როგორც ”ინტერპრესნიუსის” მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით, სულ 6 939 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 9 951 ადამიანი დაშავდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 500-ით გაიზარდა.
2015 წელს, ჯამში 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 602 ადამიანი გარდაიცვალა და 9 189 ადამიანი დაშავდა. 2014 წელს კი, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 511 ადამიანი დაიღუპა და 8 536 დაშავდა.
წელი | ავარია | დაშავდა | დაიღუპა |
2014 |
5 992 |
8 536 |
511 |
2015 |
6 432 |
9 189 |
602 |
2016 |
6 939 |
9 951 |
581 |
ასევე იხილეთ:
მართვის მოწმობის ყველაზე რთული გამოცდები
როგორ უნდა ისწავლებოდეს მანქანის მართვა

ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ ჩატარდება მართვის მოწმობის გამოცდა ქალაქში?
