შუმახერის გარეშე სიცარიელეში ვართ!
შუმახერის გარეშე სიცარიელეში ვართ!
29.05.2014
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მონაკოს გრანპრი შედგა, სადაც ”მერსედესმა” მორიგი დუბლი შეასრულა. რბოლის წინ კი ტრადიციად ქცეული საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომელშიც მიხაელ შუმახერი ყოველთვის მონაწილეობდა ხოლმე. რბოლის შემდეგ ”ფერარის” პილოტმა ფერნანდო ალონსომ ფრანგულ გაზეთ ”ეკიპს” ინტერვიუ მისცა, რომელშიც შუმახერის შესახებ ისაუბრა.

”დღემდე მიჭირს იმის ბოლომდე გაანალიზება და გააზრება, რაც მიხაელ შუმახერს დაემართა. ჩემთვის შუმი ყველგან და ყოველთვის უძლეველი იყო, მას ბავშვობიდან ვქომაგობდი,” - ამბობს 32 წლის ალონსო 45 წლის შუმახერზე, რომელიც 29 დეკემბერს თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და მას შემდეგ კომაშია.

Auto Bild
ფერნანდო ალონსო

”შუმი ყველგან გვაკლია, ფორმულა 1-შიც და ცხოვრებაშიც. ახლა კი საფეხბურთო მატჩშიც დაგვაკლდა. მიხაელი ფეხბურთს შესანიშნავად თამაშობს, თავდასხმაში ისე კარგად ირჯება ხოლმე, რომ არაერთ პროფესიონალ ცენტრფორვარდს აჯობებდა. მის გარეშე პირადად მე სიცარიელეში ვარ,” - დასძენს ალონსო.

ასევე დაგაინტერესებთ: ბოლო ცნობები შუმახერის შესახებ

რატომ აღარ ვრცელდება შუმახერზე ოფიციალური ცნობები?
დაუპატიჟებელი სტუმრები შუმახერთან!
შუმახერი უკვე ხმაზე რეაგირებს!
შუმახერი ცოლს სახლში მიჰყავს?
შუმახერის წონა უკვე მხოლოდ 55 კილოგრამია
შუმახერის ოჯახის განცხადება
შუმახერმა დაცემამდე 10,4 მეტრი ჰაერში იფრინა!
შუმახერის პირადი ფოტო-არქივი


Auto Bild
ბეჭდვა