ასეთი კია ჯერ არ გინახავთ!
ასეთი კია ჯერ არ გინახავთ!
27.02.2017
370 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე თითქმის 5 წამში - და ამ ყველაფერს ”კია” გვთავაზობს!

Kia ემოციებს აღვიძებს. დიახ, კორეელები იაფი მანქანებით გამდიდრდნენ, მაგრამ ეს გუშინ იყო. დღეს კი ისეთ სიმპათიურ ავტომობილებს აწარმოებენ, როგორიცაა მაგალითად ”სოული”, ან მოხდენილი კომპაქტური SUV ”სპორტიჯი”. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა AUTO BILD-ის ხანგრძლივი, 100 000-კილომეტრიანი ტესტი ფრიადზე ჩააბარა და ერთი სერიოზული პრობლემაც კი არ შეჰქმნია. თუმცა ეს სტატია AUTO BILD-ის ერთგულ მკითხველებს უკვე წაკითხული ექნებათ (2016 წლის ნოემბრის ნომერში).

თუმცა კორეელები ამით არ კმაყოფილდებიან - უფრო და უფრო მეტი უნდათ. თუ რა სურთ მათ კონკრეტულად, ამას სწორედ ეს ავტომობილი გვეუბნება - გაიცანით, Kia Stinger. ეს არის მანქანა, რომლის მსგავსი ”კიას” აქამდე არასდროს ჰყოლია. სიგრძეში 4,83 მეტრია, სიგანე 1,87 მეტრი, ხოლო სიმაღლე - 1,40. წინ ”კიასთვის” დამახასიათებელ ცხვირს ვხედავთ - ოღონდ განსაკუთრებით განიერი ვარიანტის სახით, დიდი საჰაეროებით და LED-მაშუქებით. მერე მოდის გრძელი კაპოტი, კუპესებრი სახურავი და საბარგულის დიდი კარი. ავტომობილის უკანალი შთამბეჭდავად მძაფრია და თავის სიტყვას ოთხი მაყუჩიც ამბობს.

Auto Bild

ეს დიზაინიც, რა თქმა უნდა, პეტერ შრაიერის შექმნილია, რომელიც ახლა უკვე არა მხოლოდ ”ჰიუნდაის” და ”კიას” შეფ-დიზაინერია, არამედ კონცერნის პრეზიდენტი გახლავთ. და მასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ევროპის ბაზრის დიზაინის შეფი გრეგორი გილამიც.

გავიხსენოთ, რომ 2011 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე ”კიამ” წარმოადგინა GT - სტუდიური მოდელი, რომელსაც ძალიან წააგავს ამჟამინდელი Stinger. პეტერ შრაიერიც სწორედ ამას იხსენებს - იმ სტუდიურ მოდელს უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა და გვინდოდა, რომ სერიული მოდელი მასთან მაქსიმალურად ახლოს იყოსო.

Auto Bild
ავტომობილი გვერდიდან: Stinger-ის სიგრძე 4,83 მეტრია

იმისათვის, რომ ”კიამ” მოლოდინი და იმედები გაამართლოს, კომპანიამ კიდევ ერთი სახელოვანი გერმანელი გადაიბირა. მისი სახელია ალბერტ ბირმანი და ის ადრე დიდხანს მუშაობდა BMW-ს M-ში და ერთ-ერთი უმთავრესი როლი ჰქონდა ისეთი მოდელების შექმნაში, როგორებიც M3 და M5 გახლავთ. ახლა კი ბირმანი ”კია/ჰიუნდაის” კონცერნში საკმაოდ საპახუსიმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა.

Stinger-ის ტექნიკა G80-დან მოდის. შეგახსენებთ, რომ ეს ”ჰიუნდაის” მდიდრული ქვებრენდის, Genesis-ის ლუქს-სედანია. Stinger-მა სწორედ მისგან მიიღო ძრავები, უკანა ამძრაობა და სავალი ნაწილი MacPherson-ის საკიდრის დგარი წინ და მრავალბერკეტიანი საკიდარი უკან. სურვილის შემთხვევაში, Stinger-ში სრულ ამძრაობასაც მიიღებთ, რომელიც Magna-მ შეიმუშავა. ამასთან, ეს იქნება პირველი ”კია” ელექტრონულად რეგულირებადი ამორტიზატორებით. 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი სერიულია.

Auto Bild
ჩვენი ავტორი დირკ ბრანკე Kia Stinger-ის საჭესთან: სასიამოვნო სავარძლები, ხარისხიანი დეტალები, ლამაზი ინსტრუმენტები

Stinger-ში ორი ტურბოკომპრესორიანი ძრავაა ხელმისაწვდომი. პირველი: 2 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი 255 ცხენის ძალით და 353-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით, რომლის მეშვეობითაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე 6 წამში უნდა აჩქარდეს. მეორე: 3,3-ლიტრიანი V6 370 ცხენის ძალით და 510-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით, რომელიც Stinger-ს 100 კმ/სთ-მდე 5,1 წამში ააჩქარებს.

ჩვენ საშუალება გვქონდა, რომ ”კიას” სატესტო ტრეკზე Stinger-ით პირველი გასეირნება მოგვეწყო. ეს არ იყო სრულყოფილი ტესტ-დრაივი, ”გასეირნების” კვალობაზე კი საკმაოდ მოგვეწონა ავტომობილის სიმძლავრე, მშვენიერი ბალანსი და გასაოცრად მგრძნობიარე მოხვევის სისტემა შესანიშნავი უკუკავშირით. V6 ძრავის ჟღერადობა საკმაოდ შთამბეჭდავია, მანქანა მანევრული ჩანს, მაგრამ არა ზედმეტად.

Auto Bild
კოკპიტი გვერდიდან: სავარძლები ისეთივე კომფორტულია, როგორც გამოიყურება

”ეს ავტომობილი აბსოლუტურად სხვანაირადაა მოწყობილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ”კია”, რაც აქამდე გინახავთ! - გვითხრა ბირმანმა და დასძინა, - ჩვენ მეტი სიმძაფრე, მეტი კონტროლი და მეტი უკუკვშირის მიღება გვსურდა. მან ზუსტად ისე უნდა იაროს, როგორც გამოიყურება!”

გილამი ამატებს: ”ეს ნაღდი გრან ტურიზმოა, რომლითაც ყველა აღფრთოვანდება.”

Auto Bild
Stinger-ის დიზაინის მთავარი შემოქმედები: გრეგორი გილამი (მარცხნივ) და პეტერ შრაიერი

ყველაზე კარგი ამბავი ბოლოს: Kia Stinger-ის წარმოება წლის მეორე ნახევარში იწყება, გაყიდვების სტარტი კი წლის ბოლოს დაიგეგმა. სავარაუდო ფასი? ჩვენი აზრით, საწყისი ფასი დაახლოებით 40 000 ევრო უნდა იყოს (2,0), 6-ცილინდრიანის ფასი კი ალბათ 50 000 იქნება.

თამამად ვიტყვით: Audi A5 ფრთხილად უნდა იყოს.

დასკვნა
თუკი შემორჩა ხალხი, ვინც ”კიას” ჯერ კიდევ არ აფასებს, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ ცდებიან. Stinger დიდი, შთამბეჭდავი ავტომობილია - შესანიშნავი დიზაინით და კონკურენტუნარიანი ტექნიკით.
დირკ ბრანკე

იხილეთ ვიდეო:
Auto Bild

ასევე იხილეთ:
კიამ ახალი პიკანტო გაგვაცნო
Auto Bild

ახალი Kia Rio ახალი სახით
Auto Bild

ეს კია კარგად სრიალებს! (+ VIDEO)
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
მშვიდი ადამიანების მანქანა
Auto Bild

შრაიერი: კიას უკვე ევროპული ალღო აქვს!
Auto Bild

ახალი სორენტო სრული სვლით
Auto Bild

ჯერ არასდროს არ ყოფილა კია ასე იტალიური
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ეს ის ჰონდა სივიკი აღარ არის!
2017-03-27 08:46:10
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
სრულად
article image
Cat Image
ეს ლენდ როვერი კლდესავით მტკიცეა! ახალი Discovery-ს პირველი ტესტი
2017-03-27 06:42:59
”ლენდ როვერმა” ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა...
სრულად
article image
Cat Image
3 ცილინდრის დღესასწაული
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სრულად
ვინ არის და სადაურია მე-6-მილიონე ტურისტი, რომელზეც დღეს ყველა ლაპარაკობს?
16 წლის ბიჭის თბილისში დაწყებული ბიზნესი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გრძელდება
ყოფილი ქმრის ჯიბრზე აშენებული სახლი, რომლის მსგავსიც არ არსებობდა
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 3-ოთახიანი ვერაზე
იყიდება 3-ოთახიანი ჩუღურეთში
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველები 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
ევრობასკეტი 2017: საქართველოს ნაკრებს თელ-ავივში იდეალური პირობები ექნება
ქართველები სათანადოდ ვერ დავაფასეთ - სერბები თბილისურ მატჩზე
სხვა სიახლეები
BMW-ს გიგანტი
16.06.2015
X6 ჯერ ისე რა არის და, წარმოიდგინეთ, რა იქნება M-პაკეტით, 575 ცხენის ძალით
სრულად
8 ცილინდრი და ალილუია
27.05.2015
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა
სრულად
ყველაზე კითხვადი
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
რა ქონებას ფლობს თბილისის საკრებულოს მილიონერი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი?
"მერიის ტენდერი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს"
ბრაზილიური ხორცის სკანდალი და საქართველო
N87 მარტი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ზილი კარგ მდგომარეობაში.
იყიდება მიკროავტობუსი ფორდი.
Opel Astra 1350 $
Mazda Millenia 10 $
[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში
ნინო ოძელაშვილმა ფინალში რუს მეტოქესგან მოგება ცეკვით აღნიშნა [VIDEO]
საქართველო VS ლატვია - ბრძოლა ღირსებისთვის!
2 ოთახიანი ბინა, ვაკე-საბურთალო
2 ოთახიანი ბინა, ვაკე-საბურთალო