს BMW საკუთარ მომავალს (+ VIDEO)

მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სერიული 6-ცილინდრიანი დიზელი BMW-სგან!

BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი

იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?

BMW-ს ახალი ხულიგანი M2
თავის მოკვლა რომ გინდოდეს, გადაგაფიქრებინებს...

BMW-ს ”მესამე სერიის” ისტორია ერთ ვიდეოში (+ VIDEO)

BMW-ს ახალი ზონდერი: ლიმიტირებული ”მეშვიდე სერია”

ეს BMW ყველა საგანში ხუთოსანია!

BMW-ს ფანატებისთვის: ძველი M5 გარბენის გარეშე!
BMW იუბილარია - მართვის სიამოვნების 100 წელიწადი

ლეგენდა, რომელმაც BMW კინაღამ გააკოტრა

BMW წიწაკით

ელვის პრესლის BMW (+26 ფოტო)

BMW-ს ახალი, ლიმიტირებული ზონდერი

გაიცანით: BMW-ს ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი

გაიცანით: Alpina B7 – BMW-ს მეშვიდე სერიის სპეც-ვერსია

BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)

გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4

BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
