
ახლახანს საფრანგეთში აღმოაჩინეს მიწისქვეშა გარაჟი, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს დამალული უამრავი ავტომობილი იჟანგება. მას ფიზკულტურის ბელგიელმა მასწავლებელმა ვინსენ მიშელმა მიაგნო, ვინც თავისუფალ დროს, არქეოლოგიით არის
როგორც „ტელეგრაფი“ იტყობინება, ეს ავტომობილები მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დაუმალავთ. ომის დროს, გარაჟს პერიოდულად ახალი ავტომობილები ემატებოდა. მაგრამ ვინც ამ გარაჟის შესახებ იცოდა, ომის დროს დაღუპულან და გარაჟის შესახებაც არავის არაფერი გაუგია.

მიშელი ყვება, რომ გარაჟის აღმოჩენის შემდეგ, მისი მფლობელის შთამომავლებს რამდენიმე ავტომობილი აუქციონზე გაუყიდიათ. მაგრამ ავტომობილების უმეტესობა ძალიან დაზიანებულია, რის გამოც, მათი აღდგენა ან შეუძებელია, ან ბევრ დროს და გარჯას საჭიროებს, რათა კოლექციონერებისთვის საინტერესო გახდეს. ზოგი მათგანი ამას იმსახურებს კიდეც, რადგან საცავში რამდენიმე ძალიან იშვიათი ეგზემპლარია.
ასევე იხილეთ:
ჩემი მანქანა ჩემი ციხე-სიმაგრეა!

როლს-როისიდან საფლავში - ძვირადღირებული გასვენება

ასევე დაგაინტერესებთ:
ლივერპულის საიდუმლო განძი

ამერიკის ყველაზე საშიშ უბანში...

BMW-ს ელექტრომობილით კახეთში

ერთი დღე როლს-როისთან ერთად

ამაზე უკეთესი მანქანა კაციშვილს არ სჭირდება!
