ფეტელის მეხუთე, მეცხრე და 35-ე
ფეტელის მეხუთე, მეცხრე და 35-ე
14.10.2013
გერმანელმა სებასტიან ფეტელმა ვერ შეძლო იაპონიის გრანპრიზე ჩემპიონობის გაფორმება, თუმცა კიდევ უფრო მიუახლოვდა კარიერაში მეოთხე ტიტულს.

შაბათს, კვალიფიკაცია მარკ უებერმა მოიგო - ეს მისთვის პირველი პოული იყო სეზონში. მისი მეწყვილის ფეტელის მანქანაზე KERS-ის სისტემა გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ მან მაინც მოიპოვა მეორე პოზიცია. მეორე რიგიდან იღებდნენ სტარტს ლუის ჰემილტონი და რომენ გროსჟანი, მესამედან - ფელიპე მასა და ნიკო როსბერგი.
სტარტზე მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, როგორ დაიწყებდა რბოლას უებერი, რომელიც პირველ მეტრებს ყოველთვის ცუდად გადის. ავსტრალიელს ცუდი სტარტი არ გამოუვიდა, რადგან ფეტელი უკან დატოვა, მაგრამ მეოთხე პოზიციაზე მყოფ გროსჟანს ჰქონდა ფანტასტიკური დასაწყისი: მან მაშინვე მარჯვნივ გადაინაცვლა და გაუსწრო პირველ სამეულს, რითაც ლიდერობა მოიპოვა. ჰემილტონსაც კარგი სტარტი გამოუვიდა, თითქოს ფეტელსაც გაუსწრო, მაგრამ უკანა საბურავით გერმანელის ბოლიდის წინა ანტიფრთას შეეხო და ბოქსებში შესვლა მოუწია. საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გარდა, "მერსედესი" დაზიანდა და რამდენიმე წრის შემდეგ, ბრიტანელმა რბოლა დაასრულა. მანამდე კიდევ ორი პილოტი გამოეთიშა ბრძოლას - სტარტზე პელოტონის ბოლოში შეჯახება მოხდა, რადგან ტრასა ვერ გაიყვეს შარლ პიკმა და ჟიულ ბიანკიმ.
Auto Bild
პირველი წრის შემდეგ, პირველ პოზიციაზე იყო გროსჟანი, შემდეგ მოდიოდა "რედ ბულის" წყვილი, მათ მოჰყვებოდნენ როსბერგი, მასა, ალონსო და ჰიულკენბერგი. პირველ ათეულს ასრულებდნენ პერესი, გუტიერესი და ბატონი. რაიკონენი მე-11 პოზიციაზე იყო.
ყველა ელოდა, რომ უებერი და ფეტელი თავიდანვე კვალში ჩაუდგებოდნენ გროსჟანს და აქტიურად შეუტევდნენ, მაგრამ "ლოტუსის" პილოტი საკმაოდ კომფორტულ ჰანდიკაპს ინარჩუნებდა. ბევრი რამ პიტსტოპების პირველ სერიას უნდა გაერკვია.
პილოტებმა საბურავების გამოცვლა მეათე წრიდან დაიწყეს. სერპიოზული წარუმატებლობა შეემთხვათ "ფერარის" მექანიკოსებს, რის გამოც ჰიულკენბერგმა ალონსოსა და მასას გაუსწრო და ერთბაშად ორი პოზიცია მოიგო. ასევე კარგი ამბავი იყო "ზაუბერის" პილოტისთვის ის, რომ როსბერგი პიტლეინზე კინაღამ პერესს დაეჯახა, რის გამოც ბოქსებში საჯარიმო შესვლით დაისაჯა.
საშინელი რბოლა გამოუვიდა "მაკლარენს": უკანა მარჯვენა საბურავის შეცვლასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში არ იყო და მექანიკოსებმა ბევრი დრო დააკარგვინეს ბატონსა და პერესს. ამას დაემატა ისიც, რომ ფინიშთან ახლოს პერესმა დაკარგა ადგილი ქულათა ზონაში, როცა როსბერგთან პოზიციის დაცვისას უკანა საბურავი გაუსკდა.
Auto Bild
როცა მეორე პიტსტოპების დრო მოახლოვდა, ბევრმა დაასკვნა, რომ ბოქსებში ორი გაჩერებაც საკმარისი იქნებოდა. გამონაკლისი გახდა ბატონი, ვერნი და... უებერი. "რედ ბულში" განიხილეს გროსჟანზე უშედეგო შეტევები და თავიანთი პილოტებისთვის სხვადასხვა ტაქტიკა აირჩიეს: ფეტელი მაქსიმალურად გვიან შევიდა მეორე პიტსტოპზე, უებერი კი პირიქით, გროსჟანზე ადრე შევიდა ბოქსებში და სამი პიტსტოპის ტაქტიკა აირჩია.
ფეტელმა ახალი საბურავების მიღების შემდეგ ძალიან სწრაფად მოძრაობა დაიწყო და მალე მიუახლოვდა გროსჟანს. სხვაობა სიჩქარეში ძალიან სერიოზული იყო და რომენს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან გამკვლავების არანაირი შანსი არ ჰქონდა.
საინტერესო იყო, რას შესთავაზებდა თავის კონკურენტებს უებერი. თავისი მესამე პიტსტოპის შემდეგ, მარკი ლიდერს რვა წამით ჩამორჩებოდა და თავიდან ისევ ტემპს აჩვენებდა, რომ ყველა მოსალოდნელი სერიოზული ბრძოლისთვის მოემზადა. მაგრამ ჯერ ავსტრალიელს გროსჟანისთვის უნდა გაესწრო, ამასთან დაკავშირებით კი სერიოზული პრობლემები წარმოიშვა: სავარაუდოდ, DRS-ის სისტემასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, მარკმა ძალიან ბევრი დრო დაკარგა და გროსჟანს მხოლოდ ფინიშამდე ორი წრით ადრე გაუსწრო. ამ მომენტისთვის უკვე ცხადი იყო, რომ ფეტელი გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდა. უებერი მეორე ადგილზე გავიდა, გროსჟანი - მესამეზე.
ჰიულკენბერგმა ვერ შეძლო ზედიზედ მეორე რბოლაში მეოთხე ადგილზე გასვლა: ფინიშთან ახლოს, "ზაუბერის" ბოლიდზე საბურავები ძალიან გაცვდა და საბოლოოდ, გერმანელს ჯერ ალონსომ გაუსწრო, შემდეგ კი რაიკონენმა. ნიკო მეექვსეზე გავიდა, მის უკან კი აღმოჩნდა ესტებან გუტიერესი, რომელმაც კარიერაში პირველი ქულები მოიპოვა.
ფეტელმა მოიგო ზედიზედ მეხუთე, სეზონში მეცხრე და კარიერაში 35-ე რბოლა, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლა ფორმალურად გრძელდება. ახლა, გერმანელსა და ალონსოს შორის ქულათა სხვაობა 90-ს შეადგენს და ველოდებით ორი კვირის შემდეგ, ინდოეთის გრანპრის.

იაპონიის გრან-პრი. XV ეტაპი
სუძუკა (53 წრე, 307.471 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:26.49,301 (2 პიტსტოპი)
2(13). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +7,129 (3)
3(3). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +9,910 (2)
4(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +45,605 (2)
5(9). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +47,325 (2)
6(7). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +51,615 (2)
7(8). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) +1.11,630 (2)
8(4). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.12,023 (4)
9(11). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.20,821 (3)
10(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +1.29,263 (3)
11(15). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.38,572 (2)
12(16). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე (3)
13(12). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 1 წრე (3)
14(14). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე (2)
15(10). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) 1 წრე (3)
16(18). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე (2)
17(17). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) 1 წრე (2)
18(19). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
19(21). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 1 წრე (2)
20(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 45 წრე
21(20). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 53 წრე
22(22). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 53 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 297 (9 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 207 (2); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 177 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 161 (1); 5. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 148; 6. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 126 (2); 7. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 90; 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 87; 9. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 60; 10. ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) - 39; 11. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 36; 12. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 26; 13. სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) - 23; 14. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 18; 15. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 13; 16. ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 6; 16. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 445; 2. ფერარი - 297; 3. მერსედესი - 287; 4. ლოტუსი - 264; 5. მაკლარენი - 83; 6. ფორს ინდია - 62; 7. ზაუბერი - 45; 8. ტორო როსო - 31; 9. უილიამსი - 1.

carusel_title
  • სტარტი სენსაციური გამოდგა, რადგან ლიდერობა ვერც მარკ ვებერმა მოიპოვა, რომელსაც პოული ჰქონდა მოგებული და ვერც მის უკან მდგომმა ფეტელმა - სტარტის შემდეგ რომენ გროსჟანი (ლოტუსი) გალიდერდა
ბეჭდვა