იაგუარის პირველი ელექტრომობილი - ტესლას კონკურენტი ბრიტანეთიდან!
იაგუარის პირველი ელექტრომობილი - ტესლას კონკურენტი ბრიტანეთიდან!
25.04.2017
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა

გარდაქმნაც ასეთი უნდა! მოდური დიზაინი, დიზელის ძრავები, უნივერსალები, პირველი SUV - ბოლო წლებში ”იაგუარმა” თავის ფანებს მართლაც ბევრი სიახლე შესთავაზა. ახლა კი, ბრიტანელებმა თავიანთი პირველი ელექტრომობილიც წარმოადგინეს!
  • ”იაგუარის ტესლა” - რა ხდება, დედოფალმა ჰიპ-ჰოპის მოსმენა დაიწყო?
რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, I-Pace გამოვიდა - თანაც, ცეცხლოვანი წითელი ფერით აბსოლუტურად შესანიშნავ ფორმაშია. ”იაგუარის” პირველ ელექტრომობილს ძალიან უხდება SUV-ის სიმაღლე და მოკლე კაპოტის კომბინაცია. იმას ვგულისხმობთ, რომ ასეთი დიზაინით ”იაგუარი” ”ტესლას” მართლაც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს!

Auto Bild
შესანიშნავი წითელი ფერი და დინამიკური პროპორციები - I-Pace სპორტულად გამოიყურება

I-Pace-ის ინტერიერი გვიჩვენებს, რომ ეს ელექტრომობილი რეალური უპირატესობებით გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ მიუხედავად კომპაქტური ზომებისა (სიგრძე: 4,68 მეტრი), ავტომობილი 3-მეტრიანი ბაზის დამსახურებით, საკმაოდ დიდ სივრცეს გვთავაზობს - თვით ბარგისთვისაც კი. საბარგულის მინიმალური მოცულობა 530 ლიტრია და პატარა საბარგული წინაცაა. კოკპიტში, ცენტრალურ კონსოლზე, მხოლოდ ორი დასატრიალებელი ღილაკია, ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია კი სენსორული ეკრანიდან იმართება. თუმცაღა, ასეთ მიდგომას სწორედ ”ტესლასგან” ვიცნობთ. მძღოლის ხილვადობა გადასარევია!

Auto Bild

ახლა კი გაზი მივცეთ! ჰმ... უფრო სწორად, დენი! ”იაგუარი” სერიული ვერსიისთვის 400 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს გვპირდება - თანაც, პირველივე ბრუნიდან და 100 კმ/სთ-მდე 4 წამში უნდა აჩქარდეს. მაგრამ რაკი ეს ჯერ კიდევ ერთადერთი ეგზემპლარია და ბოლომდე არ არის მზად, სერიოზული ტესტ-დრაივი მომავლისთვის უნდა გადავდოთ. ბრიტანელების დაპირებით, რესურსი 500 კილომეტრია და ჯერჯერობით, ამ მხრივაც სიტყვაზე უნდა ვენდოთ.

Auto Bild
ჯერ არასდროს არ ყოფილა ელექტრომობილი ასეთი სექსუალური...

სამაგიეროდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ I-Pace-ით პირველი გასეირნების შემდეგ, უფრო მეტი მოგვინდა და, თანაც, რაც შეიძლება მალე! ჯერ არასდროს არ ყოფილა ელექტრომობილი ასეთი სექსუალური - არც ”ტესლა”!Auto Bild
  • ფასს არ იკითხავთ? 80 000 ევრო. ანუ, კონკურენტებზე ნაკლები. ესეც ”იაგუარის” კიდევ ერთი სიახლე.
მოკლედ და კონკრეტულად
  • ძალიან კარგია: დიზაინი: შესანიშნავი ფორმები აქვს.
  • არ მოგვწონს: რატომ უნდა დავიცადოთ 2018 წლამდე?
  • WOW: წითელი ”იაგუარსაც” უხდება!
  • ვინ იყიდის: თამამი და მდიდარი ანგლოფილები.
დასკვნა
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ”ელექტროიაგუარი” ათიანში მორტყმული მანქანაა! სტილი, რესურსი, პრაქტიკული შესაძლებლობები - ყველაფერი მოწონებას იმსახურებს. თანაც, რაც ყველაზე მთავარია, Tesla Model X-ზე იაფი ღირს.
შტეფან ფოსვინკელი
Auto Bild
იხილეთ ვიდეო


ასევე დაგაინტერესებთ:
იაგუარის F-PACE თუ მერსედესის GLC?
Auto Bild

დაუჯერებელი ქურდობა: როგორ მოიპარეს
იაგუარ-ლენდ როვერის ქარხნიდან 4 მილიონი დოლარის ძრავები

Auto Bild

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
article image
ახალი Mercedes E-კლასი კუპე - შეხვედრა მრავლისმნახველ ბაბუასთან
2017-05-31 07:02:04
ახალი ”E-კლასი კუპე” მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ W124-ივით ლეგენდარული გახდეს?
სრულად
article image
Cat Image
სიგიჟე 1500 ცხენის ძალით - ექსკლუზიური გაფრენა ახალი ბუგატი შირონით
2017-05-30 09:06:48
რატომ გიჟდებიან მილიონერები ამ მანქანაზე? ჩვენ გავტესტეთ ”ბუგატი შირონი” და ვეცდებით, ამ კითხვას ვუპასუხოთ
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი, რაც BMW-ს ახალი მე-8 სერიის შესახებ უნდა იცოდეთ
2017-05-26 08:39:05
პირველი ექსკლუზიური ფოტოები და ცნობები: BMW Concept 8 Series მდიდრულობას და სპორტულობას სრულყოფილად უნდა აერთიანებდეს.
სრულად
ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკი ოქროთი და ალმასებით
"მიხარია, ბავშვებისგან რომ მესმის, ზურა პაპას პაღში მივდივართო" – კაცი, რომელმაც გლდანში საოცარი სკვერი მოაწყო
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში დედოფლის სასახლის მახლობლად
იყიდება 3-ოთახიანი დიდუბეში
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
ქირავდება 2-ოთახიანი ბაგებში
იყიდება 2-ოთახიანი მუხიანში
ზაზა ფაჩულია: თუ კლივლენდშიც ასე ვითამაშებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება
ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...
[ლეგიონის უქმეები] ვაკო ყაზაიშვილი - ჩემპიონი უთამაშებლად [VIDEO]
სხვა სიახლეები
05.06.2017
ინდურმა კომპანია „SP დიზაინსმა“, რომელიც ავტომობილების ტიუნინგზეა სპეციალიზებული, საინტერესო პროექტი შეიმუშავა
სრულად
05.06.2017
608 ცხენის ძალა, 750 ნიუტონმეტრი და სრული ამძრავი, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ უკანა ამძრავად გადაიქცევა.
სრულად
31.05.2017
ახალი ”E-კლასი კუპე” მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ W124-ივით ლეგენდარული გახდეს?
სრულად
ყველაზე კითხვადი
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
როგორ გახდა 10 წლის ასაკში სახლიდან გაპარული ამბროლაურელი ბიჭუნა აშშ-ის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი
როგორ დავიცვათ მოზარდები ინტერნეტში ჩაბუდებული საფრთხეებისგან
"ჩვენთან ბევრ მედიკამე­ნტზე ბევრად მაღალი ფასია, ვიდრე ანალო­გიურ მედიკამენტზე ევროპის სხვა ქვეყნებში"
N90 ივნისი 2017
ახალი ნომერი
რედაქტორის რჩევით
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ოპელ კომბო ახალი ჩამოყვანილი
იყიდება კამაზი, კარგ, მუშა მდგომარეობაში.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
გიორგი ლორია: რომ არა ხელი...
[ექსკლუზივი] გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" რადარებზე
დღიურად 2 ოთახიანი სასტუმრო, ბაკურიანი
დღიურად 3 ოთახიანი ბინა, ვაკე-საბურთალო