დაიმლერის ტიუნინგის პირველი სტადია ქარხნულია - რა თქმა უნდა, AMG-ს ვგულისხმობთ. აფალტერბახელები თითქმის ყველა მოდელს ამძაფრებენ - B და V-კლასების გარდა.
ვისთვისაც ქარხნული ტიუნინგი საკმარისი არ არის, ”ბრაბუსში” მიდის. ”ბრაბუსი” ”მერსედესის” მარკის ავტომობილებს 1977 წლიდან ამუშავებს. ყველაზე პოპულარული G-კლასის ბრაბუსისეული ვერსიებია , თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტიუნერი სხვა მოდელებსაც ატიუნინგებს - მათ შორის ისეთებსაც, როგორებიცაა Sprinter ან Unimog.
ამავდროულად, ”ბრაბუსი” დიდი ხანია, რაც მხოლოდ ტიუნერი კი აღარ არის, არამედ ოფიციალური დამოუკიდებელი ავტომწარმოებელია. კომპანია 1977 წელს ტიუნინგის ერთ-ერთმა პირველმა პროფიმ, ბოდო ბუშმანმა თანაკურსელ კლაუს ბრაკმანთან ერთად დააარსა. შესაბამისად, კომპანიის სახელწოდებაც მათი გვარების საწყისი სამი ასოებითაა შედგენილი: BRAckmann და BUSchmann.
► იხილეთ ფოტოგალრეა: ”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები


- თუმცა ”მერსედესის” სხვა ტიუნერებიც ატიუნინგებენ. მაგალითად: Gemballa, Mansory, Carlsson, G-Power და TopCar. ამჯერად TopCar-ზე გიამბობთ, რომელიც ახალი ნამუშევარი Mercedes-Benz GLE გახლავთ - თეთრი ინტერიერით.
TopCar რუსული ტიუნერია, რომელიც Mercedes GLE-ს ინტერიერის თეთრი ტყავით მოსავს. ფოტოებზეც ნახავდით, რომ TopCar-ის GLE-ს სალონში აბსოლუტურად ყველაფერი თეთრია - არა მხოლოდ სავარძლები და ჭერი, არამედ მზისგან დამცავი წინაფრაც, ინსტრუმენტების პანელი და საჭეც! გათეთრებულია კარის სახელურები და საჰაეროებიც. თეთრი არ არის მხოლოდ ნაკერები და სპილოს ძვლის ფერი ხის აპლიკაციები.
- გარეგნულად კი, რუსული TopCar-ის მიერ მომზადებული GLE შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

ეს გახლავთ ზონდერ-მოდელი Blue Gem, რომელიც Mercedes-AMG GLE 43 Coupé-ს ბაზაზე შეიქმნა.
ამგვარი ტრანსფორმაცია 16 480 ევრო ჯდება. ოღონდ კარბონის გარეშე. ვისაც კარბონის დეტალები სურს, მინიმუმ 20 000 ევრო უნდა იანგარიშოს.

ასევე იხილეთ:
ახალი დიდებული მიკროავტობუსი ბრაბუსისგან

ასევე იხილეთ:
გოლიათი ბრაბუსი დავით ბრაბუსის წინააღმდეგ

ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსის საუკეთესო ავტომობილები

ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსმა Mercedes-AMG GLE 63 გააძლიერა

ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი ბრაბუსისგან!

ასევე დაგაინტერესებთ:
ბრაბუსის ახალი სიამაყე: G-კლასი 700 ცხენის ძალით

ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა

მომხმარებლებმა ბრაბუსი საუკეთესოდ დაასახელეს

ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!

ბიზნეს-ბრაბუსი: ოფისი 800 ცხენის ძალით!
