
► თუ იმ დღეს ბაკურიანში არ იყავით, შეჯიბრის მასშტაბურობაში ვიდეოს ნახვისა და ფოტოების დათვალიერების შემდეგ დარწმუნდებით.
Xtreme Off-Road Club Georgia-ს ორგანიზებით გამართულ შეჯიბრში 50-მდე მონაწილემ იასპარეზა. მათ შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელებიც. შეჯიბრს მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 5 000-მდე მაყურებელი დაესწრო. მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაციის ღონისძიება.
► რაც ყველაზე მთავარია: საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

შეჯიბრს, რეგლამენტის მიხედვით 5 კატეგორია ჰქონდა. პირველი მოყვარულ ”ჯიპერთა” კატეგორია გახლდათ, რომელშიც სტანდარტული (მოუმზადებელი) ყველგანმავლები მონაწილეობდნენ. სხვა კატეგორიები კი ძრავის მოცულობის მიხედვით დაიყო: 2,5 ლიტრამდე მოცულობის მქონე ავტომობილები; 2,5 ლიტრზე მეტი; შეცვლილი ძრავის ან შეცვლილი ტრანსმისიის მქონე ავტომობილები; და ATV, ანუ საჭიანი კვადროციკლები, ე.წ. ”ბაგები”.

საბოლოო შედეგები
A Class
1. გივი შავიშვილი/თამაზ გოგიტიძე (Toyota FJ) - 1:44,8
2. ლევან მაისურაძე/თემურ გოგნაძე Suzuki Jimny - 1:46,4
3. თორნიკე ჩაფიძე/ტარიელ დონაძე Mitsubishi Pajero - 2:02,4
4. ლევან მათიაშვილი/დიმიტრი ყიფშიძე Suzuki Samurai - 2:42,0

B Class

1. არმენ კაზარიანი/ვიქტორ კომისაროვი Jeep Wrangler - 8:00
2. გრიგოლ მშვენიერაძე/შოთა მაჭარაშვილი Suzuki Jimny - 8:54
3. ვასო მშვენიერაძე/ლევან თარხნიშვილი Suzuki Jimny - 9:04
4. რობერტ ბერიაშვილი/გივი შაქარაშვილი Suzuki Vitara - 9:30
C Class
1. ზვიად დვალიშვილი/ნიკოლოზ გუჩუა Mitsubishi Pajero - 8:20
2. ბადრი ნაბელიშვილი/ზუკა ნაბელიშვილი Mitsubishi Pajero - 8:35
3. არსენ კარაპეტიანი/მიშა კტოიანი Jeep Wrangler - 8:45
4. მიხეილ ქავთარაძე/თენგო შუბითიძე Jeep Wrangler 4.0 - 8:49
5. გალაქტიონ ანთაძე/რომა ჩარკვიანი Isuzu Rodeo - 9:30
6. რომა მამუკაშვილი/ედუარდ პეტროსიანი Mitsubishi Pajero - 10:13
7. გიორგი ოსეფაიშვილი/ავთო ხუციშვილი Jeep Wrangler - 10:30

D Class
1. იოანე ყიფშიძე/ირაკლი კაკაურიძე Suzuki Samurai 2.0 Golf - 08:18
2. მიშა ბადრიშვილი/მამუკა ხარანაული Suzuki Samurai 2.0 Opel - 08:26
3. კახი სოლომნიშვილი/მიხეილ წამალაშვილი Nissan patrol 7.4 big block - 08:39
4. ვასილ გაგნიძე/ვახო შერგელაშვილი Toyota LC 4.3 Mercedes - 08:43
5. გიორგი ლელაშვილი/გიორგი კეკელიძე Hyundai Galloper 5.0 Mercedes - 09:08
6. დავიდ მარტიროსიანი/ედუარდ კაიფასიანი Toyota LC 3.0 TD - 09:18
7. ვალერი მღებრიშვილი/ომარი ცინდელიანი Mitsubishi Pajero 3.2 Mercedes - 09:36
ფოტოები და ვიდეო: Alma productions