ქართული გუნდისთვის სერბმა მოიგო - ქაჯაიას ისევ არ გაუმართლა
12.06.2017
TCR-ის საერთაშორისო სერიაში, რომელშიც ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია ასპარეზობს, მეხუთე ეტაპის ორი რბოლა გაიმართა.

ქართული გუნდისთვის, „GE-ფორსისთვის“ და მის პარტნიორ „რომეო ფერარისთვის“ ავსტრიული ეტაპი საკმაოდ წარმატებული გამოდგა - ჩვენი გუნდის სერბმა პილოტმა დუშან ბორკოვიჩმა პირველი რბოლა მოიგო. მეორე რბოლა კი მისთვისაც და დათა ქაჯაიასთვისაც წარუმტებელი იყო. ბორკოვიჩმა საკუთარი შეცდომის გამო, ფინიშს ვერ მიაღწია. ქართველ მრბოლელს კი საბურავმა უმტყუნა...



დათას უიღბლობა კვალიფიკაციაზე დაიწყო, რომლის პირველი სესიის მიწურულსაც მან პოულ პოზიციის დრო დააფიქსირა, მაგრამ სტიუარდებმა ის იმ მიზეზით გააუქმეს, რომ დათამ სწრაფი
წრე ყვითელი დროშების რეჟიმისას გაიარა. ყვითელი დროშები რობ ჰაფის ავარიის გამო ფრიალებდა, ქაჯაიამ ამ დროს სიჩქარე არ დააგდო. უფრო ადრე დაფიქსირებული დროით კი ქართველი მეორე სესიის მიღმა დარჩა. სამაგიეროდ, ბორკოვიჩმა მოახერხა 12-ეულში შესვლა და მეორე სესიაზე მხოლოდ სლოვაკ მატო ჰომოლას ჩამორჩა.



მეორე პოზიცია საუკეთესო დასაწყისი აღმოჩნდა, საიდანაც ბორკოვიჩმა პირველ მოსახვევამდე მოასწრო წინ გაჭრა და აქედან მოყოლებული, მხოლოდ ერთხელ მისცა მეტოქეს შეტევის საშუალება. ეს რესტარტზე მოხდა, როცა ბორკოვიჩს ჰომოლამ გაასწრო, თუმცა სერბმა მალევე დაიბრუნა ლიდერობა და ფინიშამდე წინ აღარავინ გაუშვია. ამ სეზონში ეს მისი მეორე გამარჯვებაა.


დუშან ბორკოვიჩმა მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ გაიმარჯვა

შესანიშნავი სტარტი აიღო ქაჯაიამაც, რომელმაც სტარტზევე რამდენიმე ადგილით წინ წაიწია და ფინიშამდე ლიდერთა ჯგუფში იყო. რბოლის განმავლობაში, დათამ ორჯერ შეძლო მე-6 ადგილზე გადასვლა. ერთხელ ეს მე-6 წრეზე მოხდა, როცა ავსტრიელ თომას იეგერს გაასწრო, თუმცა ამ უკანასკნელმა ერთი წრის შემდეგ დაიბრუნა დანაკარგი და ფინიშამდე ორი ადგილითაც წაიწია წინ. მე-12 წრეზე დათამ ჯეიმს ნეშს გაუარა, მაგრამ ამჯერადაც ვერ შეძლო პოზიციის შენარჩუნება. საბოლოოდ კი მე-7 ადგილს დასჯერდა.

Auto Bild

ქაჯაიასთვის დაახლოებით იგივე სცენრით წარიმრთა მეორე რბოლაც - მან სტარტზევე რამდენიმე პოზიციით წინ წაიწია და მე-8 ადგილზე დამკვიდრდა. მე-4 წრეზე დათამ ფრედერიკ ვერვიშსაც გაასწრო, მაგრამ ვერვიშმა მალევე დაიბრუნა დანაკარგი. მათი ბრძლა ამის შემდგაც გაგრძელდა და ქართველმა ორი წრის შემდეგ ისევ შეძლო მეტოქის ჩამოტოვება. იმავდროულად, ორივეს იეგერმა გაასწრო, რომელმაც პირველი რბოლის მსგავსად, მეორეც მეოთხე ადგილზე დაასრულა.

მე-11 წრეზე პეპე ორიოლა დატრიალდა და მისი მანქანის ევაკუაციამდე, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. რესტარტამდე დათას მანქანაზე ბორბალი დაეშვა, რის გამოც პიტლეინზე შესვლამ მოუწია. ამის გამო ერთი წრე და ქულების მოპოვების იმედიც დაიკარგა...



5 ეტაპის და 10 რბოლის შემდეგ ქართული გუნდი ჯი ფორსი მე-4 ადგილზეა, ქაჯაია კი, 59 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. ქართული გუნდის სერბი მრბოლელი დუშან ბორკოვიჩი 82 ქულით მე-5 ადგილზეა. TCR-ის საერთაშორისო სერიის მომდევნო ეტაპი უნგრეთში, 17 და 18 ივნისს გაიმართება. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ეტაპი და 10 რბოლაა დარჩენილი.
მერაბ ლორთქიფანიძე

იხილეთ ვიდეო და დათა ქაჯაიას კომენტარი:

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
TCR International, ბორკოვიჩი, დავით ქაჯაია, დათა ქაჯაია, დუშან ბორკოვიჩი, , ქაჯაია,
article image
პირველი გასეირნება Tesla Model 3-ით - როგორია ეს ელექტრომობილი რეალურად?
2017-10-26 07:13:58
რა სჭირდება მომავლის მანქანას? ელექტრომოტორი, გარბენის მარაგი, ორი ღილაკი, ერთი ეკრანი. და ტევადობა.
სრულად
article image
Cat Image
ნივა VS ლენდ როვერ დეფენდერი - ციფრების დუელი
2017-10-25 05:05:08
სად ”ლენდ როვერი” და სად ”ნივა”? არც ეგრეა საქმე! ორივე ნაღდი ყველგანმავალია. ორივეს ბევრი ფანი ჰყავს. ორივე ლეგენდაა.
სრულად
article image
Cat Image
როლს-როისი, რომელსაც უნდა დაუჩოქო - არის თუ არა ახალი ფანტომი საუკეთესო მანქანა?
2017-10-24 09:06:56
თქვენ წინაშეა 7-ვარსკვლავიანი ავტომობილი! მაგრამ არის კი ახალი Rolls-Royce Phantom VIII მსოფლიოში საუკეთესო მანქანა? შესაძლოა.
სრულად
ბაღი ბუფერულ ზონაში - რაზმაძეების სავიზიტო ბარათი
ქართველი ემიგრანტის მიერ ამერიკაში მოწყობილი საოცარი ბაღი, რომელშიც თანამემამულეებს მაპინძლობს
"დაახლოებით 270 სახეობის მცენარე ალამაზებს ჩემს ბაღს..." - მშვენიერი ბაღი ყვარელში
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
400
ქირავდება 1 ოთახიანი ბინა ნაძალადევში
იყიდება კომერციული ფართი დიღომი 1-9
იყიდება მიწის ნაკვეთი ლისის ტბაზე
სავარაუდო ტრანსფერი: წავა გურამ კაშია "ვიტესიდან" პრაღის "სპარტაში"?
შეხვედრა ამერიკაში - ზაზა ფაჩულიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურები გაცვალეს
თბილისში კირსან ილუმჟინოვის "ჩუმად" ჩამოსვლას ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა
სხვა სიახლეები
როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავები
19.10.2017
ზამთარი მოახლოვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში არა, მაგრამ საქართველოს ბევრ რეგიონში, გზის ზედაპირს თოვლი დაფარავს.
სრულად
როგორ შევამოწმოთ საბურავის ასაკი
18.10.2017
”დაძველებული ზამთრის საბურავი განსაკუთრებით სველ და თოვლიან გზაზეა სახიფათო,” - გვაფრთხილებს Dekra-ს საბურავების ექსპერტი
სრულად
Silk სპორტის ყველა არხი საჩუქრად!
12.10.2017
დღეიდან, ინგლისის პრემიერლიგას, ესპანეთის ლა ლიგას, იტალიის სერია A-ს, NBA-ს და სხვა რეიტინგულ სპორტულ ჩემპიონატებს Silk TV-ის ყველა მომხმარებელი უფასოდ იხილავს.
სრულად
ყველაზე კითხვადი
რომელი მანქანები წვავენ ყველაზე მეტს?
რომელი მანქანები წვავენ ყველაზე მეტს?
საქართველოში ბენტლი ოფიციალურად შემოდის!
საქართველოში ბენტლი ოფიციალურად შემოდის!
ავტო-ოსკარის კანდიდატები - იტალიაში ოქროს საჭე 2017-ის ფინალური ეტაპი გაიმართა
ავტო-ოსკარის კანდიდატები - იტალიაში ოქროს საჭე 2017-ის ფინალური ეტაპი გაიმართა
„ვაკეში ცხოვრება უკვე შეუძლებელია - მშენებლობების რიცხვი კატასტროფულად მატულობს“
"ამერიკიდან იაფად ჩამომაქვს დამტვრეული მანქანა, მერე ვალამაზებ და ვყიდი"
"სახელმწიფო მოხელეები ნებისმიერ მიზეზს ელოდებიან, მათ შორის ნეგატიურსაც, მატერიალური სარგებლის მისაღებად"
N93 ოქტომბერი 2017
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
ახალი BMW X3 - ჩვენ მისი IQ შევამოწმეთ (+ VIDEO)
ახალი BMW X3 - ჩვენ მისი IQ შევამოწმეთ (+ VIDEO)
საქართველოში ბენტლი ოფიციალურად შემოდის!
საქართველოში ბენტლი ოფიციალურად შემოდის!
ავტო-ოსკარის კანდიდატები - იტალიაში ოქროს საჭე 2017-ის ფინალური ეტაპი გაიმართა
ავტო-ოსკარის კანდიდატები - იტალიაში ოქროს საჭე 2017-ის ფინალური ეტაპი გაიმართა
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mitsubishi Grandis 2900 $
Toyota Highlander 11000 $
ქირავდება!!! ბობკატი.მოგემსახურებათ გამოცდილი ოპერატორი.
ვიღებ შეკვეთებს ტურისტულ მომსახურებაზე. ტრანსფერებზე.
წლის ქართული ტრანსფერი და სხვები... სად ითამაშებენ ნაკრების წევრები
თბილისის "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე: დღეს წილისყრაა!
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
დღიურად 3 ოთახიანი ბინა, ბათუმი
დღიურად 2 ოთახიანი ბინა, საბურთალო