შტუტგარტელებმა განახლებული GLA დეტროიტის ავტოშოუზე წარმოადგინეს, გამოფენის დასრულების შემდეგ კი, ამ ავტომობილს ისეთი კონკურენტების წინააღდეგ მოუწევს ბრძოლა, როგორებიც ახალი ”ფოლკსვაგენ ტიგუანი”, განახლებული ”ოპელ მოკა” და BMW X1 არიან.
Mercedes GLA 2013 წლიდან იწარმოება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ განახლების დრო ნამდვილად იყო - სხვათა შორის, იგივე ეხება კომპაქტურ ”A-კლასსაც”, რომელიც GLA-ს ტექნიკით ამარაგებს.
ფეისლიფტის შემდეგ GLA უფრო დინამიკურად გამოიყურება და უფრო მეტად გამოხატავს იმას, რომ მცირე უგზოობისთვისაც გამოდგება. რადიატორის ცხაურა მსუბუქად შეიცვალა, განსაკუთრებით განახლდა მაშუქები - სხვამხრივ, ცვლილებები მხოლოდ ტექნიკურია.
ბიქსენონების ნაცვლად, სურვილის შემთხვევაში, GLA ამიერიდან LED-მაშუქებით გაანათებს. უკანა მაშუქები ავტომატურად, სამ საფეხურზე რეგულირდება, რაც სხვა ავტომობილების მძღოლებს გაახარებთ. ამასთან, ”მერსედესი” გვპირდება, რომ განათების სისტემას შეცვლა არასდროს დასჭირდება!
განახლებულ GLA-ში წარმოდგენილია 360-გრადუსიანი კამერა, რომლის მეშვეობითაც მძღოლი ავტომობილის გარშემო გარემოს მუდმივად გააკონტროლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აქტიური მუხრუჭის ასისტენტი და დაღლილობის განგაში GLA-ში ამიერიდან სერიული, სტანდარტული ოფციები იქნება.
საბარგულის კარი სენსორის წყალობით, ბამპერზე ქვემოდან ფეხის მსუბუქი მირტყმით იხსნება - ეს კარგია იმ დროს, როცა სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ ხელები დაკავებული გექნებათ.
რაც შეეხება ძრავებს: საწყისი ვერსია 109-ცხენისძალიანია - ეს გახლავთ GLA 180d. შემდეგ მოდის არაერთი ვერსია, ტოპ-მოდელი კი 381 ცხენის ძალის მქონე AMG GLA 45 4MATIC იქნება! განახლებული GLA-ს საწყისი ფასი დაახლოებით 26 000 ევრო უნდა იყოს, ტოპ-მოდელი კი ორჯერ ძვირი ეღირება. მერსედესმა განახლებულ GLA-ზე შეკვეთების მიღება 9 იანვრიდან დაიწყო.
ასევე იხილეთ:
იცით, რა ღირს ამ სუპერ-ყველგანმავლის ამორტიზატორები?

მერსედესის ახალი E-ლეგანტური კუპე

ასევე დაგაინტერესებთ:
ახალი ცნობები მომავალი Mercedes GLB-ს შესახებ
როგორი იქნება პატარა G-კლასი?

გაიცანით მრისხანე E-კლასი: Mercedes-AMG E 63 (+ VIDEO)

დიქტატორების ახალი ოცნება:
მერსედეს-მაიბახის ულტრამდიდრული, ჯავშნიანი ლიმუზინი

რას იტყვით მაიბახის ასეთ ლუქსლაინერზე?

მერსედესის ახალი რრრრროდსტერი

ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!

როგორი იქნება ახალი Mercedes GLE?

ასევე იხილეთ:
მერსედესის ახალი SUV-კუპე AMG-ის სიმძლავრით

რას უპირებს მერსედესი A-კლასს?

მიესალმეთ: ბრუტალური G-კლასი Mansory-სგან

ახალი მერსედესი BMW-დან ნაცნობი უკანალით...

საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)

მერსედესის ახალი სუპერსპორტული ავტომობილი:
AMG GT R (+ VIDEO)

ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი ბრაბუსისგან!

გერმანელებმა ყველაზე უბრალო G-კლასი დააბრუნეს!

მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის
სუპერ-SUV-ების შედარება

მერსედესი, როგორც თევზი წყალში (+ ვიდეო)

ბრაბუსის ახალი სიამაყე: G-კლასი 700 ცხენის ძალით

არის თუ არა მერსედესი ისევ მისაბაძი?

ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი

ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა

ეს მაიბახი თითქმის ტანკია!

გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard

ირინა შეიკს მერსედესი და ლამბორგინი უყვარს

ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!

”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!

ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]

როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...

”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები

ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!

ბიზნეს-ბრაბუსი: ოფისი 800 ცხენის ძალით!

ქალწული ბენცი

ერთი დღე ნახევარმილიონიან მერსედეს-მაიბახში

S-კლასი ყველგანმავლებში: Mercedes GLS
