იტალიელი ქალი მრბოლელი ქართულ გუნდში - მიკელა ჩერუტი ქაჯაიასთან ერთად იასპარეზებს!
იტალიელი ქალი მრბოლელი ქართულ გუნდში - მიკელა ჩერუტი ქაჯაიასთან ერთად იასპარეზებს!
06.04.2017
ძალიან საინტერესო სიახლე TCR-ის ოფიციალური გვერდიდან: ქართულ გუნდს, GE-Force-ს, რომლის ღირსებას, როგორც იცით, დათა ქაჯაია და სერბი დუშან ბორკოვიჩი იცავენ, კიდევ ერთი , მესამე მრბოლელი შეუერთდა!

და რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი მრბოლელი ქალია!

Auto Bild

ეს გახლავთ გამოცდილი იტალიელი, 30 წლის მიკელა ჩერუტი, რომელიც TCR-ის საერთაშორისო სერიის წინა სეზონშიც ასპარეზობდა - ასევე ”ალფა რომეოთი”. ჩერუტიმ შარშან 11-დან მხოლოდ 5 ეტაპში მიიღო მონაწილეობა, შარშანწინ კი ერთ ეტაპზე ირბოლა. მიკელა ჩერუტი ”რომეო ფერარისის” გუნდის წევრია და გასულ შაბათ-კვირას რუსთავშიც იმყოფებოდა - ოღონდ გულშემატკივრის
რანგში.
  • ჩერუტიმ ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა დათა ქაჯაიას გამარჯვება და სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა.
Auto Bild

გადაწყვეტილია, რომ TCR-ის მეორე ეტაპზე, რომელიც ბაჰრეინში 14-16 აპრილს გაიმართება, სწორედ მიკელა ჩერუტი მიუჯდება იმ მესამე ”ალფა რომეო ჯულიეტას” საჭეს, რომელსაც რუსთავის ეტაპზე ჩვენი ავტოდრომის მფლობელი შოთა აფხაზავა მართავდა. შესაბამისად, GE-Force ბაჰრეინის ეტაპზეც სამი მრბოლელით იქნება წარმოდგენილი - დათა ქაჯაია (38 ქულა), დუშან ბორკოვიჩი (14 ქულა) და მიკელა ჩერუტი.

”მართალია, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ რუსთავში უდიდესი სიამოვნება მივიღე. ”ალფა რომეო” ჩემი უდიდესი სიყვარულია და მთელი გულით ვქომაგობდი ქაჯაიას და ბორკოვიჩს. უბედნიერესი ვიყავი,
როცა დათამ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ”ალფა რომეო ჯულიეტა” ჩემი ”ბავშვია”, მეც მაქვს შეტანილი წვლილი მის დაბადებაში და გაზრდაში,” - აცხადებს იტალიელი, რომელმაც TCR-ის ახლო აღმოსავლეთის სერიაში (დუბაი, იანვარი) პოდიუმზე ასვლა მოახერხა.

Auto Bild

”დუბაიში პოდიუმზე ასვლის შემდეგ და მას მერე, რაც ქაჯაიამ და ბორკოვიჩმა რუსთავში შესანიშნავად იასპარეზეს, მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა რბოლა და მინდა, კიდევ ერთხელ ვცადო ბედი. თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბიჭებს დავეხმარო და გუნდს ქულები შევმატო,” - დასძენს ქაჯაიას თანაგუნდელი.

Auto Bild

მიკელა ჩერუტი 1987 წლის 18 თებერვალს, რომში დაიბადა. ავტოსპრტის გარდა, გატაცებულია წიგნების კითხვით და მოგზაურობით. ავტომრბოლის კარიერა მან 2008 წელს, Alfa Romeo 147-ით დაიწყო და მას მერე, არაერთ საერთაშორისო რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული - ისეთი ავტომობილებით, როგორებიცაა Fiat 500 Abarth, Ferrari 430, Mercedes C63, BMW Z4 და Alfa Romeo Giulietta. ჩერუტის საუკეთესო მოღწევა 2015 წელს, ნიურბურგრინგის 24-საათიან რბოლაზე მე-6 ადგილი გახლავთ (BMW Z4).
  • გაინტერესებთ, როგორ მართავს მანქანას მიკელა ჩერუტი? ნახეთ ვიდეო!
იხილეთ ვიდეო:
აი, ასეთი მრბოლელია ქაჯაიას იტალიელი თანაგუნდელი

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ქაჯაიას ტრიუმფი საკუთარ კედლებში - არის პირველი ადგილი!
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
380 და ნაღდი - ოპელის ჩემპიონი ელექტრომობილი!
2017-10-31 07:27:13
როდესაც “ოპელმა” ელექტრომობილი Ampera-e წარმოადგინა, გერმანელებმა თამამად განაცხადეს, რომ მას ბაზარზე არსებულ ელექტრომობილებში, ერთი დამუხტვით ყველაზე მეტი მანძილის გავლა შეეძლებოდა.
სრულად
article image
Cat Image
ყველაზე იაფი ფერარი - გაიცანით ახალი Ferrari Portofino
2017-10-29 06:38:36
„ფერარიმ“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე თავისი ახალი კუპე-კაბრიოლეტი, „პორტოფინო“ წარადგინა, რომელიც მომავალი წლიდან მოდელ „კალიფორნიას“ შეცვლის
სრულად
article image
Cat Image
პირველი გასეირნება Tesla Model 3-ით - როგორია ეს ელექტრომობილი რეალურად?
2017-10-26 07:13:58
რა სჭირდება მომავლის მანქანას? ელექტრომოტორი, გარბენის მარაგი, ორი ღილაკი, ერთი ეკრანი. და ტევადობა.
სრულად
”ზუსტად ვიცი, იტირებდა სიხარულისგან...” - პაპის მარანი, რომელიც შვილიშვილებმა გააცოცხლეს და ტურისტულ ობიექტად აქციეს
დაათვალიერეთ მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის სახლი არგვეთში და უნიკალური ნივთები
როგორ შეიძლება გამოიყენოთ ხის კუნძი სახლის დეკორსა და აგარაკზე
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
119500
იყიდება 3 ოთახიანი ბინა სამგორში
200000
იყიდება 6 ოთახიანი ბინა ორთაჭალაში
92000
იყიდება 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
შერმადინის 16 ქულა და "უნიხაკას" დამაჯერებელი გამარჯვება "ესტუდიანტესთან" [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXII ტური: "სამტრედია“ სახლში "საბურთალოსთან“ დამარცხდა [VIDEO]
10 საინტერესო ფაქტი გურამ კაშიას შესახებ
სხვა სიახლეები
ხვალიდან ჭკვიანი კამერები ჩაირთვება - რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა
30.10.2017
ახალი საგზაო რეგულაციებისა და ე.წ. ჭკვიანი კამერების გააქტიურებამდე ცოტა დრო რჩება. რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა?
სრულად
როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავები
28.10.2017
ზამთარი მოახლოვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში არა, მაგრამ საქართველოს ბევრ რეგიონში, გზის ზედაპირს თოვლი დაფარავს.
სრულად
როგორ შევამოწმოთ საბურავის ასაკი
18.10.2017
”დაძველებული ზამთრის საბურავი განსაკუთრებით სველ და თოვლიან გზაზეა სახიფათო,” - გვაფრთხილებს Dekra-ს საბურავების ექსპერტი
სრულად
ყველაზე კითხვადი
თვითმფრინავის დაჯდომა ქარიშხალში - დრიფტი გიგანტური AIRBUS-ით
თვითმფრინავის დაჯდომა ქარიშხალში - დრიფტი გიგანტური AIRBUS-ით
როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავები
როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავები
როგორ შევამოწმოთ საბურავის ასაკი
როგორ შევამოწმოთ საბურავის ასაკი
გაზგასამართი სადგურები - ნელი მოქმედების ბომბები
"ლარის გაუფასურებით დროა პროკურატურა დაინტერესდეს"
ზარაფხანა იყიდება
N93 ოქტომბერი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
რამდენად გამძლე და ხარისხიანია მეორადი Tesla Model S?
რამდენად გამძლე და ხარისხიანია მეორადი Tesla Model S?
როლს-როისი, რომელსაც უნდა დაუჩოქო - არის თუ არა ახალი ფანტომი საუკეთესო მანქანა?
როლს-როისი, რომელსაც უნდა დაუჩოქო - არის თუ არა ახალი ფანტომი საუკეთესო მანქანა?
მერსედესის F1-ის ძრავის ეფექტურობამ სტენდზე 50%-ს მიაღწია
მერსედესის F1-ის ძრავის ეფექტურობამ სტენდზე 50%-ს მიაღწია
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
გთავაზობთ ავტომობილების ქირაობას დღიურად ყველაზე
Toyota Highlander 11000 $
Mitsubishi Grandis 2900 $
ქირავდება!!! ბობკატი.მოგემსახურებათ გამოცდილი ოპერატორი.
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მესამე მარცხი იწვნია [VIDEO]
სენსაცია კატალონიაში - "ჟირონამ" "რეალი" დაამარცხა [VIDEO]
101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება
დღიურად 1 ოთახიანი ბინა, საბურთალო
დღიურად 1 ოთახიანი ბინა, საბურთალო