გაიცანით ახალი რენჯ როვერი: Velar ზაფხულში გამოდის!
გაიცანით ახალი რენჯ როვერი: Velar ზაფხულში გამოდის!
02.03.2017
”რენჯ როვერი” ზაფხულიდან ასპარეზზე ახალ, მეოთხე მოდელს გამოიყვანს. ეს გახლავთ Range Rover Velar , რომელიც Evoque-სა და Range Rover Sport-ს შორის იქნება პოზიციონირებული. AUTO BILD ახალ რენჯ როვერს გაგაცნობთ!

Auto Bild

Velar-ით ბრიტანელებს ზაფხულიდან ახალი კლიენტების მიზიდვა სურთ. ახალი მოდელი სადღაც Evoque-სა და Range Rover Sport-ს შორის იქნება პოზიციონირებული და ამით ბევრი რამ უკვე ნათქვამია. Velar-ის თვლების ბაზა 2,87 მეტრია, რაც ოდნავ ნაკლებია Range Rover Sport-ისაზე (2,92 მ) და საკმაოდ მეტია Evoque-ის ბაზაზე (2,66 მ). თავად ”რენჯ როვერში” Velar-ს ასე მოიხსენიებენ: Midsize-SUV.

Auto Bild

ტექნიკური თვალსაზრისით ახალი მოდელი Jaguar F-Pace-ს ენათესავება, მოდიფიცირებულ შასიზეა აგებული. ძარის 80 პროცენტი ალუმინისაა, დიზაინი კი - ლენდ როვერისეული. სიახლეა კარის მალვადი სახელურები, რომლებიც დაკეტვისას, ან 8 კმ/სთ-ზე მეტი სისწრაფის დროს ავტომატურად იმალება. აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,32 გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ Velar აეროდინამიკური თვალსაზრისით ”ლენდ როვერის” ისტორიაში ყველაზე ეფექტიანი მოდელია.

Auto Bild

ლამაზი ძარის მიღმა Velar, რა თქმა უნდა, ნათდი ”ლენდ როვერია” და უგზოობაზე თავის გატანა ეხერხება. პნევმატიკური დაკიდების მქონე ვერსიებში კლირენსი 25-სანტიმეტრიანია და 65-სანტიმეტრიან წყალში გავლა პრობლემა არ არისო - გვეუბნებიან ბრიტანელები. ავტომობილს ”ლენდ როვერის” ოფიციალური დილერები ზაფხულიდან მიიღებენ და მისი საწყისი ფასი დაახლოებით 50 000 ევროა.

Auto Bild

მაქსიმალური გამავლობისთვის ოფციურია ოფროუდ-ასისტენტ-სისტემები All-Terrain Progress Control და Terrain Response 2 (ყველა მნიშვნელოვანი სისტემის მართვა). პნევმატიკური დაკიდება 6-ცილინდრიან მოდელებში სერიულია.

გაყიდვების სტარტზე ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება დიზელის სამი და ბენზინის ორი ძრავით. 4-ცილინდრიანი ტურბოდიზელი ხელმისაწვდომია როგორც 180 ცხენის ძალით და 430 ნიუტონმეტრით, ისე 240 ცხენის ძალით და 500 ნიუტონმეტრით. ყველაზე ძლიერი დიზელის სიმძლავრე 300 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 700 ნმ.

Auto Bild

ბენზინის ძრავების შემთხვევაში კი მსურველებს ორი არჩევანი აქვთ: 4-ცილინდრიანი ტურბო 250 ცხენის ძალით და 365 ნიუტონმეტრით და ტოპ-მოდელი V6 ძრავით, რომლის სიმძლავრე 380 ცხენის ძალა, ხოლო მაბრუნი მომენტი კი 450 ნიუტონმეტრია. წლის ბოლოს ხელმისაწვდომი გახდება ასევე ბენზინის 4-ცილინდრიანი 300 ცხენის ძალით და ჯამში Range Rover Velar 6 აგრეგატით იქნება წარმოდგენილი. ყველა ძრავა ZF-ის 8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და, რა თქმა უნდა, ავტომობილი ნებისმიერ შემთხვევაში სრულამძრავიანია.

Auto Bild

იხილეთ ვიდეო:



ასევე იხილეთ:
ლენდ როვერის X6 - პირველი ცნობები
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
რენჯ როვერის ექსტრემალური დაშვება
ალპების სახიფათო ფერდობზე (+ VIDEO)

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ახალი დისკო (თითქმის) ყველაფრისთვის მზადაა!
Auto Bild

როგორი იქნება ახალი ლენდ როვერ დეფენდერი?
Auto Bild

ასევე იხილეთ:
მდიდრებო, მდიდრებო, სად ხართ?
Auto Bild

მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის სუპერ-SUV-ების შედარება
Auto Bild

GOODBYE, MY FRIEND!
ვემშვიდობებით Land Rover Defender-ს
Auto Bild

ლენდ როვერ დეფენდერის სუპერ-ზონდერი
Auto Bild

იხილეთ გალერეა:
Land Rover Defender-ის ზონდერმოდელები

Auto Bild

ასეთი იქნება მომავალი დეფენდერი?
Auto Bild

ასევე იხილეთ:
რა შეუძლია Range Rover-კაბრიოლეტს? (+ VIDEO)
Auto Bild

ლენდ როვერის ”დისკო” თუ Mercedes GLC?
Auto Bild

რენჯ როვერი ასეთი მრისხანე აქამდე არასდროს ყოფილა
Auto Bild

სმარტფონი მართავს რენჯ როვერს! (+ VIDEO)
Auto Bild

რენჯ როვერი გააპიკაპეს...
Auto Bild

დედოფლის ახალი რენჯ როვერი
Auto Bild

10 ყველაზე სწრაფი SUV
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ეს ის ჰონდა სივიკი აღარ არის!
2017-03-27 08:46:10
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
სრულად
article image
Cat Image
ეს ლენდ როვერი კლდესავით მტკიცეა! ახალი Discovery-ს პირველი ტესტი
2017-03-27 06:42:59
”ლენდ როვერმა” ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა...
სრულად
article image
Cat Image
3 ცილინდრის დღესასწაული
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სრულად
ვინ არის და სადაურია მე-6-მილიონე ტურისტი, რომელზეც დღეს ყველა ლაპარაკობს?
16 წლის ბიჭის თბილისში დაწყებული ბიზნესი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გრძელდება
ყოფილი ქმრის ჯიბრზე აშენებული სახლი, რომლის მსგავსიც არ არსებობდა
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
იყიდება 3-ოთახიანი ვერაზე
იყიდება 3-ოთახიანი ჩუღურეთში
იყიდება 2-ოთახიანი საბურთალოზე
U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველების ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო
ვლადიმირ ვაისი: თუ ნებას დამრთავენ, გავაგრძელებ საქართველოს ნაკრებში მუშაობას
ევრობასკეტი 2017: საქართველოს ნაკრებს თელ-ავივში იდეალური პირობები ექნება
სხვა სიახლეები
ეს ის ჰონდა სივიკი აღარ არის!
27.03.2017
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
სრულად
სამეფო პრესტიჟი: ბრილიანტებით მორთული როლს-როისი
27.03.2017
„როლს-როისი“ ყველასგან გამორჩეულ ავტომობილებს აწარმოებს. მისი წარმოება შეზღუდულია
სრულად
27.03.2017
როგორ ფიქრობთ, სათამაშო, ძრავიან და რადიომართვად პატარა ავტომობილებს, ჯგუფური ბუქსირით ორტონიანი პიკაპის დაძვრა შეუძლიათ?
სრულად
ყველაზე კითხვადი
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
რა ქონებას ფლობს თბილისის საკრებულოს მილიონერი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი?
"მერიის ტენდერი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს"
ბრაზილიური ხორცის სკანდალი და საქართველო
N87 მარტი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მიკროავტობუსი ფორდი.
იყიდება ზილი კარგ მდგომარეობაში.
Nissan March 1800 $
Mazda Millenia 10 $
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვია გაანადგურა [VIDEO]
გიორგი შერმადინის უდიდესი აღიარება: ქართველი თვის საუკეთესოდ მეორედ დაასახელეს!
არგენტინის რაგბის კავშირი: "ბორჯღალოსნებთან" მატჩი დიდ ყურადღებას მიიქცევს
4 ოთახიანი ბინა, კრწანისი
2 ოთახიანი ბინა, ვაკე-საბურთალო