კადილაკი დღეს და გუშინ - ამერიკელები ძველ დიდებას იბრუნებენ?
კადილაკი დღეს და გუშინ - ამერიკელები ძველ დიდებას იბრუნებენ?
15.02.2017
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა

ბერლინი, ჰინტერჰოფი: დროში მოგზაურობას ვიწყებთ. ბაბუამისის, Sixty Special-ის გვერდით, ახალი Cadillac CT6 საკმაოდ კოხტად გამოიყურება. ამ ორ ავტომობილს შორის, არც მეტი, არც ნაკლები, 57 წელიწადია. ამ ხნის განმავლობაში დრომ ამერიკა მაგრად შეცვალა.

Auto Bild
ამერიკული ავტო-დიზაინი მეოცე საუკუნის 50-იან წლებში და დღეს

დღევანდელ ფეისბუქ-თვითერ-ინსტაგრამ-ჯუნგლებში ”კადილაკს” თითქოს დაკარგული ჰქონდა თავისი სახე - თანამედროვე და მოდური ამერიკელები ”ტესლასკენ” იწევენ. ეს კი დაუშვებელია ისეთი მარკისთვის, როგორიც ”კადილაკია”, რადგან თავის დროზე ეს ბრენდი ”Standard of the World” გახლდათ - მოდასაც ის ამკვიდრებდა და სტანდარტებსაც. V16 ძრავა, სრული ავტომატიკა, პნევმო-დაკიდება... პირველი დიზაინ-სტუდიაც კი აქ გაიხსნა!

მაგრამ მოდით, ჯერ მომავალზე ვისაუბროთ. ახალთახალი Cadillac CT6-ის სენსორული ეკრანი გადასარევი ინტროთი გვესალმება. რაკი უამრავი ფუნქცია CUE-ინტერფეისით იმართება (თვით სახელთათმანის გახსნაც კი), ალკანტარითა და საუკეთესო მასალებით გაწყობილი კოკპიტი ღილაკებით არ არის გადატვირთული.

Auto Bild
Auto Bild
ასე შიეცვალა დრო: 1959 წლის Cadillac Sixty Special და თანამედროვე, ახალთახალი Cadillac CT6

მგზავრები თავს განსაკუთრებით შეფურად უკანა სავარძელზე იგრძნობენ - პირველ რიგში დიდი სივრცის გამო. უკანა ცალკეული სავარძლები ყველა მიმართულებით მოძრაობს, სავარძლების გათბობა, გაგრილება, მასაჟის ფუნქცია - ყველაფერი არის და, თანაც, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე. და სიმღერა ”White Walls”, რომელსაც Macklemore ასრულებს და რომელიც ”კადილაკს” ეძღვნება, არსად ისე კარგად არ ჟღერს, როგორც ამ ავტომობილის Bose-ის აუდიოსისტემაში, რომელსაც 34 დინამიკი აქვს.

CT6 თითქმის უხმაუროდ იძრება და იმაზე კომპაქტური გეგონებათ, ვიდრე სინამდვილეშია. ეს პირველ რიგში Caddy-ს სიმსუბუქის დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ მისი ძარის მხოლოდ 38 პროცენტია ფოლადის, დანარჩენი კი ალუმინი გახლავთ. ამრიგად, CT6-ის საბაზო ვერსიის წონა 1,7 ტონაა, ჩვენი სატესტო ეგზემპლარი კი, 417 ცხენის ძალითა და 3,0-V6-Turbo-თი 200 კილოგრამით მძიმეა.

Auto Bild
Auto Bild
მინები ელექტროამწევით და სრულფასოვანი 4-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ”კადილაკს” 50-იან წლებშიც ჰქონდა. დღევანდელი ინოვაციები Head-up-დისპლეი, კურსის ასისტენტი, პარკპილოტი და უკანა ხედვის კამერაა

თავისი თანამედროვე, სრული მოხვევის სისტემით, CT6 რადიუსებს ისე სრულებს, როგორც მინი და ამ მხრივ არც კი შეედრება ძველ Sixty Special-ს, რომლის მობრუნების რადიუსი გაააცილებით დიდია. ამრიგად, ”კადილაკმა” შეძლო და წარმოადგინა აქტიური სვლის მანერის მქონე სუპერ-სედანი, რომელიც რეალურად არის BMW-ს ”მეშვიდე სერიის”, Lexus LS-ისა და კომპანიის ალტერნატივა. ამ ავტომობილს, Cadillac XT5-ისგან განსხვავებით, სავალი ნაწილის შესრულებაში ნაკლი ვერ ვუპოვეთ. და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მიუხედავად 20-დუიმიანი დისკებისა, CT6 გზის უსწორმასწორობებს თითქმის შეუმჩნევლად ყლაპავს.

Auto Bild
მოთავსდი უკან და შეიგრძენი რეალური ლუქსი ახალ Cadillac CT6-ში

ახლა ძველ Caddy-ში გადავიდეთ და ცოტა სხვანაირად ვიფიქროთ. 1959 წელს გამოშვებული Cadillac Sixty Special მაშინვე გვაგრძნობინებს, როგორი იყო 50-იანი წლების ამერიკა. ელეგანტური ვიზუალი, შთამბეჭდავი ცხვირი, სილუეტი B-საყრდენის გარეშე, ულამაზესი სახურავი და ეს განუმეორებელი უკანალი ”ფარფლებით” - ნუთუ, ”კადილაკის” დიზაინერებისთვის მაშინ არავითარი ჩარჩოები არ არსებობდა და მართლაც არაფერში იყვნენ შეზღუდულები? გამოდის, რომ ასე იყო. ფაქტია, რომ ეს ავტომობილი იმჟამინდელი ავტომოდის ზენიტი გახლდათ.

Auto Bild
ეს კი ლუქსის მაშინდელი გაგებაა - 1959 წლის

კარი მძიმედ იღება და მძღოლი ვარდისფერ მისაღებ ოთახში აღმოჩნდება. დივანს მალევე მოირგებ, გასაღებს გადაატრიალებ და მიჩიგანისხელა კაპოტის ქვეშ 6,4-ლიტრიანი V8 ძრავა იღვიძებს! 325 SAE-ცხენის ძალა Sixty Special-ს სპორტულ მანქანად ნამდვილად არ აქცევს, მაგრამ ამ ავტომობილისგან სპორტულობას არც არავინ ითხოვდა. მაბრუნი მომენტი 583 ნიუტონმეტრია, რომელიც 3000 ბრუნზევე მიიღწევა. მაქსიმალური სიჩქარე? 193 კმ/სთ.

ლეგენდარული ”კადილაკი” 100 კილომეტრზე მინიმუმ 25 ლიტრ საწვავს მოიხმარს. რა თქმა უნდა, კრეისერული სვლით მივსეირნობთ და დიიიდ საჭეს ყურადღებით ვატრიალებ - ჩემს ზოლს რომ არ ავცდე. ვმართავ და ვხვდები, როგორი ბედნიერები იყვნენ 50-იანი წლების ამერიკელი ბიზნესმენები. ეს იყო მაშინდელი საავტომობილო მოდის მბრძანებელი. და მინდა გითხრათ, რომ ახალი CT6-ით ”კადილაკი” ნამდვილად აღარ არის ისე შორს ამ დონემდე, როგორც თუნდაც რამდენიმე წლის წინათ იყო.

Auto BildAuto Bild
ახალ CT6-ში 3,0-ლიტრიანი Turbo-ძრავა მუშაობს, რომლის სიმძლავრე 417 ცხენის ძალაა და ეს აგრეგატი ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე 5,7 წამში აჩქარებს და მაქსიმუმ 240 კმ/სთ-ს ავითარებინებს. რაც შეეხება ძველს: ეს არის 325 SAE-ცხენისძალიანი ძრავა, რომელსაც 1959 წლის ყველა ”კადილაკს” უდგამდნენ

► Cadillac CT6 Sedan 3.0 TT V6
ძრავა: V6, Biturbo; მოცულობა: 2997 სმ3; სიმძლავრე: 307 კვ (417 ცხ. ძ.)/5700; მაბრუნი მომენტი: 555 ნმ/2500; მაქს. სიჩქარე: 240 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 5,7 წამში; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5184/1880/1472 მმ; საწვავის ხარჯი (EU): 9,6 ლ. S/100 კმ; ფასი: 70 000 ევრო

Cadillac Sixty Special
ძრავა: V8; მოცულობა: 6390 სმ3; სიმძლავრე: 325 SAE-ცხენის ძალა; მაბრუნი მომენტი: 583 ნმ/3000; მაქს. სიჩქარე: 193 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 11,5 წამში; ამძრაობა: უკანა/4-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5710/2040/1360 მმ; საწვავის ხარჯი (ქარხნული): 15-25 ლიტრი Super/100 კმ.

Auto Bild

დასკვნა
აი, დაბრუნებაც ამას ქვია! ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენს თავს ახალი CT6 პირველ შედარებებში. მძაფრი დიზაინი, სერიოზული და მძლავრი ძრავა, შესანიშნავი, უნაკლო სავალი ნაწილი! ”კადილაკი” ბაბუაჩემისთვისაა - ეს გამოთქმა დაივიწყეთ!
ლუკას ჰამბრეხტი

ასე აღმოაჩინეს ამერიკელებმა ავტოსტაილინგი

ძალიან ადრე, მხოლოდ ინჟინრები წყვეტდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ავტომობილები ვიზუალურად. ამერიკული General Motors-ის შეფი ალფრედ სლოუნი პირველი იყო, ვისაც გაუჩნდა იდეა, რომ ყოველ წელს ახალი მოდელები გამოეშვა და სწორედ მან, 1927 წელს დააარსა პირველი Styling Division და ამით ავტოისტორიაში უდიდესი გარდატეხა შეიტანა.

Auto Bild
ჰარლი ირლი - პირველი შეფდიზაინერი და ისეთი დეკორატიული ელემენტის გამომგონებელი, როგორიც ე.წ. ”კუდის ფარფლებია”

Auto Bild
1938 წელს შექმნილი Buick Y-Job: პირველი დიზაინ-სტუდიური მოდელი საავტომობილო ისტორიაში


ასევე იხილეთ:
კადილაკი S-კლასის და მე-7 სერიის სერიოზულ კონკურენტს ამზადებს
Auto Bild

გაიცანით ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცი” კადილაკი
Auto Bild


უნიკალური კადრი: საქართველოს პირველი
რესპუბლიკის ჯარის ოფიცრები "კადილაკში"

Auto Bild

ბავარიული ბრეცელი თუ ამერიკული ბურგერი?
Auto Bild

ახალი კადილაკი: მდიდრული SUV ამერიკიდან
Auto Bild

8 ცილინდრი და ალილუია
Auto Bild

ნამდვილი ამერიკული სპილო
Auto Bild

ქართულ-ამერიკული მუსტანგი
Auto Bild

იყო ერთი კადილაკი...
Auto Bild

ბიზნეს-კლასი ამერიკულად
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ლამბორგინი ურაკან პერფორმანტე რეკორდს უმიზნებს
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
სრულად
article image
Cat Image
მაკლარენის უახლესი სუპერავტომობილი გრანდიოზული მონაცემებით
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სრულად
article image
Cat Image
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
2017-03-13 08:35:04
”ალფა რომეოს” უმთავრესი მოდელით პირველმა გასეირნებამ გვიჩვენა, რომ იტალიელები საუკეთესო გერმანელს უტევენ!
სრულად
ვინ არის და სადაურია მე-6-მილიონე ტურისტი, რომელზეც დღეს ყველა ლაპარაკობს?
16 წლის ბიჭის თბილისში დაწყებული ბიზნესი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გრძელდება
ყოფილი ქმრის ჯიბრზე აშენებული სახლი, რომლის მსგავსიც არ არსებობდა
იყიდება კერძო სახლი დიღმის მასივში
იყიდება 4-ოთახიანი სანზონაში
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება კერძო სახლი ბაგებში
რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]
ლა ლიგა. XXVIII ტური: როგორ აორთქლდა "სევილიას" საჩემპიონო შანსი [VIDEO]
"ნაკრებში ჩამოსვლამ და ტრავმამ "სევილია B"-ს მწვრთნელთან ურთიერთობა ამირია"
სხვა სიახლეები
1500 კილომეტრი ბუგატით
01.06.2015
დაუვიწყარი მოგზაურობა რეკორდსმენი მანქანით - AUTO BILD-ის ავტორ იოახიმ შტაატის საოცნებო ტური
სრულად
ლივერპულის საიდუმლო განძი
18.05.2015
ინგლისის დასავლეთში, დიდი ხნის მიტოვებული მეტროს ერთ-ერთ შახტაში ათწლეულებია, ავტო-ანტიკვარებია ჩამარხული
სრულად
წმინდა წყლის როდსტერი
04.05.2015
”მაზდამ” ძველი კონცეფცია გააცოცხლა: ახალი MX-5 პატარა, მსუბუქი და სპორტულია
სრულად
ყველაზე კითხვადი
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
დაცულია თუ არა საქართველოში მომხმარებელთა უფლებები
როგორ აისახება სადაზღვევო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები მოქალაქეებზე?
ქართველი ძმები შილდაში ნუშის პლანტაციას აშენებენ
N87 მარტი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში - ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში - ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
TCR რუსთავში: ბილეთების ფასები ცნობილია, გაყიდვა დაიწყო!
TCR რუსთავში: ბილეთების ფასები ცნობილია, გაყიდვა დაიწყო!
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ბეტონმრევი MAN მიწოდებით (ტრანსპორტიორით)!
ქირავდება მ/ა "ფორდი" ნებისმიერი სახის
იყიდება ბეტონმრევი MAN მიწოდებით (ტრანსპორტიორით)
იყიდება!!! ასევე ქირავდება კომატსუ.სკ.820.მოგემსახურებათ გამოცდილი
რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]
გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის ტურის MVP სეზონში მეორედ გახდა!
ფაქტი, რომელმაც ყველა დააბნია - რატომ გადასცეს თასი "ბორჯღალოსნებს"