როგორ უნდა შევამოწმოთ მანქანა ჩვენთვითონ?
როგორ უნდა შევამოწმოთ მანქანა ჩვენთვითონ?
08.05.2014
როგორ უნდა შევამოწვმოთ ჩვენი მანქანები ჩვენთვითონ და თუ საჭიროა, როგორ უნდა მოვიყვანოთ ფორმაში, რათა შორ გზაზე მშვიდად წავიდეთ?
შორ გზაზე წასვლამდე ავტომობილის შემოწმება აუცილებელია. ამისათვის მანქანის პროფილაქტიკაში მიყვანაა საჭირო, მაგრამ ვისაც ხელების დასვრის არ ეშინია, ამას თვითონაც შეძლებს.

რისი შემოწმებაა აუცილებელი?

ძრავის ზეთის, გაგრილების სისტემის, მინათმწმენდების სითხისა და აკუმულატორის სითხის (თუ მშრალი არაა) შემოწმება ძალიან მარტივია და პრობლემას არც სითხეების დამატება წარმოადგენს. თუკი ავტომობილი „ზეთს ჭამს“, საკმარისი რაოდენობით აუცილებლად თან უნდა წაიღოთ. გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის არევა არაა რეკომენდებული.
სამუხრუჭე სითხის ნაკლებობის შემთხვევაში უმჯობესია, პროფილაქტიკას მიმართოთ. სასურველია სალონის ფილტრის შემოწმება და, თუ საჭიროა, გამოცვლაც. თვალი შეავლეთ აალების სანთლებსაც - ჩაშავებული არ უნდა იყოს. თუ ძველი ავტომობილი გყავთ, უმჯობესია, ყოველი შემთხვევისთვის თან წაიღოთ სათადარიგო სანთლები და მცველები.

საბურავები
Auto Bild
როცა ავტომობილი სრულად დატვირთულია, საბურავები მაქსიმალურად უნდა იყოს დაბერილი. არ დაგავიწყდეთ სათადარიგო საბურავის წნევის შემოწმებაც. ამასთან, საბურავების ზედაპირი ან გვერდები დაზიანებული არ უნდა იყოს

განათება

Auto Bild
ჰალოგენის ნათურების გამოცვლა არცისე რთულია, განათების თანამედროვე საშუალებების შეცვლას კი ყოველთვის ვერ შეძლებთ - პროფილაქტიკას უნდა მიმართოთ

ზეთი

Auto Bild
არასდროს დაამატოთ იმდენი, რომ ნიშნულ მაქსიმუმზე ავიდეს - ძრავას ზედმეტი ზეთიც ავნებს. გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერე რეკომდენდებული ზეთი

აკუმულატორი
Auto Bild
ავზების ასავსებად გამოიყენეთ მხოლოდ დემინერალიზებული ან გამოხდილი წყალი. კარგი იქნება, თუ დამუხტავთ კიდეც

გაგრილების სისტემა

Auto Bild
არ მოხსნათ თავსახური მაშინ, როცა ძრავა ცხელია. დაამატეთ მხოლოდ გამოხდილი წყალი ან ანტიფრიზი.

სამუხრუჭე სისტემა

Auto Bild
მიუხედავად ყველაფრისა, სამუხრუჭე სითხე ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს

აალების სანთლები

Auto Bild
მცირე ზომის ყავისფერ შეფერილობას არა უშავს, მაგრამ თუ ჩაშავებულია, უნდა შეცვალოთ

ბეჭდვა