
„ბუგატი“ მხოლოდ 500 ცალი „შირონის“ გამოშვებას გეგმავს. თითოეული ავტომობილის აწყობას დაახლოებით 9 თვე სჭირდება. კომპანია წელიწადში მხოლოდ 70 ცალი ჰიპერავტომობილის გამოშვებას აპირებს. რაც მთავარია, მათ შორის არ იქნება არცერთი მსგავსი ეგზემპლარი. ამის გარანტია ისაა, რომ მყიდველს ძარის 23 ფერს, სალონის 31 ფერის ტყავით გაწყობას, ალკანტარას 8 ტიპს და 18 განსხვავებულ ფეხსაგებს სთავაზობენ.
პირველ რიგში მზადდება კარბონის მონოკოკური სტრუქტურა. „შირონი“ სულ 1 800 დეტალისგან შედგება. ძარა საღებავის 8 ფენით იფარება. შეღებვა ხელით ხდება და ამ პროცესს სამი კვირა სჭირდება. თითოეული ავტომობილის აწყობაზე 20 ადამიანი მუშაობს.
► წარმოების ბოლო ეტაპი ავტომობილის ტესტირებაა. 1 500-ცხენისძალიანი „შირონის“ ტესტირება ეწყობა როგორც პოლიგონზე, ასევე სტენდზე. თითოეული ეგზემპლარის ფასი 2.4 მილიონი ევროა.
ასევე იხილეთ:
როგორი იქნება ბუგატის უგზოობის ავტომობილი?

პირველი პაემანი ახალი ბუგატის 1500 ცხენთან! (+ VIDEO)

1500 კილომეტრი ბუგატით

შეიხების უძვირფასესი მანქანები (+ ფოტოგალერეა)

ვემშვიდობებით ბუგატი ვეირონს!

2000-ცხენისძალიანი დუელი: ფერარიმ ბუგატის გაასწრო! (+VIDEO)

ახალი რეკორდი: ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი მსოფლიოში (+ VIDEO)

მესის, რონალდოს და სხვა ვარსკვლავების მანქანები
