ელექტრული "შევროლე კორვეტი" კომპანია Gennovation-მა შეიმუშავა. ის ორი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 700 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 813 ნიუტონმეტრს აღწევს. ამასთან, ორივე ძრავა მხოლოდ უკანა ბორბლებს ემსახურება და შესაბამისად, ავტომობილი უკანა ამძრავიანად დარჩა.
ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 44 კილოვატსაათია. ეს კი ერთი სრული დამუხტვით, 240 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. კომპანია "ჯენოვეიშენი" ელექტრულ კორვეტს შეკვეთებით აწყობს და ასეთი ავტომობილი უკვე რამდენიმე ათეული აქვს დამზადებული.

უნდა ითქვას, რომ სერიული ელექტრომობილების წინა რეკორდიც "ჯენოვეიშენის" "კორვეტს" ეკუთვნოდა და ის საათში 330.8 კილომტრს უდრიდა. სიჩარის ახალი რეკორდის გარდა, ელექტრულმა "კორვეტმა" კიდევ ერთი მიღწევა დააფიქსირა - ერთმილიანი მონაკვეთის (1609 მეტრი) ბოლოს, მისმა სიჩარემ 306.3 კმ/სთ შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
პარალელურად, კომპანია "ჯენოვეიშენი" "შევროლე კორვეტ C7-ის" ბაზაზე ახალი ელექტრომობილის შემუშავებას შეუდგა და აცხადებს, რომ ახალი ავტომობილი კიდევ უფრო სწრაფი იქნება.
იხილეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
როცა ამერიკულ მანქანაზე იტალიელი
დიზაინერი მუშაობს: ჯუჯაროს კორვეტი

ასევე იხილეთ:
მხეცი, ნადირი, ტყიდან გამოვარდნილი...

ასევე დაგაინტერესებთ:
ასეთი კორვეტი ნანახი არ გექნებათ...

ასევე იხილეთ:
თინეიჯერების ოცნება ძველი როკერის წინააღმდეგ

ჯო ბაიდენმა ჯეი ლენო 67 წლის კორვეტით გაასეირნა (+ VIDEO)
