არჩილ თალაკვაძე: ეს მხოლოდ დასაწყისია, ვეცადოთ მეტი და მივიღოთ მეტი!
არჩილ თალაკვაძე: ეს მხოლოდ დასაწყისია, ვეცადოთ მეტი და მივიღოთ მეტი!
21.02.2017
აპრილის პირველივე შაბათ-კვირას, 1 და 2 აპრილს საქართველო უმაღლესი დონის საერთაშორისო საავტომობილო ღონისძიებას უმასპინძლებს - რუსთავის ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის საერთაშორისო ჩემპიონატის, TCR International-ის ახალი სეზონის გახსნა და პირველ ეტაპი გაიმართება.

საქართველო ასეთი დონის რბოლას პირველად მასპინძლობს და ამ ჩემპიონატზე ჩვენი იმედი დათა ქაჯაიაა, რომელმაც შარშან TCR-ზე პირველად იასპარეზა, შარშანწინ კი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ქაჯაია შსს-ს სპორტული კლუბის, Mia Force-ის წევრია, რომლის პრეზიდენტად, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, ახლახან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგინა.

რას მოუტანს ეს ღონისძიება საქართველოს? როგორ უნდა განვითარდეს Mia Force და ზოგადად ქართული ავტოსპორტი? უნდა ჰქონდეთ თუ არა სხვა ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებს სახელმწიფოს გონივრული მხარდაჭერის იმედი? არჩილ თალაკვაძეს სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით მივმართეთ.

Auto Bild
მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არჩილ თალაკვაძე შსს-ს სპორტული კლუბის, Mia Force-ის პრეზიდენტად წარადგინა

- ბატონო არჩილ, თქვენთვის, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის, რას ნიშნავს შსს სპორტული კლუბის პრეზიდენტობა?

არჩილ თალაკვაძე: დიახ, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სპორტული კლუბის, MIA Force-ის პრეზიდენტად წარმადგინა. თავად მან ძალიან ბევრი გააკეთა ამ კლუბის წარმატებისთვის, რაც დიდ პასუხიმგებლობას და მოტივაციას მაძლევს, ამ საქმეში ჩავერთო. მიღწევების მიხედვით, ჩვენი კლუბი სუპერ-ფორმაშია. კლუბის წევრები ახალგაზრდა, ნიჭიერი და უკვე სახელგანთქმული პილოტები არიან. კლუბის ფორვარდია დათა ქაჯაია, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში.

ჩემთვის, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის, ეს კლუბი არის შესანიშნავი მაგალითი ავტომრბოლელებს - მიზანდასახულ, ნიჭიერ და მშრომელ ადამიანებს, როგორ შეუძლიათ დიდ წარმატებებს მიაღწიონ; როგორ შეიძლება, შენს ქვეყანას და ხალხს გამარჯვება მოუტანო და მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის ააფრიალო საქართველოს დროშა. მომავალს ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ. ვცადოთ მეტი და მივიღოთ მეტი - ეს არის რბოლა, სადაც თითოეული წამი მნიშვნელოვანია და თითოეული მოძრაობა წყვეტს გამარჯვების ბედს.

- სწორედ ამ კლუბის და მისი წევრის, დათა ქაჯაიას დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ავტოსპორტის რუკაზე გამოჩნდა. ამ მიმართულებით ყოველწლიურად ვპროგრესირებთ და საინტერესოა თქვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს MIA Force?


არჩილ თალაკვაძე: დათა ქაჯაიას უკვე მთელი მსოფლიო იცნობს. მან არაერთი ძლიერი კონკურენტი ჩამოიტოვა უკან ძარიანი ავტომობილებით რბოლებში და არაერთხელ გახდა პრიზიორი. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ სამინისტროს და კლუბის ხელშეწყობით, სწორედ დათამ დააფიქსირა საქართველოს სახელი ავტოსპორტის მსოფლიო რუკაზე.

Auto Bild
დათა ქაჯაია ახალ სეზონში ”ალფა რომეო ჯულიეტათი” იასპარეზებს

რაც შეეხება განვითარებას: MIA Force-ის შემდგომი განვითარების ახალი გეგმა მალე გვექნება. აქცენტი გაკეთდება სარბოლო გუნდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებაზე. კლუბს ეყოლება ახალი ავტომობილები, ახალი და უფრო ძლიერი ტექნიკური მხარდაჭერა. ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ სპონსორების მოსაზიდად, გავზარდოთ ჩვენი გულშემატკივრების რიცხვი.

► მნიშვნელოვანია, რომ დათას წარმატება და გამოცდილება კლუბის მომავალში “დავაბანდოთ” და ახალი თაობის დასაინტერესებლად ვიმუშავოთ, რომ სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო პოპულარული გახდეს.


- შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის გახსნას, ასევე, 2018 და 2019 წლის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს. როგორ ფიქრობთ, გარდა იმისა, რომ საქართველო პირველად უმასპინძლებს ასეთი რანგის რბოლებს, კიდევ რას მოუტანს ეს შეთანხმება ჩვენს ქვეყანას?

არჩილ თალაკვაძე: დიახ, საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონის გახსნას, ასევე, 2018 და 2019 წლის სეზონების თითო ეტაპს უმასპინძლებს. ამ ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოს ნამდვილად ახალ და საინტერესო პოზიციას უხსნის ავტოსპორტის ბიზნესში. ჩემპიონატის მასპინძლობა ნიშნავს ყოველწლიურად 30-მდე ქვეყნის კლუბების ჩამოსვლას, მსოფლიოს 150-ზე მეტი მედიასაშუალების მიერ გაშუქებას, ათასობით გულშემატკივრის ვიზიტს ქვეყანაში, რეკლამას, ცნობადობის გაზრდას და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ეს არის დამატებითი შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და უნიკალური შანსი, რომ ავტოსპორტის განვითარებას ძლიერი ბიძგი მიეცეს.

აპრილში მსოფლიო რბოლის გახსნა საქართველოში პოზიტიური მოვლენების ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რომელიც ძალიან წაგვადგება განვითარებისთვის. ამ პროექტის რეალიზებისთვის მინისტრმა და სამინისტროს მენეჯმენტმა ძალიან ბევრი გააკეთეს.

Auto Bild
არჩილ თალაკვაძე და TCR International-ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი

- ავტოსპორტი საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია. საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის დიდი ფინანსური სახსრებია საჭირო. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, დათა ქაჯაიას მაგალითმა კი დაადასტურა, რომ გვყავს ნიჭიერი ავტომრბოლელები. თქვენი აზრით, როგორ უნდა განვითარდეს ავტოსპორტი საქართველოში?


არჩილ თალაკვაძე: ავტოსპორტი საკმაოდ რთული და ძვირადღირებული სფეროა. ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია პილოტების, ტექნიკური პერსონალის, ავტომობილების ინდუსტრიის, ავტოდრომების და ინფრასტრუქტურის, სპონსორების ფაქტორები. დათა ქაჯაიამ ეს რთული გზა გაიარა და კარგად იცის ავტოსპორტის ანატომია. იგი შესანიშნავი პილოტია და თავად ამბობს, რომ გამარჯვებაში ნახევარი წვლილი ავტომანქანის ტექნიკურ პარამეტრებს, ინჟინრების თავდადებას და პროფესიონალიზმს, გუნდის დაფინანსებას შეაქვს.

საბედნიეროდ, მიზანდასახულ შრომას, რწმენას და საკუთარი ტალანტის რეალიზებას ყოველთვის მოაქვს შედეგი. როცა ჩემპიონი ხდები, დანახარჯები გამართლებულია. როცა კვარცხლბეკზე პირველ ადგილს იკავებ და შენი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს?

რაც შეეხება ავტოსპორტის განვითარებას: აქ მთავრობამ, კერძო სექტორმა, კლუბებმა, ფედერაციებმა და სპორტსმენებმა საერთო, სწორ სტრატეგიას უნდა დაუჭირონ მხარი.

Auto Bild
TCR International-ის წინა სეზონის ბოლო რბოლებში ყველა ავტომობილს წინა საქარე მინაზე მიკრული ჰქონდა სტიკერი წარწერით: VISIT GEORGIA (მოინახულე საქართველო)

ახლანდელი წარმატებების საფუძველიც სწორედ ეს არის: სახეზეა მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა, მინისტრ გიორგი მღებრიშვილის პირადი ჩართულობა და თანადგომა, სპორტსმენების დიდი ენთუზიაზმი, სპონსორების მზარდი დაინტერესება. ასევე, მნიშვნელოვანია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი - ახალი და თანამედროვე სარბოლო ინფრაქტრუქტურა, რომელიც ნებისმიერი ქვეყნისთვის პრივილეგიაა. ავტოდრომის დამფუძნებელს და მფლობელს შოთა აფხაზავას აქვს კარგი ხედვა სპორტის ამ სახეობის ხელშესაწყობად და მე ვფიქრობ, მასთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება. განვითარების დიდი სტიმულია ჩვენი გულშემატკივარი და ავტოსპორტით გატაცებული ადამიანები, რომლებიც სამოყვარულო თუ პროფესიულ რბოლებში იღებენ მონაწილეობას.

ძალიან ახლოა ის დრო, როცა წლის განმავლობაში, რუსთავი არაერთი საინტერესო უიქენდის მასპინძელი იქნება - რბოლები, სპორტული მანქანების შოუ, მოტოკლუბები, მეტი გულშემატკივარი, სამოყვარულო ტესტ-დრაივები, სპონსორული ღონისძიებები, პიკნიკები, კლუბური მუსიკა და ცხოვრების აქტიური სტილი.

Auto Bild

- რა აზრის ხართ იმასთან დაკავშირებით, რომ გაიწეროს კონკრეტული გეგმა საქართველოში ავტოსპორტის განვითარების შესახებ, ჩამოყალიბდეს მკაფიო კონცეფცია და სპორტის ამ სახეობასაც ჰქონდეს გონივრული ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან? ქართველი მრბოლელები, სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებთან შედარებით, თავს გარკვეულწილად დაჩაგრულად გრძნობენ...

არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფოს სჭირდება ეფექტური საჯარო პოლიტიკა ავტოსპორტის განვითარებისთვის. ეს სფერო დაკავშირებულია ქვეყნის მომავალ განვითარებასთან. ვფიქრობ, სწორი და თანამედროვე პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია, მითუმეტეს როცა მსოფლიოში ამ ინდუსტრიის თავკაცები უკვე ჩვენთან თანამშრომლობენ და საქრთველოს აქტიურად უჭერენ მხარს. TCR-ის პრეზიდენტის, მარჩელო ლოტის ვიზიტი საქართველოში არის სწორედ ამის სიგნალი, რომ საქართველოს უკვე ახალი, უფრო მიმზიდველი პოზიცია შეუძლია დაიკავოს.

ავტოსპორტის განვითარებისთვის მეტი ფული უნდა დაიხარჯოს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. კლუბური სისტემის ხელშეწყობა და წახალისება მნიშვნელოვანია. მეც ვედები, რომ ჩემი პოზიციიდან წვლილი შევიტანო ამ საქმეში და მრბოლელებთან ერთად მეტი წარმატება მოვუტანო სპორტის ამ სახეობას.

Auto Bild

- ჩვენი ჟურნალისა და ვებ-გვერდის მკითხველებისთვის ავტომობილი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ A-დან B პუნქტამდე კომფორტულად გადაადგილების საშუალება. ვისარგებლებთ შემთხვევით და გკითხავთ: რას ნიშნავს არჩილ თალაკვაძისთვის ავტომობილი?

არჩილ თალაკვაძე: ავტომობილი არის პიროვნული ნიშანი: სტილი, უპირატესობა, აქსესუარი და სტატუსი. ავტომობილი არის თავისუფლება: სიჩქარე, მოგზაურობა და ემოციური კავშირები.

ასევე დაგაინტერესებთ:
დათა ქაჯაია ალფა რომეოთი იასპარეზებს!
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Mia Force, TCR, TCR International, არჩილ თალაკვაძე, დავით ქაჯაია, დათა ქაჯაია, ქაჯაია, შსს,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
რამდენად ახალია ახალი გოლფი სინამდვილეში?
2017-06-22 07:51:27
ახალი ძრავები და ნავიგაცია, რომელსაც ჟესტებით ვმართავთ: ”ფოლკსვაგენმა” ”გოლფი” განაახლა და ჩვენ ის უკვე შევამოწმეთ
სრულად
article image
Cat Image
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
2017-06-14 06:15:23
”სტელვიო” ”ალფა რომეოს” პირველი SUV-ია, რომელიც კლასში საუკეთესო სპორტულობას გვპირდება. ჩვენ ის გავტესტეთ და შეგვიძლია ვთქვათ: დიახ, ეს ყველანაირად ნაღდი ალფაა!
სრულად
article image
Cat Image
ახალი Mercedes E-კლასი კუპე - შეხვედრა მრავლისმნახველ ბაბუასთან
2017-05-31 07:02:04
ახალი ”E-კლასი კუპე” მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ W124-ივით ლეგენდარული გახდეს?
სრულად
ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკი ოქროთი და ალმასებით
"მიხარია, ბავშვებისგან რომ მესმის, ზურა პაპას პაღში მივდივართო" – კაცი, რომელმაც გლდანში საოცარი სკვერი მოაწყო
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში დედოფლის სასახლის მახლობლად
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
43200
იყიდება 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
170000
იყიდება 4 ოთახიანი ბინა გლდანში
155000
იყიდება მიწის ნაკვეთი ბაგებში
ბაჩანა არაბული თბილისის "დინამოდან" უნგრულ "ბალმაზუივაროშში" გადავიდა
გიორგი ყიფიანი: მარცხის მიუხედავად, ჩვენი გეგმები არ იცვლება
როგორ მოიყვანა ლეო მესიმ ცოლი [PHOTO]
სხვა სიახლეები
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
29.06.2017
როდესაც გავიგე, რომ 1 ივლისიდან ჯარიმების ასქულიანი სისტემა შემოდიოდა, გადავწყვიტე მანქანის ახლებურად, ანუ წესების დაცვით მართვაში მევარჯიშა და... აი, მანდ შევცდი.
სრულად
ახალი ტოიოტა პრიუსი - ყოველთვის ყურადღების ცნტრში
28.06.2017
ალბათ ყველას გვახსოვს ის დრო, როდესაც ქართველი ავტომომხმარებლები საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ჰიბრიდული ტექნოლოგიების მიმართ.
სრულად
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
28.06.2017
პირველი ივლისიდან ძალაში შევა ახალი კანონი ”საგზაო უსაფრთხოების შესახებ”, რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემა ამოქმედდება.
სრულად
ყველაზე კითხვადი
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
შეტევა უკრაინის საბანკო და ენერგოსექტორზე - საფრთხის ქვეშაა ატომური ელექტროსადგურებიც
"ბოლო ხუთი წელიწადია, ლარში გამოსახული უძრავი ქონების ფასები უფრო სტაბილური იყო, ვიდრე დოლარში"
საქართველო ვალებში ცხოვრობს
N91 ივლისი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
რამდენ ხანში დაკარგავს მართვის მოწმობას დამრღვევი მძღოლი?
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
ყველამ მაგინა, ვისაც არ დაეზარა - გვეშველება რამე?
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Toyota Noah 50 $
ქირავდება ავტობუსი ტურისტულ მარშუტებზე და
იყიდება Elring-ის ფირმის Opel Astra-ს
წაიკითხეთ ყურადღებით - იყიდება ტოიოტა
U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]
ჩილე-გერმანია 0:1 - ტერ შტეგენის ფინალი [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტში" დარჩენის შანსი თითქმის გამოირიცხა
დღიურად 4 ოთახიანი ბინა, ბათუმი
დღიურად 2 ოთახიანი ბინა, ბათუმი