რატომ არეკლამებენ მანქანებს ქალები?
რატომ არეკლამებენ მანქანებს ქალები?
12.05.2017
თანამედროვე საავტომობილო გამოფენები ლამაზი ქალების გარეშე წარმოუდგენელია. ახალი სერიული და კონცეპტუალური ავტომობილების სანახავად, პავილიონებთან დამთვალიერებლებს ისინიც იზიდავენ. გაჩახჩახებული და სარეკლამო აბრებით აჭრელებული, უამრავი სიახლით სავსე დარბაზების ფონზე, ავტომობილს „დაკარგვის“ საშუალებას სწორედ ისინი არ აძლევენ.



ლამაზი ქალი და ახალი ავტო ერთმანეთს ავსებენ და რაც მთავარია, პოტენციურ მყიდველს სურვილების მორევში ითრევენ. ალბათ არცთუ იშვიათად, მომავალი მყიდველი სწორედ შოუზე, ლამაზმანის გვერდით მდგარი (ან პირიქით) ავტომობილის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.

მაგრამ 60-70-იან წლებამდე, ქალი და მანქანა, რეკლამებში და სარეკლამო აქციებში, ერთად იშვიათად ჩნდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ეს გავრცელებული ხერხი არ იყო და გამონაკლისების შემთხვევაში, ქალის როლი ძირითადად, საკმაოდ თავშეკავებული იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ავტოშოუს გოგონები ნახევარი საუკუნის წინ
Auto BildAuto Bild


მიჩნულია, რომ ავტომობილების სარეკლამო ბიზნესში ქალის როლი პირველმა მარჯერი კრევსკიმ ჩართო. ის ნიუ იორკის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სამოდელო სახლში მუშაობდა. ერთხელ ნიუ იორკში გამართულ ავტოშუს დაესწრო და აღმოაჩინა, რომ ახალი ავტომობილების სიმრავლის მიუხედავად, ეს საკმაოდ მოსაწყენი სანახაობა იყო. წარმოდგენას აკლდა გლამური და სექსუალურობა. კრევსკი მაშინვე მიხვდა, რომ ავტომობილს ლამაზი ქალი სხვაგვარად წარმოაჩენდა და ეს კომბინაცია უფრო მეტ მნახველს მიიზიდავდა.



კრევსკიმ სწრაფად მოქმედება გადაწყვიტა. მან ჩამოაყალიბა სააგენტო Productions Plus, რომლის მთავარი დანიშნულება, ავტო შოუებზე ავტომობილების რეკლამებში მონაწილეობა გახდა. მან დაიწყო მოდელების აყვანა. მათ ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაეჭირათ თავის ავტომობილის გვერდით. კრევსკიმ აქცენტი სექსუალობასა და თამამ სამოსზე გააკეთა. მან ავტომობილის რეკლამირებისას, ქალის მონაწილეობის სპეცალური მეთოდიკაც შეიმუშავა.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ლამბორგინის გოგონები


და გასაკვირი სულაც არაა, რომ კრევსკის კომპანიას, ავტომობილების რეკლამირების სფეროში დღეს წამყვანი როლი უკავია. მისი სააგენტო შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოში (პარიზი, ფრანკფურტი, ჟენევა და სხვა) ყველაზე პოპულარული ავტო გამოფენების უცვლელი მონაწილეა. მის კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: „პორშე“, „ნისანი“, „ლექსუსი“, „ტოიოტა“, „ჯენერალ მოტორსი“ და სხვები.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ლექსუსი და ულამაზესი ტოპ-მოდელი
Auto BildAuto Bild


კრევსკიმ თავის საქმიანობას წიგნიც მიუძღვნა - „ქრომირებული იასამანები: ავტო შოუს მოდელების აღუწერელი ხიბლი“. ამჟამად მის სააგენტოს 484 მუდმივი მოდელი ჰყავს, რომლებსაც კრევსკი „პროდუქციის დახვეწილ სპეციალისტებს“ უწოდებს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, დაახლოებით 200 სხვა „სპეციალისტის“ მოწვევა მოკლევადიანი კონტრაქტებითაც შეუძლია.

იხილეთ ფოტოგალრეა:
პარიზის ავტოშოუს ლამაზმანები
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ახალი Mercedes E-კლასი კუპე - შეხვედრა მრავლისმნახველ ბაბუასთან
2017-05-31 07:02:04
ახალი ”E-კლასი კუპე” მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ W124-ივით ლეგენდარული გახდეს?
სრულად
article image
Cat Image
სიგიჟე 1500 ცხენის ძალით - ექსკლუზიური გაფრენა ახალი ბუგატი შირონით
2017-05-30 09:06:48
რატომ გიჟდებიან მილიონერები ამ მანქანაზე? ჩვენ გავტესტეთ ”ბუგატი შირონი” და ვეცდებით, ამ კითხვას ვუპასუხოთ
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი, რაც BMW-ს ახალი მე-8 სერიის შესახებ უნდა იცოდეთ
2017-05-26 08:39:05
პირველი ექსკლუზიური ფოტოები და ცნობები: BMW Concept 8 Series მდიდრულობას და სპორტულობას სრულყოფილად უნდა აერთიანებდეს.
სრულად
ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკი ოქროთი და ალმასებით
"მიხარია, ბავშვებისგან რომ მესმის, ზურა პაპას პაღში მივდივართო" – კაცი, რომელმაც გლდანში საოცარი სკვერი მოაწყო
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში დედოფლის სასახლის მახლობლად
ზაზა ფაჩულია: თუ კლივლენდშიც ასე ვითამაშებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება
ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...
[ლეგიონის უქმეები] ვაკო ყაზაიშვილი - ჩემპიონი უთამაშებლად [VIDEO]
ყველაზე კითხვადი
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
როგორ გახდა 10 წლის ასაკში სახლიდან გაპარული ამბროლაურელი ბიჭუნა აშშ-ის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი
როგორ დავიცვათ მოზარდები ინტერნეტში ჩაბუდებული საფრთხეებისგან
"ჩვენთან ბევრ მედიკამე­ნტზე ბევრად მაღალი ფასია, ვიდრე ანალო­გიურ მედიკამენტზე ევროპის სხვა ქვეყნებში"
N90 ივნისი 2017
ახალი ნომერი
რედაქტორის რჩევით
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz V 230 4200 $
Nissan Pathfinder 3200 $
იყიდება ოპელ კომბო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
გიორგი ლორია: რომ არა ხელი...
[ექსკლუზივი] გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" რადარებზე
დღიურად 3 ოთახიანი ბინა, კრწანისი
დღიურად 1 ოთახიანი სასტუმრო, ბაკურიანი