რააა? ნუთუ ის უკვე ასეთი ბებერია? დიახ, დიახ: პირველი Mercedes E-კლასი კუპე W 124 წელს 30 წლის ხდება, რაც ავტომობილისთვის დიახაც დიდი ასაკია - ოლდთაიმერი ხდება. სწორედ მის ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შტუტგარტელებმა მოხდენილი შვილიშვილი აჩუქეს: ”მერსედესმა” ახალი ”E კუპე” წარმოადგინა. AUTO BILD-მა კი ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს შეახვედრა.

ორი ”E-კლასი”, ორივე კუპე. ახალ მოდელსა და W 124-ს შორის სხვაობა 30 წელიწადია
მაგარი ტიპია, თუ ისე რა? ახალ ”E-კლას კუპეზე” მსჯელობისას, ”მერსედესის” ფანები და პოტენციური კლიენტები ერთხმად ამბობენ, რომ ძალიან მაგრად გამოიყურება. ეს კარგია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, თუ რა შეუძლია ლეგენდარული W124-ის შვილიშვილს. არის თუ არა მათ შორის მსგავსება სვლის ელეგანტური კომფორტის თვალსაზრისით?
ერთი რამ პირველივე შეთვალიერებისას ცხადი ხდება: ხილვადობისა თვალსაზრისით, ახალი ”E-კუპე” საკმაოდ ნიჭიერია, მაგრამ ამ მხრივ W 124-ამდე მაინც ბევრი აკლია. თუკი ძველ მოდელში მგზავრები რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სხედან, ახალ კუპეში ჯდომის პოზიცია გაცილებით ღრმაა, ფანჯრის ხაზი კი - მაღალი.

ინტერიერს დიდი ეკრანით ჩვეულებრივი ”E-კლასიდან” ვიცნობთ - შესანიშნავად გამოიყურება
სამაგიეროდ, ისევე, როგორც მაშინ, ”E-კლასი კუპეს” უძლიერესი მხარეები ახლაც კომფორტია. ამასთან, ახალ E 400-ს თავისი 333-ცხენისძალიანი V6 ძრავით საკმარისზე მეტი სიმძლავრე აქვს იმისათვის, რომ ყველა ასიამოვნოს. 480-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი 1600 ბრუნიდან კომფორტის რეჟიმში - ეს ”კრუიზინგისთვის” ძალიან კარგი შესაძლებლობებია. 6-ცილინდრიანი აგრეგატი ავტომობილს უსტრესოდ აჩქარებს. თუ გვერდითა მინებს დაუშვებ, ხელის შემშლელი C-საყრდენის გარეშე დაგეუფლება საკაბრიოლეტე განწყობა. მანქანის ხასიათს იდეალურად ესადაგება ნაწილობრივ ავტომატური კრუიზ-კონტროლი დისტანციით რეგულირებითა და ავტომატური გასწრების მანევრით.
- ”მაინც რა არის ეს? დიდი C, თუ პატარა S? როცა უკანა ხედვის სარკეში ამ მანქანას დაინახავ, გამოცნობა გაგიჭირდება. W 124-ის შემთხვევაში კი სხვანაირად... უკეთესად იყო!”

უკუსვლის დროს ვარსკვლავი იწევა და კამერა ჩნდება
ახალი E 400 კი სხვანაირი ტიპია. ”Sport” და ”Sport+” რეჟიმებში 9-საფეხურიანი ავტომატიკა გადაცემებს მაშინვე რამდენიმე საფეხურით უკან რთავს, ბრუნები მატულობს და ძრავის ხმაც უფრო მძაფრი ხდება. თუკი ”Comfort” რეჟიმში ოფციური პნევმატიკური დაკიდება გზის უსწორმასწორობებს ლამაზად აუთოებს, სპორტის დროს მანქანა ხისტდება და მანქანაც მძღოლისგან სულ უფრო და უფრო მეტს მოითხოვს.
ახალი ”E-კლასი კუპეს” მართვისას, რომც არ იცოდეთ, მალევე მიხვდებით, რომ ის ”C-კლასის” და ”E-კლასის” ბაზების მიქსზე არ შეუქმნიათ, როგორც ეს წინამორბედი მოდელის შემთხვევაში იყო. სვლის კომფორტი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ”C-კლას კუპეში”. შესაბამისად, ახალი ”E-კუპე” ამ მხრივ ლეგენდარულ W 124-ს თამამად ეტოლება.

დასკვნა
30 წლის წინათ W 124 ”კუპეების” ფანებს აღაფრთოვანებდა, ახლა კი მისი შვილიშვილის დროა. ახალი მოდელი ძალიან მაგარი დიზაინით და სვლის შესანიშნავი კომფორტით გამოირჩევა. მას მშვიდი ”კრუიზინგიც” შეუძლია და მოსახვევებში ფრენაც, მაგრამ პირველით უფრო ისიამოვნებთ...
რობინ ჰორნიგი
ასევე იხილეთ:
გაიხადეთ ფეხსაცმელი - მერსედესის რუსული ტიუნინგი

ა, კლასი! მერსედესის მომავალი სტილი

ასევე იხილეთ:
განახლებული მერსედეს S-კლასი ახალი 8-ცილინდრიანით

ასევე იხილეთ:
რჩევები შუმახერის შვილისგან - როგორ ვმართოთ მანქანა?

800-ზე მეტი ცხენის ძალა
ასე წარმოუდგენია მერსედეს AMG-ს ჰიბრიდი

ასევე დაგაინტერესებთ:
თუ მდიდარი ხარ და მერსედესი გიყვარს...

ასევე დაგაინტერესებთ:
მერსედეს-მაიბახის ახალი,
უძვირფასესი ყველგანმავალი კაბრიოლეტი

ასევე დაგაინტერესებთ:
შვარცენეგერი მერსედესის ელექტრო-გელენდევაგენით მოიხიბლა

ასევე დაგაინტერესებთ:
ახალი G-კლასი წონაში დაიკლებს და
ნისანის უკანა ხიდს მიიღებს

გაიცანით განახლებული მერსედეს GLA

იცით, რა ღირს ამ სუპერ-ყველგანმავლის ამორტიზატორები?

მერსედესის ახალი E-ლეგანტური კუპე

ასევე დაგაინტერესებთ:
ახალი ცნობები მომავალი Mercedes GLB-ს შესახებ
როგორი იქნება პატარა G-კლასი?

გაიცანით მრისხანე E-კლასი: Mercedes-AMG E 63 (+ VIDEO)

დიქტატორების ახალი ოცნება:
მერსედეს-მაიბახის ულტრამდიდრული, ჯავშნიანი ლიმუზინი

რას იტყვით მაიბახის ასეთ ლუქსლაინერზე?

მერსედესის ახალი რრრრროდსტერი

ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!

როგორი იქნება ახალი Mercedes GLE?

ასევე იხილეთ:
მერსედესის ახალი SUV-კუპე AMG-ის სიმძლავრით

ახალი მერსედესი BMW-დან ნაცნობი უკანალით...

საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)

მერსედესის სუპერსპორტული ავტომობილი:
AMG GT R (+ VIDEO)

გერმანელებმა ყველაზე უბრალო G-კლასი დააბრუნეს!

მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის
სუპერ-SUV-ების შედარება

მერსედესი, როგორც თევზი წყალში (+ ვიდეო)

არის თუ არა მერსედესი ისევ მისაბაძი?

ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი

ეს მაიბახი თითქმის ტანკია!

ირინა შეიკს მერსედესი და ლამბორგინი უყვარს

ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!

”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!

ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]

როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...

”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები

ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!

ბიზნეს-ბრაბუსი: ოფისი 800 ცხენის ძალით!

ქალწული ბენცი

S-კლასი ყველგანმავლებში: Mercedes GLS
