ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
18.05.2017
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია

1940 წლის ზაფხულში კარლ პრობსტი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ანერვიულდა. ცნობილ ინჟინერს უჭირდა მოსმენილის დაჯერება და ამბავის მიმტანს ეს წინადადება რამდენჯერმე გაამეორებინა: ”შეერთებული შტატების არმიას სასწრაფოდ ჭირდება მსუბუქი მილიტარისტული ავტომობილი 4 ადგილით და სრული ამძრაობით - თქვენ 49 დღე გაქვთ!”

მოთხოვნაზე რეაქცია მხოლოდ სამ ავტომწარმოებელს ჰქონდა: ”ფორდს”, ”ვილისს” და American Bantam-ს. ეს უკანასკნელი, რომელიც პენსილვანიაში მობინადრე პატარა მწარმოებელი იყო, უკვე კოტრდებოდა და რაკი ფირმაში დარჩენილი 15 ადამიანიდან არცერთი არ იყო ინჟინერი, დახმარებისთვის კარლ პრობსტს მიმართეს. კარლი პროფესიონალი კი იყო, მაგრამ ჯადოქარი არ გახლდათ და Bantam-ის მსტოვარს ასეთი პასუხი გასცა: ”სულ მთლად გაგიჟებულხართ!”

თუმცა ცნობილი ინჟინრისთვის მაინც საკმაოდ სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა ის, რომ პატარა ფირმასთან ერთად შეუძლებელი მოეხერხებინა და ზუსტად 49 დღის შემდეგ, პირველი პროტოტიპი უკვე მზად იყო.

Auto Bild

დიახ, ამერიკელები მართლაც გვიან მიხვდნენ, რომ ბერლინამდე კავალერიით ვერ ჩავიდოდნენ და რაკი Bantam-ის ქარხნის მცირე მოცულობის გამოც ნერვიულობდნენ, BRC-ის (Bantam Reconnaissance Car) გეგმები კონკურენტებსაც გადასცეს.

”მეორე მსოფლიო ომი ”ჯიპებმა”, ”დაკოტას” თვითმფრინავებმა და სადესანტო გემებმა მოიგეს!” - იტყვის ომის დასრულების შემდეგ აშშ-ის არმიის ხუთვარსკვლავიანი გენერალი, მოგვიანებით კი აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერი...

Auto Bild
მარცხნივ: საიუბილეო მოდელი სინამდვილეში ჩვეულებრივი ”ვრანგლერია”; მარჯვნივ: მანქანა, რომელსაც ჰიტლერის დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის

ახლა კი, მოდით, ვნახოთ Jeep 75th Salute. ცხადია, გამორიცხულია, რომ მსოფლიოს ისტორიაში ამ ”ჯიპმაც” ისეთივე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, როგორიც მისმა წინაპარმა ითამაშა, მაგრამ მაინც. უმნიშვნელო სულაც არ არის ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მოდელით იზეიმა ”ჯიპმა” შარშანდელ ზაფხულში 75 წლის იუბილე. დავალება, რომელიც მაშინ Willys-Overland-მა მიიღო და რომლის მიხედვითაც, Willys MB უნდა შეექმნა, 1941 წლის 15 ივლისითაა დათარიღებული და სწორედ ეს არის ”ჯიპის” დაბადების დღე.

”ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ნებისმიერი კონცეპტი, 75th Salute-ც აბსოლუტურად მზადაა ყველანაირი გამოყენებისთვის,” - ამბობს შეფ-დიზაინერი მარკ ალენი.

Auto Bild

ავტომობილი მოკლებაზიანი Wrangler-ის პლატფორმაზეა აგებული. არ აქვს B და C-საყრდენები, ისევე, როგორც კარები. რეტრო-ვიზუალს 16-დუიმიანი რკინის დისკები, ”რადიალის” მილიტარისტული საბურავები, რკინის ბამპერები, საბუქსირო კაუჭი და წყალგაუმტარი ბრეზენტით შემოსილი სავარძლები (თავის მისადების გარეშე) უზრუნველყოფენ.

მისი ძრავა 3,6 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი აგრეგატია (V6) – 284-ცხენისძალიანი სიმძლავრით და, რა თქმა უნდა, მექანიკური გადაცემათა კოლოფით, რომლის ბერკეტიც ძველებურად დახტის. ამ მანქანით სეირნობა ძალიან სასიამოვნოა, სარკეში კი ძველ Willys MB-ს ვხედავთ, რომელიც უკან მოგვყვება. მართალია, ახალში საქარე მინა წინ არ იწევა, მაგრამ სამაგიეროდ, გათბობის ფუნქცია აქვს. ისევე, როგორც ჰიდრავლიკური მოხვევა, აირბალიშიანი საჭე და კონდიციონერიც - ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ 75th Salute ომისთვის არ შეუქმნიათ - მშვიდობიანი ”ჯიპია”.

Auto BildAuto Bild

ახლა კი ომის ვეტერანში გადავჯდეთ. საჭესთან მოთავსებისთანავე ხვდები, რომ ეს მანქანა მხოლოდ და მხოლოდ ომისთვის შეიქმნა. 2,2-ლიტრიანი ძრავა ძველებური ჟღერადობით იქოქება. მარჯვენა ხელი მაშინვე გადაცემათა კოლოფის მუხანათური ბერკეტისკენ გაგექცევა, იქვეა დამადაბლებელი გადაცემის და სრული ამძრაობის პატარა ბერკეტებიც.

ომის ვეტერანი, რა თქმა უნდა, უხეშად დადის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი გადმოსაწევი სკამი უფრო კომფორტულია, ვიდრე მისი სავარძლები. აქ ბევრი ცივი რკინა და თვითმფრინავების დამტარებელი მანქანის მობრუნების რადიუსია. ამ პატარა, მამაც ჯარისკაცს 60 ცხენის ძალა აქვს, რაც მაშინ სავსებით საკმარისი იყო.

Auto Bild
JEEP 75TH SALUTE CONCEPT CAR: ოჰაიოს ორიგინალი სანომრე ნიშანი 1941 წლიდან

გასარკვევი მხოლოდ ის დაგვრჩა, რატომ დაარქვეს Willys-ს Jeep. ამბობენ, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა თავიანთ საყვარელ მანქანას სახელწოდება ”ჯიპი” ”Eugene the Jeep-ის” გამო შეარქვეს. ეს გახლდათ მისტიკური ცხოველი მაგიური შესაძლებლობებით ცნობილი მულტფილმიდან ”მეზღვაური პოპაი”. და ასეთი სახელი მანქანას იმიტომ შეარქვეს, რომ ჯარისკაცებს სწორედ მაგიური შესაძლებლობებით აოცებდა.

ეს მართლაც გმირი ავტომობილია და რა კარგია, რომ მისი საიუბილეო, თანამედროვე ვერსიაც გამოუშვეს.

Auto Bild
შეფ-დიზაინერი მარკ ალენი თავისი ქმნილებით ამაყობს

დასკვნა
მე რომ ”ჯიპის” მენეჯერების ადგილზე ვიყო, 75th Salute-ს მცირე სერიით მაინც გამოვუშვებდი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ავტომობილის ბევრი მსურველი გამოჩნდებოდა.
ლუკას ჰამბრეხტი

WILLYS MB
ძრავა: 4-ცილინდრიანი; მოცულობა: 2199 სმ3; სიმძლავრე: 44 კვ (60 ცხ. ძ.)/4000 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 142 ნმ/2000; მაქს. სიჩქარე: 100 კმ/სთ; საწვავის ხარჯი: 12 ლ./100 კმ; ამძრაობა: 3-საფეხურიანი მექანიკა, დამადაბლებელი გადაცემით და ჩართვადი სრული ამძრაობით; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 3327/1575/1830 მმ; ფასი: 890 US-დოლარი (1940 წელს)

Auto Bild
WILLYS MB: კაპოტის ქვეშ 2,2 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავა მუშაობს, რომლის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა, მეტსახელი კი - “Go Devil”

JEEP 75TH SALUTE CONCEPT CAR
ძრავა: V6; მოცულობა: 3604 სმ3; სიმძლავრე: 209 კვ (284 ცხ. ძ.) 6350 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 353 ნმ/4300; ამძრაობა: 6-საფეხურიანი მექანიკა; დამადაბლებელი გადაცემა; ჩართვადი სრული ამძრაობა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4223/1873/1825 მმ; ფასი: არ იყიდება.

Auto Bild
საიუბილეო მოდელის კაპოტის ქვეშ 284-ცხენისძალიანი V6 მუშაობს

ასევე იხილეთ:
გაიცანით ქართული ჯავშანმანქანა
Auto Bild

ასევე იხილეთ:
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში
ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ

Auto Bild

ასევე იხილეთ:
რა ჯდება დონალდ ტრამპის ერთი მგზავრობა?
Auto Bild

ასევე იხილეთ:
როგორ გადაადგილდება ამერიკის პრეზიდენტის ესკორტი
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ტრამპის ავტომობილები
შეაფასეთ ამერიკის პრეზიდენტის ავტოგემოვნება

Auto Bild


ვის უნდა დედოფლის მძღოლობა? ხელფასი და პირობები
Auto Bild


ჰიტლერის მერსედესი, რომელიც
ადოლფმა ესპანეთის სამეფო ოჯახს აჩუქა

Auto Bild

მეფეების და ტირანების მანქანები
Auto Bild

ვიდეო: პუტინმა УАЗ-ის კარი ვერ გააღო,
რუს გენერალს კი სახელური ხელში შერჩა...

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Jeep, სამხედრო ავტომობილები, სამხედრო მანქანები, ჯიპი,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ახალი Mercedes E-კლასი კუპე - შეხვედრა მრავლისმნახველ ბაბუასთან
2017-05-31 07:02:04
ახალი ”E-კლასი კუპე” მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ W124-ივით ლეგენდარული გახდეს?
სრულად
article image
Cat Image
სიგიჟე 1500 ცხენის ძალით - ექსკლუზიური გაფრენა ახალი ბუგატი შირონით
2017-05-30 09:06:48
რატომ გიჟდებიან მილიონერები ამ მანქანაზე? ჩვენ გავტესტეთ ”ბუგატი შირონი” და ვეცდებით, ამ კითხვას ვუპასუხოთ
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი, რაც BMW-ს ახალი მე-8 სერიის შესახებ უნდა იცოდეთ
2017-05-26 08:39:05
პირველი ექსკლუზიური ფოტოები და ცნობები: BMW Concept 8 Series მდიდრულობას და სპორტულობას სრულყოფილად უნდა აერთიანებდეს.
სრულად
ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკი ოქროთი და ალმასებით
"მიხარია, ბავშვებისგან რომ მესმის, ზურა პაპას პაღში მივდივართო" – კაცი, რომელმაც გლდანში საოცარი სკვერი მოაწყო
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში დედოფლის სასახლის მახლობლად
იყიდება 3-ოთახიანი დიდუბეში
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
ქირავდება 2-ოთახიანი ბაგებში
იყიდება 2-ოთახიანი მუხიანში
დავით ხოჭოლავა: რამდენიმე წუთი შოკში ვიყავი!..
ეროვნული ლიგა: კლუბებისა და ფეხბურთელთა ფასები, საშუალო ასაკი...
ჩემპიონთა ლიგა 2017/18: 22 კლუბის ვინაობა ცნობილია - ვინ რომელ კალათში და როდის...
სხვა სიახლეები
რატომ უყვარდა ჰიტლერს მერსედესი - ფიურერის საყვარელი ავტომობილები
06.06.2017
მე-20 საუკუნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები მანქანებს, რა თქმა უნდა, დიდ ყურადრებას უთმობდნენ.
სრულად
არაბული სამხედრო ავტომობილი მაზერატის ძრავით
06.06.2017
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ბაზირებულმა კომპანია NIMR-მა სამხედრო დანიშნულების უგზოობის მოდელი RIV შეიმუშავა.
სრულად
06.06.2017
თუკი განსაკუთრებულ, გამორჩეულ ავტომობილებს ანიჭებთ უპირატესობას, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ Mercedes CLS 500-ზე.
სრულად
ყველაზე კითხვადი
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
"რეზონანსი" - გაზის ტარიფის ზრდას გაძვირების ახალი ტალღა მოჰყვება
რატომ ვერ ახერხებენ ქართველები თანხის დაზოგვას?
დედოლარიზაციიდან - ლარიზაციამდე
N90 ივნისი 2017
ახალი ნომერი
რედაქტორის რჩევით
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება Denso-ს ფირმის იაპონური
იყიდება ოპელ კომბო ახალი ჩამოყვანილი
ქირავდება ბობკატი 140სმ სიგანის ეტევა
ოთარ კაკაბაძე: ასეთ შემთხვევაში "ხიმნასტიკში" არ დავბრუნდები
გიორგი მაკარიძის გადაბირება პორტუგალიის არაერთ გუნდს სურს
[ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი
დღიურად 2 ოთახიანი ბინა, დიდუბე-ჩუღურეთი
დღიურად 1 ოთახიანი ბინა, ბაკურიანი