”ლენდ როვერში” SUV-კუპეზე აქტიურად მუშაობენ. იმ დროს, როცა ბრიტანელთა კონკურენტებს უკვე ჰყავთ დინამიკური SUV-ები კუპესებრი სახურავებით, თავად ამ კლასის ფუძემდებელი ”ლენდ როვერი” იმით იწონებს თავს, რომ პირველი SUV-კაბრიოლეტი (Evoque Cabrio) გამოიყვანა ასპარეზზე. ახლა კი გადაწყვეტილია, რომ ბრიტანელები ჟენევის ავტოშოუზე (9-19 მარტი) Range Rover Velar-ს წარმოადგენენ.

ეს ავტომობილი კლასობრივად Evoque-ზე მაღლა იქნება პოზიციონირებული. 4-კარიანი JLR-ის IQ-პლატფორმაზე იქმნება, რომელიც Jaguar F-Pace-შიცაა გამოყენებული. ალუმინის ძარის დამსახურებით, ავტომობილის წონა 2000 კილოგრამზე ნაკლები იქნება.
► კონკურენტები? რა თქმა უნდა, BMW X6 და Mercedes GLE Coupe.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ”რენჯ როვერის” SUV-კუპე Jaguar F-Pace-იდან და Range Rover Sport-იდან ნაცნობ ძრავებს მიიღებს. ავტომობილი სერიულად აღიჭურვება სრული ამძრაობით და 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. მოგვიანებით დაგეგმილია Plug-in-ჰიბრიდული ვერსიის გამოშვებაც.
აქვე ვთქვათ, ბრიტანელები ახალი მოდელის SVR-ვერსიის გამოშვებასაც გეგმავენ, რომელსაც მინიმუმ 550 ცხენის ძალა ექნება. ”ლენდ როვერის” მომავალი SUV-კუპეს სავარაუდო საწყისი ფასი დაახლოებით 70 000 ევროა.
ასევე დაგაინტერესებთ:
რენჯ როვერის ექსტრემალური დაშვება
ალპების სახიფათო ფერდობზე (+ VIDEO)

ასევე დაგაინტერესებთ:
ახალი დისკო (თითქმის) ყველაფრისთვის მზადაა!

როგორი იქნება ახალი ლენდ როვერ დეფენდერი?

ასევე იხილეთ:
მდიდრებო, მდიდრებო, სად ხართ?

მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის სუპერ-SUV-ების შედარება

GOODBYE, MY FRIEND!
ვემშვიდობებით Land Rover Defender-ს

ლენდ როვერ დეფენდერის სუპერ-ზონდერი

იხილეთ გალერეა:
Land Rover Defender-ის ზონდერმოდელები

ასეთი იქნება მომავალი დეფენდერი?

ასევე იხილეთ:
რა შეუძლია Range Rover-კაბრიოლეტს? (+ VIDEO)

ლენდ როვერის ”დისკო” თუ Mercedes GLC?

რენჯ როვერი ასეთი მრისხანე აქამდე არასდროს ყოფილა

სმარტფონი მართავს რენჯ როვერს! (+ VIDEO)

რენჯ როვერი გააპიკაპეს...

დედოფლის ახალი რენჯ როვერი

10 ყველაზე სწრაფი SUV
