ეს გახლავთ უგზოობის ავტომობილი Mitsubishi PX33, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ყველასათვის კარგად ნაცნობი ყველგანმავლის, ”მიცუბიში პაჯეროს” დიდი ბაბუა. ეს ავტომობილი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, იაპონიის იმპერატორის არმიისთვის შეიქმნა. 1933-დან 1937 წლამდე სულ 4 პროტოტიპი გამოუშვეს, დღემდე კი მხოლოდ ერთადერთმა ეგზემპლარმა მოაღწია, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ.
რაც ყველაზე საინტერესოა, ეს გახლავთ პირველი სრულამძრავიანი იაპონური ავტომობილი! კაპოტის ქვეშ დიზელის 6,7-ლიტრიანი ძრავა მუშაობს, რომლის სიმძლავრე 70 ცხენის ძალაა. ავტომობილი აღჭურვილია 4-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით და აქვს დამადაბლებელი გადაცემაც! Mitsubishi PX33-ის მაქსიმალური სისწრაფე 80 კმ/სთ გახლავთ.
რატომ ჩაიყვანეს იაპონელებმა ეს უძვირფასესი ანტიკვარი ბრაზილიაში? უნდათ, სამხრეთ ამერიკაში ყველას გააგებინონ, რომ ”მიცუბიშის” უგზოობის ავტომობილების წარმოებაში დიდი ტრადიციები აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ:
მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!

ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla

ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!

საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)

ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა

აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს

სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა

ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)

ქალწული ბენცი

60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი

იხილეთ ფოტოგალერეა:
40 ავტომობილი, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს

იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო კლასიკური ავტომობილები
