ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
13.02.2017
მსახიობი ნინო კასრაძე ჰიბრიდულ Toyota RAV4-ს მართავს და ამ ავტომობილის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა

“მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას!” - ვკითხულობთ რეჟისორ რეზო შატაკიშვილის ბლოგში ნინო კასრაძის შესახებ, - ”ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა. ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მას სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ - სიყვარულით.”

”არ ეტყობა: წლები. ეტყობა: ინტელექტი. ის ყოველთვის გაურბის იაფფასიან პოპულარობას, ყვითელ პრესას, არ საუბრობს პოლიტიკურ შეხედულებებზე, არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე, არ აქვს ”ფეისბუქი” - მაუსის ტრიალში არ ლევს წუთისოფელს!” - ესეც ამონარიდია. ასევე რეზო შატაკიშვილის სტატიიდან.

Auto Bild

ბევრი ვიფიქრეთ, როგორ დაგვეწყო სტატია ნინო კასრაძის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირაა, ახალი, ჰიბრიდული Toyota RAV4-ით გადაადგილდება. ეს საავტომობილო ჟურნალია, ჩვენ ავტოჟურნალისტები ვართ და როცა ამა თუ ავტომობილის შესახებ წერას ვიწყებთ, ბევრი ფიქრი არასდროს გვჭირდება ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ფიქრი დაგვჭირდა. დიდხანს ფიქრი. და მაინც ვერაფერი მოვიფიქრეთ. იმიტომ, რომ ნინო კასრაძე უბრალოდ მსახიობი არ არის. არც უბრალო მსახიობია.

ნინო კასრაძეს ჩვენც ვიცნობთ და არ განვეკუთვნებით იმ კატეგორიას, ვინც ის მხოლოდ ტელესერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო - სცენაზეც გვინახავს და ეკრანზეც. თანაც, ჯერ კიდევ ფილმ ”ორფეოსის სიკვდილში”, რომელიც 1996 წელსაა გადაღებული.

Auto Bild

ჩვენმა ერთგულმა მკითხველებმა იციან, რომ AUTO BILD-ის გარეკანზე ადამიანი, თუნდაც ცნობადი სახე, ძალიან იშვიათად ხვდება. იმიტომ, რომ ეს საავტომობილო ჟურნალია და ჩვენთვის ”სელებრითები” პირველ რიგში ავტომობილებია. ყოფილა გამონაკლისი შემთხვევები, გვყოლია გარეკანზე Tesla-ს შეფი ელონ მასკი, ჩვენი მევლუდ მელაძე და ჩვენი დათა ქაჯაია, ახლა კი, AUTO BILD-ის პირველი გვერდი ნინო კასრაძემ დაამშვენა - ერთ-ერთმა ყველაზე პოზიტიურმა სახემ სრულიად საქართველოს ცნობად სახეებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და პროგრესულ, ეკოლოგიურ ავტომობილთან, ჰიბრიდულ Toyota RAV4-თან ერთად.

► ”რამდენიმე კვირაა, რაც ჰიბრიდული RAV4-ით დავდივარ და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. მომწონს არა მხოლოდ თვითონ მანქანა, არამედ მომწონს საკუთარი თავიც ამ მანქანის საჭესთან, რადგან ასეთი ეკოლოგიური ავტომობილის მფლობელი გარემოზე ზრუნავს, გაცილებით ნაკლებად აბინძურებს მას..."


"...მას მერე, რაც ჰიბრიდუოლ RAV4-ს ვმართავ, თითქოს სხვა ადამიანი გავხდი და სწორედ ეს მომწონს ჩემში - გარემოზე მზრუნველის როლი,” - გვითხრა ნინომ და ზუსტად ისე გაგვიღიმა, როგორც სჩვევია - გულრწფელი, ნამდვილი ღიმილით. მანამდე კი, ფოტოსესიის დროს, როცა ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე გაღიმებას სთხოვდა, გვეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ, ყალბი ღიმილი არ შემიძლია, თუ როლში არ ვარ და არ ვთამაშობ, ვერ ვიღიმიო.

Auto Bild

”გარდა იმისა, რომ ეს ავტომობილი კარგად გამოიყურება, ეკონომიური და ძალიან ეკოლოგიურიცაა, რაც მისწრებაა ჩვენი დაბინძურებული გარემოსთვის. ყველამ ვიცით, რომ თბილისის ჰაერის დაბინძურებაში 90%-ზე მეტი სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის და კარგი იქნებოდა, რომ ვისაც შეუძლია, სწორედ ასეთ ეკოლგიურ მანქანებზე შეაჩეროს არჩევანი. თანაც, უკვე თვეზე მეტია, რაც ჰიბრიდული RAV4-ით დავდივარ და მინდა გითხრათ, რომ ყველანაირად მომწონს. ოჯახისთვისაც იდეალურია - კომფორტულია, ტევადი და ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ოჯახს სჭირდება,” - ესეც ნინოს სიტყვებია.

ავტომობილი დაბრენდილია წარწერებით ”იზრუნე გარემოზე” და ”აირჩიე ჰიბრიდი” - ნინო კასრაძისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარემოზე ზრუნვა სამაგალითო, გადამდები უნდა იყოს.

Auto Bild

”მომავალი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისაა! არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთო, რაც, სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი სენია. როგორც მსახიობი თამაშობს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ პირველ რიგში სხვებისთვის, ასე უნდა იყო ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და თუ შეგიძლია, რომ ავტომობილის მართვით, თუნდაც გარემოს გაუფრთხილდე და მაგალითი სხვებსაც მისცე, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო!” - მიაჩნია ნინო კასრაძეს.

მანქანას 2007 წლიდან მართავს და მას შემდეგ, მისი ცხოვრების წესი და სტილი მთლიანად შეიცვალა. ავტომობილი მისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის - მანქანა, შეუძლია, სახლსაც კი შეადაროს. მართალია, ფეხით სიარულს მოუკლო და ეს უდავოდ ცუდია, მაგრამ მანქანის გარეშე ცხოვრება და თანაც, მსახიობის ცხოვრება, უკვე ვეღარ წარმოუდგენია.

Auto Bild

37 წლის იყო, როდესაც ავტომობილის მართვა დაიწყო და თავიდან, საკუთარ შესაძლებობებში ეჭვი ეპარებოდა. თუმცა, საჭეს ალღო მალევე აუღო და დღეს უკვე მიიჩნევს, რომ ავტომობილს ბევრზე უკეთ მართავს. მართალია, მისი მეუღლე ფიქრობს, რომ საჭესთან ცოტა გაფანტულია და არც თავად მალავს, რომ მეტი მობილიზება და ყურადღება მართებს, მაგრამ რაც მთავარია, თავდაჯერებული მძღოლია და არა დაბნეული.

Auto Bild

”ვცდილობ, მოძრაობის წესები არ დავარღვიო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. შესაბამისად, მერე ჯარიმებსაც ვიხდი ხოლმე,” - ყოფილა შემთხვევა, როცა დარღვევისთვის სხვა გაუკიცხავს და სულ მალე, ასეთივე დარღვევაზე საკუთარი თავი დაუჭერია: ”ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ვეღარაფერს ვამჩნევთ, ადამიანობას ვკარგავთ. ეს, რა თქმა უნდა, ყოველდღიური სტრესის და გადატვირთული მოძრაობის ბრალიცაა. მეც აღმომიჩენია საკუთარ თავში ასეთი მონსტრი და მერე ვნანობ ხოლმე. ალბათ სხვებიც ასე არიან. ერთხელ, ერთ კაცს ვეჩხუბე - არადა, თურმე პირიქით, გზას მითმობდა და ისე ზრდილობიანად მითხრა, რა გაყვირებთ ქალბატონო, მე უბრალოდ გითმობთო, რომ ძალიან შემრცხვა და ავტირდი. თვითონაც ძალიან შეწუხდა... ეგ რომ მცოდნოდა, მეც გამოგლანძღავდითო...”
შალვა ბუაჩიძე
ირაკლი გედენიძის ფოტოები

ასევე დაგაინტერესებთ:
ჰიბრიდული Toyota RAV4
ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური

Auto Bild
article image
ასეთი კია ჯერ არ გინახავთ!
2017-02-27 08:00:15
370 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე თითქმის 5 წამში - და ამ ყველაფერს ”კია” გვთავაზობს!
სრულად
article image
Cat Image
რა შეუძლია ტოიოტას ახალ, პატარა ქროსოვერს?
2017-02-27 07:24:55
”ტოიოტამ” კომპაქტური SUV-ების სეგმენტში ექსტრავაგანტური დიზაინით შეაბიჯა
სრულად
article image
Cat Image
კადილაკი დღეს და გუშინ - ამერიკელები ძველ დიდებას იბრუნებენ?
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
სრულად
20 დიზაინი პატარა საძინებლის მოსაწყობად
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარამ რომ ნესტი არ გააჩინოს - სასარგებლო რჩევები
"კრიმინალური ავტორიტეტების" უცნაური და საოცრად მდიდრული საფლავის ქვები
იყიდება 3-ოთახიანი ნუცუბიძის ფერდობზე
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 3-ოთახიანი ვაკეში
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
ზაზა ფაჩულიას 12 ქულა, 8 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" მარცხი "ვაშინგტონთან" [VIDEO]
თბილისის "დინამომ" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: როცა გუნდელების ნაწილი ტროპიკებში ისვენებდა, მე ვვარჯიშობდი
სხვა სიახლეები
ქართული ავტო-ოსკარის გამარჯვებულები
24.02.2017
ჟურნალმა ”AUTO BILD საქართველომ” წლის საუკეთესო ავტომობილები და საპატიო ”ოქროს საჭის” მფლობელი წლის ადამიანი გამოავლინა.
სრულად
დღეს ქართული საავტომობილო ოსკარები დარიგდება!
23.02.2017
დღეს ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო” წლის საუკეთესო ავტომობილებს გამოავლენს. „ოქროს საჭის” დაჯილდოების ცერემონიალს
სრულად
არჩილ თალაკვაძე: ეს მხოლოდ დასაწყისია, ვეცადოთ მეტი და მივიღოთ მეტი!
21.02.2017
აპრილის პირველივე შაბათ-კვირას, 1 და 2 აპრილს საქართველო უმაღლესი დონის საერთაშორისო საავტომობილო ღონისძიებას უმასპინძლებს
სრულად
ყველაზე კითხვადი
უშნო მამის ლამაზი შვილი: ტამარა ეკლსტოუნი
უშნო მამის ლამაზი შვილი: ტამარა ეკლსტოუნი
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
„რეზონანსი" - მალე ათეულობით ონლაინ საკრედიტო კომპანია დაიხურება
„როგორც კი აპარატიდან გათიშავენ, ჩვენი საბანკო სისტემა დაინგრევა“
„უმიზეზოდ, ახსნა-განმარტების გარეშე გამოგვადეპორტირეს“ - რას ჰყვებიან ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები
N86 თებერვალი 2017
ახალი ნომერი
რედაქტორის რჩევით
თუ მდიდარი ხარ და მერსედესი გიყვარს...
თუ მდიდარი ხარ და მერსედესი გიყვარს...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
მე მხოლოდ ბრბოსი მეშინია - შუმახერის ცნობილი გამონათქვამები
მე მხოლოდ ბრბოსი მეშინია - შუმახერის ცნობილი გამონათქვამები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda Fit 3700 $
Nissan Presage 700 $
ოპელ ვექტრა, სპორტული, კარგ მდგომარეობაში,
იყიდება კამაზი (ევრო 3) თვითმცლელი
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
საქართველო ძალიან შავ სიაში - The Sun-ის სკანდალური სტატია ქართველ მოკრივეებზე