ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
13.02.2017
მსახიობი ნინო კასრაძე ჰიბრიდულ Toyota RAV4-ს მართავს და ამ ავტომობილის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა

“მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას!” - ვკითხულობთ რეჟისორ რეზო შატაკიშვილის ბლოგში ნინო კასრაძის შესახებ, - ”ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა. ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მას სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ - სიყვარულით.”

”არ ეტყობა: წლები. ეტყობა: ინტელექტი. ის ყოველთვის გაურბის იაფფასიან პოპულარობას, ყვითელ პრესას, არ საუბრობს პოლიტიკურ შეხედულებებზე, არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე, არ აქვს ”ფეისბუქი” - მაუსის ტრიალში არ ლევს წუთისოფელს!” - ესეც ამონარიდია. ასევე რეზო შატაკიშვილის სტატიიდან.

Auto Bild

ბევრი ვიფიქრეთ, როგორ დაგვეწყო სტატია ნინო კასრაძის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირაა, ახალი, ჰიბრიდული Toyota RAV4-ით გადაადგილდება. ეს საავტომობილო ჟურნალია, ჩვენ ავტოჟურნალისტები ვართ და როცა ამა თუ ავტომობილის შესახებ წერას ვიწყებთ, ბევრი ფიქრი არასდროს გვჭირდება ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ფიქრი დაგვჭირდა. დიდხანს ფიქრი. და მაინც ვერაფერი მოვიფიქრეთ. იმიტომ, რომ ნინო კასრაძე უბრალოდ მსახიობი არ არის. არც უბრალო მსახიობია.

ნინო კასრაძეს ჩვენც ვიცნობთ და არ განვეკუთვნებით იმ კატეგორიას, ვინც ის მხოლოდ ტელესერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო - სცენაზეც გვინახავს და ეკრანზეც. თანაც, ჯერ კიდევ ფილმ ”ორფეოსის სიკვდილში”, რომელიც 1996 წელსაა გადაღებული.

Auto Bild

ჩვენმა ერთგულმა მკითხველებმა იციან, რომ AUTO BILD-ის გარეკანზე ადამიანი, თუნდაც ცნობადი სახე, ძალიან იშვიათად ხვდება. იმიტომ, რომ ეს საავტომობილო ჟურნალია და ჩვენთვის ”სელებრითები” პირველ რიგში ავტომობილებია. ყოფილა გამონაკლისი შემთხვევები, გვყოლია გარეკანზე Tesla-ს შეფი ელონ მასკი, ჩვენი მევლუდ მელაძე და ჩვენი დათა ქაჯაია, ახლა კი, AUTO BILD-ის პირველი გვერდი ნინო კასრაძემ დაამშვენა - ერთ-ერთმა ყველაზე პოზიტიურმა სახემ სრულიად საქართველოს ცნობად სახეებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და პროგრესულ, ეკოლოგიურ ავტომობილთან, ჰიბრიდულ Toyota RAV4-თან ერთად.

► ”რამდენიმე კვირაა, რაც ჰიბრიდული RAV4-ით დავდივარ და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. მომწონს არა მხოლოდ თვითონ მანქანა, არამედ მომწონს საკუთარი თავიც ამ მანქანის საჭესთან, რადგან ასეთი ეკოლოგიური ავტომობილის მფლობელი გარემოზე ზრუნავს, გაცილებით ნაკლებად აბინძურებს მას..."


"...მას მერე, რაც ჰიბრიდუოლ RAV4-ს ვმართავ, თითქოს სხვა ადამიანი გავხდი და სწორედ ეს მომწონს ჩემში - გარემოზე მზრუნველის როლი,” - გვითხრა ნინომ და ზუსტად ისე გაგვიღიმა, როგორც სჩვევია - გულრწფელი, ნამდვილი ღიმილით. მანამდე კი, ფოტოსესიის დროს, როცა ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე გაღიმებას სთხოვდა, გვეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ, ყალბი ღიმილი არ შემიძლია, თუ როლში არ ვარ და არ ვთამაშობ, ვერ ვიღიმიო.

Auto Bild

”გარდა იმისა, რომ ეს ავტომობილი კარგად გამოიყურება, ეკონომიური და ძალიან ეკოლოგიურიცაა, რაც მისწრებაა ჩვენი დაბინძურებული გარემოსთვის. ყველამ ვიცით, რომ თბილისის ჰაერის დაბინძურებაში 90%-ზე მეტი სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის და კარგი იქნებოდა, რომ ვისაც შეუძლია, სწორედ ასეთ ეკოლგიურ მანქანებზე შეაჩეროს არჩევანი. თანაც, უკვე თვეზე მეტია, რაც ჰიბრიდული RAV4-ით დავდივარ და მინდა გითხრათ, რომ ყველანაირად მომწონს. ოჯახისთვისაც იდეალურია - კომფორტულია, ტევადი და ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ოჯახს სჭირდება,” - ესეც ნინოს სიტყვებია.

ავტომობილი დაბრენდილია წარწერებით ”იზრუნე გარემოზე” და ”აირჩიე ჰიბრიდი” - ნინო კასრაძისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარემოზე ზრუნვა სამაგალითო, გადამდები უნდა იყოს.

Auto Bild

”მომავალი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისაა! არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთო, რაც, სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი სენია. როგორც მსახიობი თამაშობს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ პირველ რიგში სხვებისთვის, ასე უნდა იყო ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და თუ შეგიძლია, რომ ავტომობილის მართვით, თუნდაც გარემოს გაუფრთხილდე და მაგალითი სხვებსაც მისცე, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო!” - მიაჩნია ნინო კასრაძეს.

მანქანას 2007 წლიდან მართავს და მას შემდეგ, მისი ცხოვრების წესი და სტილი მთლიანად შეიცვალა. ავტომობილი მისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის - მანქანა, შეუძლია, სახლსაც კი შეადაროს. მართალია, ფეხით სიარულს მოუკლო და ეს უდავოდ ცუდია, მაგრამ მანქანის გარეშე ცხოვრება და თანაც, მსახიობის ცხოვრება, უკვე ვეღარ წარმოუდგენია.

Auto Bild

37 წლის იყო, როდესაც ავტომობილის მართვა დაიწყო და თავიდან, საკუთარ შესაძლებობებში ეჭვი ეპარებოდა. თუმცა, საჭეს ალღო მალევე აუღო და დღეს უკვე მიიჩნევს, რომ ავტომობილს ბევრზე უკეთ მართავს. მართალია, მისი მეუღლე ფიქრობს, რომ საჭესთან ცოტა გაფანტულია და არც თავად მალავს, რომ მეტი მობილიზება და ყურადღება მართებს, მაგრამ რაც მთავარია, თავდაჯერებული მძღოლია და არა დაბნეული.

Auto Bild

”ვცდილობ, მოძრაობის წესები არ დავარღვიო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. შესაბამისად, მერე ჯარიმებსაც ვიხდი ხოლმე,” - ყოფილა შემთხვევა, როცა დარღვევისთვის სხვა გაუკიცხავს და სულ მალე, ასეთივე დარღვევაზე საკუთარი თავი დაუჭერია: ”ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ვეღარაფერს ვამჩნევთ, ადამიანობას ვკარგავთ. ეს, რა თქმა უნდა, ყოველდღიური სტრესის და გადატვირთული მოძრაობის ბრალიცაა. მეც აღმომიჩენია საკუთარ თავში ასეთი მონსტრი და მერე ვნანობ ხოლმე. ალბათ სხვებიც ასე არიან. ერთხელ, ერთ კაცს ვეჩხუბე - არადა, თურმე პირიქით, გზას მითმობდა და ისე ზრდილობიანად მითხრა, რა გაყვირებთ ქალბატონო, მე უბრალოდ გითმობთო, რომ ძალიან შემრცხვა და ავტირდი. თვითონაც ძალიან შეწუხდა... ეგ რომ მცოდნოდა, მეც გამოგლანძღავდითო...”
შალვა ბუაჩიძე
ირაკლი გედენიძის ფოტოები

ასევე დაგაინტერესებთ:
ჰიბრიდული Toyota RAV4
ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ლამბორგინი ურაკან პერფორმანტე რეკორდს უმიზნებს
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
სრულად
article image
Cat Image
მაკლარენის უახლესი სუპერავტომობილი გრანდიოზული მონაცემებით
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სრულად
article image
Cat Image
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
2017-03-13 08:35:04
”ალფა რომეოს” უმთავრესი მოდელით პირველმა გასეირნებამ გვიჩვენა, რომ იტალიელები საუკეთესო გერმანელს უტევენ!
სრულად
ვინ არის და სადაურია მე-6-მილიონე ტურისტი, რომელზეც დღეს ყველა ლაპარაკობს?
16 წლის ბიჭის თბილისში დაწყებული ბიზნესი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გრძელდება
ყოფილი ქმრის ჯიბრზე აშენებული სახლი, რომლის მსგავსიც არ არსებობდა
იყიდება კერძო სახლი ბაგებში
იყიდება 4-ოთახიანი ბათუმში
იყიდება კერძო სახლი დიღმის მასივში
იყიდება 4-ოთახიანი სანზონაში
რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]
ლა ლიგა. XXVIII ტური: როგორ აორთქლდა "სევილიას" საჩემპიონო შანსი [VIDEO]
"ნაკრებში ჩამოსვლამ და ტრავმამ "სევილია B"-ს მწვრთნელთან ურთიერთობა ამირია"
სხვა სიახლეები
16.03.2017
ყველაფერი 2011 წელს დაიწყო. 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა ქართული მრავალფუნქციური შეჯავშნული
სრულად
შორენა ბეგაშვილის ახალი მანქანა G-კლასია
13.03.2017
ტელეწამყვანს და მსახიობს, შორენა ბეგაშვილს ახალი ძვირადღირებული ავტომობილი ჰყავს.
სრულად
საქართველოში ლუდის სეზონს #1 ბავარიული ლუდი „ოტინგერი“ ხსნის
13.03.2017
გაზაფხულდა, დათბა და ლუდის დალევაც გაცილებით უფრო სასიამოვნო გახდა.
სრულად
ყველაზე კითხვადი
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
დაცულია თუ არა საქართველოში მომხმარებელთა უფლებები
როგორ აისახება სადაზღვევო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები მოქალაქეებზე?
ქართველი ძმები შილდაში ნუშის პლანტაციას აშენებენ
N87 მარტი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში - ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში - ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
TCR რუსთავში: ბილეთების ფასები ცნობილია, გაყიდვა დაიწყო!
TCR რუსთავში: ბილეთების ფასები ცნობილია, გაყიდვა დაიწყო!
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ბეტონმრევი MAN მიწოდებით (ტრანსპორტიორით)
ქირავდება მ/ა "ფორდი" ნებისმიერი სახის
იყიდება, მერსედესი ც კლასის
იყიდება!!! ასევე ქირავდება კომატსუ.სკ.820.მოგემსახურებათ გამოცდილი
რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]
გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის ტურის MVP სეზონში მეორედ გახდა!
ფაქტი, რომელმაც ყველა დააბნია - რატომ გადასცეს თასი "ბორჯღალოსნებს"