ყველაფერი, რაც BMW-ს ახალი მე-8 სერიის შესახებ უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც BMW-ს ახალი მე-8 სერიის შესახებ უნდა იცოდეთ
26.05.2017
პირველი ექსკლუზიური ფოტოები და ცნობები: BMW Concept 8 Series მდიდრულობას და სპორტულობას სრულყოფილად უნდა აერთიანებდეს. ეს არის BMW-ს ახალი მე-8 სერიის წინამორბედი და ახლა სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

Auto Bild

სერიული ვერსია 2018 წელს გამოვა

AUTO BILD-ის ერთგულმა მკითხველებმა იცით, რომ BMW ახალ მე-8 სერიას გამოუშვებს. გაგახსენებთ, რომ არსებობდა E31, რომელიც 1989 წელს გამოვიდა და დღემდე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილად მიიჩნევა.
  • ახლა კი, თითქმის 30 წლის შემდეგ ბავარიელთა მდიდრული კუპე ბრუნდება!
ახალი მოდელის სერიული ვერსია 2018 წელს უნდა გამოვიდეს და Mercedes S-კლას კუპეს უნდა შეებრძოლოს. მიუნხენელებმა წარმოადგინეს სტუდიური მოდელი Concept 8 Series. ეს მანქანა პირველ და ძალიან კონკრეტულ შთაბეჭდილებას გვიქმნის მომავალი სერიული ვერსიის შესახებ, რომელსაც ბავარიული გიგანტი Concorso d'Eleganza Villa d'Este-ზე წარადგენს. მიუნხენელები გვპირდებიან, რომ ახალი ”მე-8 სერია” კონცეპტისგან შეძლებისდაგვარად მინიმალურად განსხვავებული იქნება. AUTO BILD-მა კი ექსკლუზიურად მოინახულა სტუდიური მოდელი, რომელიც აბსოლუტურად სრულფასოვანია და ამტკიცებს, რომ ბავარიელები მდიდრული კუპეების კლასში დაბრუნებაზე მუშაობისას, საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგნენ.

Auto Bild

პროპორციები BMW-სთვის დამახასიათებელია: დიდი ცხვირი, გრძელი ბაზა, მიწაზე გართხმული სილუეტი და მძლავრად გამოწეული საბურავების თაღები. ცხვირზე მასიური ორმაგი ცხაურა დომინირებს. BMW-ში პირველად ვხედავთ იმას, რომ ბავარიული ბრენდისთვის ტიპიური ”თირკმელები” Concept 8 Series-ში ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

პროფილში თვალშისაცემია ხაზების ელეგანტური მიმართულება. გვერდიდან დიზაინი მხოლოდ ორ ხაზზეა კონცენტრირებული და ორივე ხაზი ჰაერის გამომშვებიდან იწყება. დიდი, 21-დუიმიანი ბორბლები თაღებს კარგად ავსებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ მანქანისთვის ზედგამოჭრილი ზომაა.

Auto Bild

გარეთა სარკეები და ის ფაქტი, რომ კარს სახელური არ აქვს, სტუდიური მოდელისთვის ჩვეულებრივი ამბავია. აქ ხელის შეხებაზე მგრძნობიარე ზედაპირია - ისეთი, როგორსაც ”მაკლარენი” ადრინდელ MP4-12C-მოდელებში იყენებდა.

მე-8 სერიის უკანალი განსაკუთრებით მასიურია. თაღები მძლავრადაა გამოწეული, მაყუჩები კი Lexus LC500-ს მოგაგონებენ. დიდი შანსია, რომ უკანა ფარები პირდაპირ BMW i8-დან იყოს გადმოტანილი და ისეა ჩამჯდარი, რომ მანქანის უკანალი კიდევ უფრო განიერი მოგეჩვენოს, ვიდრე სინამდვილეშია.

Auto Bild

აბსოლუტური სიახლეა ე.წ. Ducktail-სპოილერი. ცისფერ-ნაცრისფერი საღებავი (ფერის ზუსტი სახელია Barcelona Grey Liquid) ავტომობილს ელეგანტურობას მატებს და ზოგიერთი ხედვის არედან მანქანა თითქმის მქრქალი (”მატოვი”) მოგეჩვენება.

საერთო ჯამში, ცხადად ჩანს, რომ BMW ამ ავტომობილის შემთხვევაში მდიდრულობისა და სპორტულობის სრულყოფილი მიქსის ძიებაშია. იმედი გვაქვს, რომ BMW სტუდიურიდან სერიულ მოდელში მაქსიმალურად ბევრ ელეგანტურობას, სოლიდურობას და სიმძლავრეს გადაიტანს.

Auto Bild

ინტერიერი: ჩვენ უკვე ვისხედით ამ მანქანაში!

მე-8 სერიის კონცეპტის კარი მაშინვე იღება, როგორც კი სახელურის ადგილს ხელით მოეფერები. ჩაჯდომისას სიფრთხილეა საჭირო: კარბონის მოლდინგზე, რომელსაც Concept 8 Series აწერია, ფეხი არ უნდა მოგიხვდეს! ინტერიერში ისეთი გარემოა, მუდმივად იმაზე უნდა იფიქრო, შემთხვევით არაფერი დააზიანო. სავარძლების ზურგზეც კარბონია და, სხვათა შორის, სავარძლები იმაზე მოხერხებული და კომფორტულია, ვიდრე ვფიქრობდით.

Auto Bild

საჭე, რომელსაც სტუდიურ მოდელში უსაფრთხოების ბალიში არ აქვს, ნახევრად ალუმინისგან რომ არ იყოს დამზადებული და ალკანტარა რომ არ ჰქონდეს გადაკრული, ნებისმიერი სარბოლო ბოლიდისთვის გამოდგებოდა.

განსაკუთრებით საინტერესოა ციფრული სამყარო მის უკან. იმ დროს, როცა ”მერსედესი” და ”აუდი” სხვადასხვა სერიულ მოდელებში უკვე გვთავაზობენ სრულიად ციფრულ და შენს გემოზე პროგრამირებად მაჩვენებლებს, BMW აქამდე ამაზე უარს ამბობდა. 8 Series Concept-ის ეკრანი შესანიშნავია და დიდი შანსია, რომ სერიულ ვერსიაში სწორედ ასეთი კოკპიტი ვიხილოთ.

Auto Bild

ცენტრალური კონსოლი ექსტრემალურად განიერია და ოდნავ მძღოლისკენაა მომართული - ტიპიური BMW. გადაცემათა კოლოფის ბერკეტი სპეციალურად ამ კონცეპტისთვის შეიქმნა, iDrive-ის კონტროლერი კი ”სვაროვსკის” მინისაა. ძალიან მოგვეწონა სავარძლებში ინტეგრირებული უსაფრთხოების ღვედები წითელი აქცენტებით. BMW მომავალ მე-8 სერიას ოფიციალურად 2+2 ადგილიან ავტომობილს უწოდებს, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც კონკურენტების შემთხვევაში, უკან სივრცე შეზღუდული იქნება. განსაკუთრებით მაღალი მგზავრებისთვის.

ძრავები და ფასები

სამწუხაროდ, კაპოტის ახდა არ შეიძლება. ბავარიელები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რომელი ძრავებით გამოვა მე-8 სერია. ერთი რამ ცხადია: კონცეპტის კაპოტის ქვეშ ძალიან მძლავრი აგრეგატი დგას. დაქოქვა შეიძლებოდა და შეგვიძლია გითხრათ, რომ კონცეპტის ძრავა ზედმეტად ჟღერადი ჩანს იმისთვის, რომ მხოლოდ V8 იყოს. სავარაუდოდ 12-ცილინდრიანია!

Auto Bild

თუმცა, სიმართლე ვთქვათ, ძრავა ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სტუდიური მოდელის უმთავრესი მისია დიზაინია. რაკი BMW ოფიციალურად არაფერს ამბობს, ჩვენც მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია: საწყისი მოდელი შეიძლება იყოს 840i, რომელსაც 326 ცხენის ძალა ექნება და 100 000 ევროზე იაფი ეღირება. ასეთ შემთხვევაში ეს იქნება Mercedes S 400 4Matic Coupe-ს პირდაპირი კონკურენტი. დიდი ალბათობით შემდეგ წამოვა BMW 850i, რომელსაც 450 ცხენის ძალა ექნება. ხოლო ტოპ-მოდელი M860i კი V12 აგრეგატს და 610 ცხენის ძალას მიიღებს.

ან, იქნებ ბავარიელებმა ნაღდი M8-ც გამოუშვან? ასე იქნება, თუ ისე, დიდი შანსია, რომ ტოპ-მოდელის ფასმა 200 000 ევროს ”მიუკაკუნოს” და სამოდელო რიგში ყველაზე ძვირი მანქანა გახდეს. თითქმის ზუსტად ისე, როგორც თითქმის 30 წლის წინანდელი BMW 8er.

Auto Bild

დასკვნა
მართალია, ეს ჯერ მხოლოდ სტუდიური მოდელია, მაგრამ მაინც: BMW-ს ახალი მე-8 სერია ჩემთვის წლის უმთავრესი დაბრუნებაა. ამ მანქანას რომ ვუყურებ, თანამედროვე გონივრულობანი არ მაინტერესებს - მომგვარეთ 12-ცილინდრიანი ძრავით! იმედს ვიტოვებ, რომ BMW სითამამეს გამოიჩენს და სერიულ ვერსიას ბევრს არაფერს მოაკლებს. იმიტომ, რომ ამ ფორმაში ეს კონცეპტი ნაღდად გაცილებით მეტია, ვიდრე მე-7 სერიის კუპე.
იან გიოტცე

იხილეთ ვიდეო:


ასევე დაგაინტერესებთ:
BMW ტესლას კონკურენტს ამზადებს
ახალი ცნობები i5-ის შესახებ

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რა შეიცვლება ახალ BMW X5-ში?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
BMW-ს ახალი ხუთიანი: შვიდიანივით ჭკვიანი,
სამიანივით სპორტული

Auto Bild

ასევე იხილეთ:
BMW X7 დიდი სცენისთვის ემზადება!
Auto Bild

BMW-მ დონალდ ტრამპის მუქარას უპასუხა!
Auto Bild

ბავარიული კლასიკა:
BMW M5 E39 ახალი M5-ის ფასად იყიდება!

Auto Bild

BMW M5 პირველად გამოვა სრული ამძრაობით!
Auto Bild

BMW-ს ახალი მე-5 სერია
რა შეუძლია ბავარიულ ბიზნეს-სედანს (+ VIDEO)

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ასეთი იქნება BMW X2
Auto Bild

რამდენად სანდო და გამძლეა X6-ის პირველი თაობა?
Auto Bild

BMW-ს სიამაყე: M4 GTS (+ VIDEO)
Auto Bild

BMW პორშე 911-ის კონკურენტს ქმნის!
Auto Bild


ასე ხედავს BMW საკუთარ მომავალს (+ VIDEO)
Auto Bild

BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

Auto Bild

ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild

BMW-ს ახალი ხულიგანი M2
თავის მოკვლა რომ გინდოდეს, გადაგაფიქრებინებს...

Auto Bild

BMW-ს ახალი ზონდერი: ლიმიტირებული ”მეშვიდე სერია”
Auto Bild

ეს BMW ყველა საგანში ხუთოსანია!
Auto Bild

BMW იუბილარია - მართვის სიამოვნების 100 წელიწადი
Auto Bild

BMW წიწაკით
Auto Bild

ელვის პრესლის BMW (+26 ფოტო)
Auto Bild

გაიცანით: BMW-ს ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი
Auto Bild

გაიცანით: Alpina B7 – BMW-ს მეშვიდე სერიის სპეც-ვერსია
Auto Bild

გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4
Auto Bild

BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ახალი Mercedes E-კლასი კუპე - შეხვედრა მრავლისმნახველ ბაბუასთან
2017-05-31 07:02:04
ახალი ”E-კლასი კუპე” მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აქვს იმის პოტენციალი, რომ W124-ივით ლეგენდარული გახდეს?
სრულად
article image
Cat Image
სიგიჟე 1500 ცხენის ძალით - ექსკლუზიური გაფრენა ახალი ბუგატი შირონით
2017-05-30 09:06:48
რატომ გიჟდებიან მილიონერები ამ მანქანაზე? ჩვენ გავტესტეთ ”ბუგატი შირონი” და ვეცდებით, ამ კითხვას ვუპასუხოთ
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი, რაც BMW-ს ახალი მე-8 სერიის შესახებ უნდა იცოდეთ
2017-05-26 08:39:05
პირველი ექსკლუზიური ფოტოები და ცნობები: BMW Concept 8 Series მდიდრულობას და სპორტულობას სრულყოფილად უნდა აერთიანებდეს.
სრულად
ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკი ოქროთი და ალმასებით
"მიხარია, ბავშვებისგან რომ მესმის, ზურა პაპას პაღში მივდივართო" – კაცი, რომელმაც გლდანში საოცარი სკვერი მოაწყო
ქართველი ქალბატონის ულამაზესი ბაღი ინგლისში დედოფლის სასახლის მახლობლად
იყიდება 3-ოთახიანი დიდუბეში
იყიდება 3-ოთახიანი საბურთალოზე
ქირავდება 2-ოთახიანი ბაგებში
იყიდება 2-ოთახიანი მუხიანში
უზბეკური მედია: შოთა არველაძემ "ფახთაქორთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
დავით ხოჭოლავა: რამდენიმე წუთი შოკში ვიყავი!..
ჩემპიონთა ლიგა 2017/18: 22 კლუბის ვინაობა ცნობილია - ვინ რომელ კალათში და როდის...
სხვა სიახლეები
ექსკლუზივი: როგორი ავტომობილია ახალი Mercedes GLE?
25.05.2015
”მერსედესმა” M-კლასი გადაამუშავა და GLE დაარქვა. სიახლეა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც
სრულად
ოჯახის მეგობარი BMW
17.04.2015
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!
სრულად
შკოდას ახალი ფლაგმანი
03.04.2015
საინტერესო დიზაინი, თანამედროვე ტექნიკა, მისაღები ფასი - ახალი Superb შეტევაზე გადადის!
სრულად
ყველაზე კითხვადი
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
ახალი ნომრები - რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ
"რეზონანსი" - გაზის ტარიფის ზრდას გაძვირების ახალი ტალღა მოჰყვება
რატომ ვერ ახერხებენ ქართველები თანხის დაზოგვას?
დედოლარიზაციიდან - ლარიზაციამდე
N90 ივნისი 2017
ახალი ნომერი
რედაქტორის რჩევით
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ჯერემი კლარკსონი საქართველოში ჟიგულით ჩამოვა? GT მართლა მოდის!!!
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მომსახურება როგორც ტურებისთვის ასევე ექსკურსიებისთვის
იყიდება საბურავები 175/65 R14 ნორმალურ
იყიდება მტვირთავი ტრაქტორი ზეტელმეიერი 501.
GAZ 69 1100 $
ბრაიან ო'დრისკოლი: იმედია, ექვს ერშიც უყურებენ ქართველი ახალგაზრდების თამაშს
ოთარ კაკაბაძე: ასეთ შემთხვევაში "ხიმნასტიკში" არ დავბრუნდები
[ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი
დღიურად 5 ოთახიანი ბინა, დიდუბე-ჩუღურეთი
დღიურად 3 ოთახიანი ბინა, ვაკე-საბურთალო