ევროპელის თვალით დანახული საქართველო
ევროპელის თვალით დანახული საქართველო
06.02.2017
მესტიას ვუახლოვდებოდით. წყალი მოგვწყურდა. პატარა ჯიხურთან გავჩერდით, სვანი ქალბატონი ცივ სასმელებს ყიდდა. ოთხი ბოთლი წყალი მოგვეცით-მეთქი.
Auto Bild
”რად გინდა წყალი?”
”დასალევად...” - გაგვეცინა.
”ეს წყალი რად გინდა? ეგერ, წყაროს წყალი მოდის,” - და საკუთარი ჭიქა მოგვაწოდა.
”ბორჯომიც მინდა, ოთხი ბოთლი!”
”ოც მეტროში მჟავე, გაზიანი წყალი ამოდის მიწიდან! მიდით, გასინჯეთ...”

► დავლიეთ წყაროს წყალი, ავავსეთ ბოთლები, მჟავე წყალმა ნაბახუსევს უწამლა, იმ სვანმა ქალბატონმა კი დაახლოებით 6-7 ლარი დაკარგა. სამაგიეროდ მოიგო ჩემი, ჩვენი და ყველა იმ ადამიანის გული, ვინც ამ ამბავს გაიგებს.

ეს სვანეთია. ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე. გაურყვნელი, სუფთა, ბუნებრივი, შეუბღალავი, ადამიანური სვანეთი. ჩვენი ლიტველი კოლეგა, ”AUTO BILD ლიტვის” მთავარი რედაქტორი ვიტოლდას მილიუსი ამბობს, რომ ვერასდროს დაიჯერებდა იმ ამბავს, რაც იმ დღეს მოხდა, მესტიას რომ ვუახლოვდებოდით - ამ ამბავს მართლაც არ დავიჯერებდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ჩემი ყურით რომ არ მომესმინა და, თანაც, იმ სვანი ქალბატონისთვის თვალებში რომ არ ჩამეხედა იმ მომენტში, როცა საკუთარ ჭიქას გვაწვდიდაო. ახლა შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენ ადამიანს უამბო ლიტვაში ის, რაც საქართველოში გადახდა. მხოლოდ ამ პატარა, მაგრამ სინამდვილეში დიდ ამბავს კი არ ვგულისხმობთ, არამედ ყველაფერს, რაც იმ 10 დღის განმავლობაში არა მარტო სვანეთში, არამედ მთელ საქართველოში ნახა.

Auto Bild
მეგობრები და კოლეგები: ქართული და ლიტვური AUTO BILD-ების რედაქტორები - შალვა ბუაჩიძე და ვიტოლდას მილიუსი
Auto Bild
ვიტოლდასი აგვისტოში გვესტუმრა. საქართველოში მანამდეც არაერთხელ ყოფილა, ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველებს ისიც ეხსომებათ, როგორ ჩამოვიდა 2008 წლის ომის შემდეგ ვილნიუსიდან თბილისში საბჭოთა «ვაზ 2109-ით» და როგორ გამოუცხადა პროტესტი რუსულ აგრესიას. თუმცა ჩვენი ლიტველი კოლეგა აქამდე მხოლოდ თბილისში, ბათუმში, სტეფანწმინდასა და კახეთში გახლდათ ნამყოფი, ამჯერად კი გადავწყვიტეთ, რომ მისთვის საქართველოს სხვა ულამაზესი მხარეებიც გვეჩვენებინა.

”ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი ულამაზესი მხარე ჰქონდეს, რბილად რომ ვთქვათ, გასაოცარი ამბავია. ყველა კუთხე თავისებურად განუმეორებელია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო რეალურად ახლა აღმოვაჩინე და სამშობლოში ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდები. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც სვანეთმა მოახდინა. შესაძლოა იმიტომ, რომ მთები მიყვარს, ლიტვაში კი მთები არ გვაქვს. ან, იქნებ ეს იმ სვანი ქალბატონის დამსახურებაც იყოს, წყალს რომ ყიდდა და მაინც წყაროსკენ რომ მიგვითითა და მერე მჟავე წყლების გზა მიგვასწავლა. საქართველო უნიკალური ქვეყანაა და იმ ბუნებრივ სიმდიდრეს, რაც აქ ვნახე, გაფრთხილება სჭირდება. გაუფრთხილდით თქვენს ულამაზეს სამშობლოს!» - ასეთი იყო ვიტოლდასის შეფასება მოგზაურობის დასასრულს, მაგრამ მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით.

ქუთაისი

ვილნიუსიდან ქუთაისში პირდაპირი ავიარეისებია და ჩვენი სტუმარიც სწორედ ქუთაისში ჩამოფრინდა. გეგმის მიხედვით, ქუთაისში მხოლოდ ერთი დღე გვქონდა განსაზღვრული, მაგრამ ჩვენი სავარდო და სამაისო ქალაქი და ქუთათურები ისე მოეწონა, რომ ქუთაისში ორი დღე დავრჩით. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე მცირე დროა იმისათვის, რომ უცხოელმა ქუთაისის ფენომენი სრულყოფილად აღმოაჩინოს, მაგრამ ჩვენ ლიტველი კოლეგას ამ ორ დღეში ქუთაისი ძალიან შეუყვარდა.

Auto Bild

”ვგრძნობ, რომ ამ ქალაქს უდიდესი პოტენციალი აქვს. ოღონდ, ამ პოტენციალის ჭვიანურად გამოყენებაა საჭირო. ბევრი ქართველისგან მსმენია და მეც ვხედავ, რომ მთელი საქართველო თბილისისკენ მიილტვის, ან უკვე თბილისშია. ჩვენთანაც, ლიტვაში, საქართველოს ქალაქებიდან უმრავლესობამ მხოლოდ თბილისი და ბათუმი იცის. არადა, ამ დროს არსებობს ასეთი უმშვენიერესი ქალაქი, ტურისტებისთვის უაღრესად საინტერესო ადგილებით და ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და იუმორის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ხალხით. თამამად ვიტყვი, რომ ქუთაისის სახით საქართველოში ახალი, განსაკუთრებული ქალაქი აღმოვაჩინე და მომდევნო ჩამოსვლისას ამ ქალაქისთვის უფრო მეტ დროს გავითვალისწინებ,” - ასე შეაფასა ვიტოლდასმა ქუთაისი.
Auto Bild
კანიონები და მეგრული სამზარეულო

ჩვენი მომდევნო გაჩერება სამეგრელო იყო - მარტვილი და ზუგდიდი. მარტვილისა და ოკაცეს ულამაზესი კანიონები, ანაც კინჩხის ჩანჩქერი ის ადგილებია, ბევრ ქართველსაც რომ არ აქვს ნანახი და თუ თქვენც მათ სიაში ხართ, გეტყვით, რომ ეს კანიონები აუცილებლად უნდა ნახოთ! დადიანების სასახლე ზუგდიდში, ანაც უბრალოდ სამეგრელოს სოფლების დათვალიერებაც უდიდესი სიამოვნებაა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მეგრული სამზარეულო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამეგრელოში უნდა აღმოაჩინო!

ჩვენს სტუმარს ელარჯი და ხარჩო პირველად მარტვილში გავასინჯეთ და არა მარტო ამ კომბინაციამ, არამედ ზოგადად მეგრულმა სამზარეულომ განსაკუთრებით აღაფრთოვანა. ელარჯი და ხარჩო ვიტოლდასმა მოგვიანებით თბილისშიც მიირთვა და მიმტანს შენიშვნაც კი მისცა - ხარჩო უფრო ცხარე უნდა იყოსო...

Auto Bild

წმინდა სვანეთი

სამეგრელოს შემდეგ უკვე სვანეთს მივაშურეთ და მესტიაში შესვლის მომენტი ჩვენი სტუმრისთვის ფაქტობრივად შოკი იყო - შოკი საუკეთესო გაგებით. ზუგდიდიდან მესტიამდე ხანგრძლივი გზაა, მაგრამ ულამაზესი და ამ გზის გავლა დიდი სიამოვნებაა. მერე კი შედიხარ მესტიაში და თუ აქ პირველად ხარ, აუცილებლად იტყვი, რომ «სხვა საქართველო» აღმოაჩინე! სვანური კოშკების ფონზე ტკბები თეთნულდის ხედით, აუცილებლად უნდა ახვიდე ქორულდის ტბაზე და უბრალოდ ჩამოჯდე, ჩუმად იყო და ათვალიერო ბუნება - საითაც არ უნდა გაიხედო, ჟრუანტელი დაგივლის! თუ მთებში ხეტიალი გიყვარს, სვანები დიდი სიამოვნებით გაგიწევენ მეგზურობას და განუმეორებელ ადგილებს აღმოგაჩენინებენ.

Auto Bild

უშგულში გადასვლაც აუცილებელია! მესტია ულამაზესია, გრანდიოზულია, მაგრამ უშგული სულ სხვაა - უფრო ველური, კიდევ უფრო მეტად ბუნებრივი. მესტიიდან უშგულამდე დამღლელი გზა მიდის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა არა მხოლოდ ღირს, არამედ აუცილებელია!


ვიდეო: გასეირნება უშგულში

”სვანეთში პირველად ვარ და ზუსტად ვიცი, რომ აქ კიდევ ჩამოვალ. თანაც, არაერთხელ! ერთი სრული შვებულება სწორედ აქ უნდა გავატარო, სამი დღე არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი. გარდა ამ ულამაზესი ბუნებისა, აქ ყველაზე მთავარი ხალხთან ურთიერთობაა. ისეთ ხალხთან, როგორიც ჩვენი მასპინძელი პაატა იყო. თუ ყველა სვანი ასეთია, მაშინ სვანეთი ის ადგილი ყოფილა, სადაც მსოფლიოში ყველაზე გულიანი, სუფთა და პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ!” - ასე მოიხიბლა სვანეთით ჩვენი სტუმარი.

Auto Bild

ფენომენალური რაჭა
Auto Bild
სვანეთის შემდეგ გეზი რაჭისკენ ავიღეთ. ამბროლაური, ონი, შოვი - ასეთი იყო ჩვენი მარშრუტი. ნაქერალას უღელტეხილის გზას რომ შევუყევით, ვიტოლდასმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მოგვიბრუნდა:

”იცით, რით არის თქვენი სამშობლო კიდევ გამორჩეული? ნახავ ერთ მხარეს, მერე მეორეს, მესამეს და სწორედ იმ დროს, როცა ფიქრობ, რომ ვეღარაფერი გაგაოცებს, მიდიხარ სრულიად ახალ მხარეში და მაინც გაოცებული ხარ. მერე ყველაფერი ერთმანეთში გერევა და აღარ იცი, რომელი ჯობდა - პირველი, მეორე, თუ მესამე. საქართველოს მხარეები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ მგონია, სხვადასხვა ქვეყნებში ვმოგზაურობ, ამ დროს კი ერთ პატარა ქვეყანაში ვართ. საქართველოში აქამდე 5-ჯერ ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანას კარგად ვიცნობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა საუკეთესო ქართული კერძის გემო ვიცოდი. ქართული სამზარეულო ხინკალი, ხაჭაპური და მწვადი მეგონა! ახლა კი აღმოვაჩინე ელარჯი, ღომი, გებჟალია, კუბდარი. ახლა სადაც მივდივართ, დარწმუნებული ვარ, იქაც რაღაც ახალს აღმოვაჩენ...”

”რაჭულ ლორს, ხვანჭკარას და იმ ასევე უნიკალურ ფენომენს, რასაც რაჭა და რაჭველები ჰქვია!”

რაჭაში, რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო ლამაზია ბუნება. ჩვენი ლიტველი სტუმარი ნაქერალას უღელტეხილით რომ მოიხიბლა, არ გაგვკვირვებია, მაგრამ არ გვითქვამს, წინ რა ელოდა! შაორის წყალსაცავი რომ გამოჩნდა, პირველი შოკი მაშინ მიიღო. მერე იყო ნიკორწმინდა, ამბროლაურში რაჭული ლორით წახემსება და იმის მიხვედრა, რომ ასეთი უნიკალური ლორი დედამიწაზე სხვაგან ვერსად იქნება.

”ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ლორზე ვიტყოდი, რომ მისი გემო არასდროს დამავიწყდება!” - დაასკვნა ვიტოლდასმა ამბროლაურის ტავერნაში.

ღამე სწორედ ამროლაურში გავათენეთ, სასტუმროში, რომლის ეზოშიც მშრომელი და ძალიან კრეატიული რაჭველი კაცი მუშაობდა. ეზოს ყველა კუთხე და კუნჭული უაღრესად საინტერესოდ ჰქონდა გადაწყვეტილი - მის ნახელავში იგრძნობოდა უდიდესი ფანტაზია და უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი - უდიდესი პატივისცემა. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს კაცი სასტუმროს მფლობელი აღმოჩნდა!

Auto Bild

მეორე დილას ონისკენ ავიღეთ გეზი, მთელი გზა მძაფრდებოდა შეგრძნება, რომ სწორედ რაჭაა საქართველოს ულამაზესი კუთხე, შოვმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - შოვი რაჭის სილამაზის მწვერვალია! ჩვენი სტუმარი უკვე ვეღარ ამბობდა ასე გადაჭრით, რომელი მხარე უფრო ლამაზი იყო - სადაც წინა დღეებში ვიყავით, თუ სადაც ახლა ვიმყოფებოდით. და თან, ჩვენი მოგზაურობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

სტეფანწმინდა და შატილი

ვიტოლდასი სტეფანწმინდაში აქამდეც ორჯერ იყო ნამყოფი და აქაურობა, თავისი გერგეთით და მოხევეებით იმდენად უყვარს, რომ არ უნდოდა, საქართველოდან ისე წასულიყო, კიდევ ერთხელ არ ენახა ეს მხარე. გზად, ფასანაურში კიდევ ერთხელ, ერთად აღმოვაჩინეთ, რომ მთელ საქართველოში, ყველაზე გემრიელი და ნაღდი ხინკალი სწორედ ფასანაურში კეთდება.


ვიდეო: ფასანაურელი ქალბატონები საუკეთესო ხინკალს აკეთებენ

სტეფანწმინდაში კიდევ ერთხელ მოვინახულეთ გერგეთი, გველეთის ჩანჩქერი, დარიალის ხეობა, სნო და ყაზბეგის ეროვნული პარკი. ”ეს ადგილები განსაკუთრებით მიყვარს, რადგან როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი, თბილისის შემდეგ სწორედ აქ წამომიყვანეს. მას მერე ყაზბეგში 3-ჯერ ჩამოვედი და ეს ადგილები უკვე ზეპირად ვიცი. გერგეთზე ასასვლელი გზის თითოეული მოსახვევი მახსოვს,” - ვიტოლდასს მოხევეები განსაკუთრებით უყვარს.

Auto Bild

ხევის შემდეგ გეზი ხევსურეთისკენ ავიღეთ! ჟინვალის სწყალსაცავიდან შატილამდე 100 კილომეტრია, მაგრამ ამ გზის გავლას მინიმუმ 4 საათი სჭირდება. სამწუხაროდ, გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია როშკამდეც კი, სადაც შეიძლება, რომ გზა მართლაც კარგი იყოს. შესაბამისად, ეს გზა მართლაც ძალიან დამღლელია. როშკას შემდეგ უღელტეხილი იწყება, მერე კი, შატილისკენ ულამაზესი ხედების ფონზე ეშვები და საშინელ გზაზე აღარ ფიქრობ, მაგრამ უბრალოდ აუცილებელია, რომ როშკამდე მაინც გაკეთდეს გზა! სხვა შემთხვევაში, შატილში ტურიზმის განვითარება შეუძლებელია. არადა საჭიროა! იმიტომ, რომ შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია.

Auto Bild

”შატილს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, - გულდაწყვეტილი გვეუბნებოდა ვიტოლდასი, - მაგრამ ეს გზა ძალიან დამღლელია. აქ ისეთი ადგილებია, აუცილებლად უნდა გაჩერდე და ჯამში 100 კილომეტრის გავლას 5 საათს მოანდომებ. ბოლო მონაკვეთი ულამაზესია, მაგრამ პირველი 50 კილომეტრი მაინც უნდა გაიარო სწრაფად და იქ მაინც უნდა გაკეთდეს კარგი გზა. აქამდეც ვიცოდი, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანა იყო, ამ მოგზაურობამ კი მხოლოდ ერთ რამეში დამარწმუნა: ამ ულამაზეს ქვეყანაში არც ერთხელ ჩამოსვლაა საკმარისი, არ ორჯერ და არც ხუთჯერ! გაუფრთხილდით ამ სილამაზეს!»

Auto Bild

ბოლო დღეს მომდევნო ტური დავგეგმეთ. ძალიან ბევრი დარჩა სანახავი და სათქმელიც. ჩვენ კი ამ ყველაფერს ბევრს ვეღარაფერს დავამატებთ - ვიტყვით მხოლოდ ერთს: «საქართველო, ლამაზო! სხვა საქართველო არ არის!!!»
შალვა ბუაჩიძე

Auto BildAuto Bild

ასევე იხილეთ:
ავტომობილი, რომლითაც საქართველო მოვიარეთ
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ლამბორგინი ურაკან პერფორმანტე რეკორდს უმიზნებს
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
სრულად
article image
Cat Image
მაკლარენის უახლესი სუპერავტომობილი გრანდიოზული მონაცემებით
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სრულად
article image
Cat Image
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
2017-03-13 08:35:04
”ალფა რომეოს” უმთავრესი მოდელით პირველმა გასეირნებამ გვიჩვენა, რომ იტალიელები საუკეთესო გერმანელს უტევენ!
სრულად
ვინ არის და სადაურია მე-6-მილიონე ტურისტი, რომელზეც დღეს ყველა ლაპარაკობს?
16 წლის ბიჭის თბილისში დაწყებული ბიზნესი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გრძელდება
ყოფილი ქმრის ჯიბრზე აშენებული სახლი, რომლის მსგავსიც არ არსებობდა
იყიდება კერძო სახლი დიღმის მასივში
იყიდება 4-ოთახიანი სანზონაში
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება კერძო სახლი ბაგებში
რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]
ლა ლიგა. XXVIII ტური: როგორ აორთქლდა "სევილიას" საჩემპიონო შანსი [VIDEO]
"ნაკრებში ჩამოსვლამ და ტრავმამ "სევილია B"-ს მწვრთნელთან ურთიერთობა ამირია"
სხვა სიახლეები
16.03.2017
ყველაფერი 2011 წელს დაიწყო. 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა ქართული მრავალფუნქციური შეჯავშნული
სრულად
შორენა ბეგაშვილის ახალი მანქანა G-კლასია
13.03.2017
ტელეწამყვანს და მსახიობს, შორენა ბეგაშვილს ახალი ძვირადღირებული ავტომობილი ჰყავს.
სრულად
საქართველოში ლუდის სეზონს #1 ბავარიული ლუდი „ოტინგერი“ ხსნის
13.03.2017
გაზაფხულდა, დათბა და ლუდის დალევაც გაცილებით უფრო სასიამოვნო გახდა.
სრულად
ყველაზე კითხვადი
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
დაცულია თუ არა საქართველოში მომხმარებელთა უფლებები
როგორ აისახება სადაზღვევო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები მოქალაქეებზე?
ქართველი ძმები შილდაში ნუშის პლანტაციას აშენებენ
N87 მარტი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში - ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში - ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
TCR რუსთავში: ბილეთების ფასები ცნობილია, გაყიდვა დაიწყო!
TCR რუსთავში: ბილეთების ფასები ცნობილია, გაყიდვა დაიწყო!
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ქირავდება მ/ა "ფორდი" ნებისმიერი სახის
იყიდება ბეტონმრევი MAN მიწოდებით (ტრანსპორტიორით)
იყიდება ბეტონმრევი MAN მიწოდებით (ტრანსპორტიორით)!
კვადრო ციკლები, მოპედების შესყიდვა-გაყიდვა, შეკეთება,
რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]
გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის ტურის MVP სეზონში მეორედ გახდა!
ფაქტი, რომელმაც ყველა დააბნია - რატომ გადასცეს თასი "ბორჯღალოსნებს"